ლაშა ხუციშვილი – უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის დამატებით საექსპორტო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას აჩენს

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი უნგრეთის ფინანსთა მინისტრს, მიხაი ვარგასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს. „უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან. ტრადიციულად, ორ უწყებას ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. განხილული იქნა მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა […]
ანჯეი დუდა – სალომე ზურაბიშვილმა განმიცხადა, რომ არჩევნები არა იმდენად გაყალბდა, რამდენადაც მოხდა არჩევნების შედეგების დამახინჯება

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვარშავაში ჯერ კიდევ 1 თვის წინ განხორციელებული ვიზიტისას საქართველოში არსებული წინასაარჩევნო და პოლიტიკურ ვითარება განიხილეს და სალომე ზურაბიშვილმა მას განუცხადა, რომ არჩევნებში, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, მაგრამ არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ისეთ უპირატესობას მიიღებდა, რაც დამოუკიდებლად მმართველობის საშუალებას მისცემდა. „ის ერთი თვის წინ ვარშავაში იმყოფებოდა. მაშინ […]
ილია დარჩიაშვილი – კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით

უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და კიდევ ერთხელ დადასტურდა ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. ილია დარჩიაშვილის თქმით, უნგრეთი საქართველოს ახლო სტრატეგიული პარტნიორია, ორ ქვეყანას ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობები აქვს […]
სალომე ზურაბიშვილი – ჩემი პირადი მომავალი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც საქართველოს მომავალი

ჩემი პირადი მომავალი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც საქართველოს მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ამ ყველაფრის შედეგი ორმხრივია. პირველ რიგში, არის მოწოდებები საერთაშორისო გამოძიების შესახებ, რათა აქ შეგროვებული მტკიცებულებები შეივსოს, რათა გლობალური სურათის, მანიპულაციისა და დაშინების მასობრივი სურათის ჩვენება მოხდეს. შემდეგ, სავარაუდოდ, იქნება ზეწოლა ევროპისა და აშშ-ის მთავრობების მხრიდან, […]
მამუკა ხაზარაძე – შეხვედრები გაგრძელდება, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეხვედრები გაგრძელდება. მისივე თქმით, ასევე, შეხვედრა აქვთ დაგეგმილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. „ეს შეხვედრები გაგრძელდება, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მერე გვაქვს შეხვედრა პრეზიდენტთან, ამიტომ ეს საკმაო ხანი გაგრძელდება, სანამ არ მივაღწევთ ახალ არჩევნებს. ძალიან ბევრი საკითხია, დეტალებს ვერ გეტყვით, უცხოელებთან ურთიერთობა, ჩვენ ამომრჩეველთან ურთიერთობა, ფაქტების შეგროვება, რომელიც […]
“მანჩესტერ იუნაიტედს” დიდი ალბათობით, რუბენ ამორიმი ჩაიბარებს

“მანჩესტერ იუნაიტედს” დიდი ალბათობით, “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი ჩაიბარებს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანელი ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა “წითელ ეშმაკებთან” პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, “იუნაიტედი” კი მზადაა “სპორტინგს” კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. შეგახსენებთ, გუშინ “მანკუნიანელებმა” ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი გაათავისუფლეს.
TASS-ის ინფორმაციით, ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს პატივს სცემს

რუსეთის სახელმწიფო გამოცემა TASS წერს, რომ ჩინეთი პატივს სცემს “ქართველი ხალხის არჩევანს” და მზადაა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის ყველა მხარეს ეთანამშრომლოს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ცზიანმა “ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად უსურვებს საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას”, – განაცხადა ცზიანმა ბრიფინგზე. · ქართული ოცნება – 53.92% · კოალიცია […]
კონკურენციის სააგენტომ „რუსთავის ავტობაზრობა“ და „მიკადო ჯორჯია“ დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების – შპს ,,რუსთავის ავტობაზრობის“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართებით საქმის მოკვლევა მიმდინარეობს. საკითხი ეხება – ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ […]
ლონდონში, ყველის მაღაზიიდან, 300 000 ფუნტის 22 ტონა ჩედარი მოიპარეს

ლონდონში, Neal’s Yard Dairy-ის ყველის მაღაზიიდან, 300 ათასი ფუნტის ღირებულების 22 ტონა პრემიუმ კლასის ჩედარის ყველი მოიპარეს – ამის შესახებ The Drinks Business–ი იტყობინება. 22 ტონა არის 950 თავზე მეტი ყველი 10 და 24 კგ მოცულობის. გამოცემის ცნობით, სამი პოპულარული ჯიშის ყველი მოიპარეს: Hafod (უელსური ჩედარი), Westcombe (ტრადიციული ყველი) და Pitchfork (ძველი რეცეპტებით დამზადებული ჩედარი). […]
ულამაზესი VERSACE-ს კაბა და დაუვიწყარი საღამო – რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე მოირგო – Marao

ულამაზესი VERSACE-ს კაბა და დაუვიწყარი საღამო – რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე მოირგო – Marao გუშინ ღამის 2023-2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონია პარიზში, თბილისის დროით 23:15 საათზე გაიმართა. 2003 წელიდან პირველად ნომინანტებს შორის არ იყვნენ არც პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, არც არგენტინელი ლიონელ მესი, თუმცა სიაში პირველად ვიხილეთ […]