რა საკითხები განიხილა ლაშა ხუციშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე?

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრელ კოლეგას, მიხაი ვარგას შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც უნგრეთი უწევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. თავის მხრივ, უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა გამოთქვა მზაობა ქვეყანასთან გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ხაზი გაესვა ისეთი გლობალური პროექტის მნიშვნელობას, […]
საზოგადოებამ დაიცვა მმართველი გუნდი, მმართველი გუნდი დაიცავს საზოგადოების ხმებს. ორივე ერთად კი საქართველოს ინტერესების მხარეს იდგება, რისი გათვალისწინებაც მოუწევს ყველას!
საზოგადოებამ დაიცვა მმართველი გუნდი, მმართველი გუნდი დაიცავს საზოგადოების ხმებს. ორივე ერთად კი საქართველოს ინტერესების მხარეს იდგება, რისი გათვალისწინებაც მოუწევს ყველას! პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ოპოზიციაც ელოდა საარჩევნოდ ამ შედეგს და სწორედ ამიტომ საარჩევნო კამპანია მიატოვა და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება დაისახა მიზნად“- წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ახლადარჩეულ მთავრობას […]
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. „გულწრფელად გილოცავთ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ლიდერობით პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებასა და პირველი ადგილის მოპოვებას. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შედეგები […]
ლატვია უერთდება საქართველოს შესახებ ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის განცხადებას

ბაიბა ბრაჟეს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლატვია უერთდება ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის განცხადებას საქართველოს შესახებ. თუმცა ის ეჭვს გამოთქვამს დოკუმენტში არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების აღწერის საკითხზე. „ლატვია შეუერთდა საქართველოს შესახებ განცხადებას, მიუხედავად ეჭვისა, რომ ის ძალიან სუსტია საარჩევნო დარღვევების სერიოზულობის აღწერაში“, – დაწერა ბრაჟემ სოციალურ ქსელ X-ზე. ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაამატა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი […]
ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, ნუ მოიტყუებთ თავს – „ოცნების“ მთავრობის ექსმინისტრი

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის (2015-2018 წწ) განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა. „მთავრობა ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ნამდვილად არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვით, მას არ აქვს უფლება ისაუბროს ევროკავშირის სახელით საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. იხილეთ […]
გიორგი ვაშაძე – მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს – მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის ახალი არჩევნები საერთაშორისო მენეჯმენტით

მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს – მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის არჩევნები საერთაშორისო მენეჯმენტით, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებთან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ კონსულტაციების დაწყებამდე განაცხადა. ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ხალხს, რომელიც გუშინდელ აქციაზე მივიდა და აღნიშნა, რომ ამით მათ […]
ნიკა გვარამია – გაყალბების სქემის ყველა მიმართულება გახსნილია, მტკიცებულებები გვაქვს და მალე გავასაჯაროებთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მათ აქვთ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და სქემები, რომლებსაც საზოგადოებისთვის მალე გაასაჯაროებენ. ამის შესახებ გვარამიამ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის წინ განუცხადა. მისი თქმით, ამ სქემების შესახებ საზოგადოებას „წარმოდგენაც არ ჰქონია“. „ერთადერთი რასაც გეტყვით ისაა, რომ ხომ უნდოდათ მტკიცებულებები და სქემის გახნა [არჩევნების გაყალბების]. სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და მტკიცებულებები ყველგან […]
ელენე ხოშტარია – არ უსმინოთ პაპუაშვილს, ის მილიონ სისულელეს იტყვის, ჩვენ გზას მივყვეთ!

გუშინ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დააფიქსირა, რომ მართლა პარლამენტში შესვლაზე კი არ არის [საუბარი], მოხდება ხელისუფლების დელეგიტიმიზაცია იმიტომ, რომ ის არ არის ლეგიტიმური. არ უსმინოთ პაპუაშვილს, ის მილიონ სისულელეს იტყვის, ჩვენ გზას მივყვეთ! – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ხოშტარია გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ადრე თუ […]
გია ხუხაშვილი – ლოგიკურია მოთხოვნა, რომ არჩევნები მესამე მხარემ ჩაატაროს, თუმცა ეს რამდენად რეალისტურია, სხვა საკითხია, საერთაშორისო აუდიტზე ხელისუფლების უარი კი იგივეა, რაც მკვლელობაში ბრალდებულის დუმილი, რომელიც ირიბი დადასტურებაა

ლოგიკური მოთხოვნაა, რომ არჩევნები ვიღაც მესამე მხარემ ჩაატაროს, თუ ეს არჩევნები შედგა. ეს რაც შეხება თვითონ განაცხადის ლოგიკურობას, აი, რამდენად რეალისტურია, ეს სხვა საკითხია, – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, რომ საქართველოში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება. ხუხაშვილის განმარტებით, თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნების შედეგები გააკრიტიკა, მაგრამ მისი […]
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრელ კოლეგას, მიხაი ვარგას შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრელ კოლეგას, მიხაი ვარგას შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც უნგრეთი უწევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. თავის მხრივ, უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა მზაობა გამოთქვა ქვეყანასთან აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გარდა, […]