“ზამთარში შეიძლება კაცმა თოვლის გუნდა არ განდოთ, რა ქვეყნის მართვაზეა საუბარი?! – კახა კალაძე ოპოზიციას

შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციას ზამთარში თოვლის გუნდასაც ვერ ანდობს. “თქვენ ყველასა და ყველაფერს დააბრალეთ არჩევნებში მარცხი, წაგება საკუთარი თავების გარდა. არავინ გამოსულა და არ გითქვამთ, რომ თქვენ პრობლემები გქონდათ და ამის გამო განიცადეთ მარცხი. ყველას და ყველაფერს დააბრალეთ… ამომრჩეველს აგინებთ… თქვენს საკუთარ ამომრჩეველს აყენებთ შეურაცხყოფას. GEN –Z-იმ წაგვაგებინა […]

მალე გააკეთეთ, მინდა რამეზე რეპორტაჟის მომზადება – უცხოელი ჟურნალისტი ნილ ჰაუერი ქუჩის აქციებთან დაკავშირებით გვარამიას მიმართავს

უცხოელი ჟურნალისტი ნილ ჰაუერი, რომელიც პერიოდულად სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, მათ შორის, CNN, CBC, New York Magazine, Guardian-სთვის ამზადებს რეპორტაჟებს ნიკა გვარამიას ინიციატივას ეხმიანება, სადაც გვარამია ამბობს, რომ „ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია“. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი ხშირად იმყოფება საქართველოში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეპორტაჟებს ამზადებს. […]

მეზვრიშვილის თქმით, კომისიები ოცნებასთან დაკავშირებული ადამიანებით იყო დაკომპლექტებული

გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის თქმით, რეგიონებში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ადამიანებით იყო დაკომპლექტებული. მეზვრიშვილმა წარმოადგინა სქემა, სადაც გაშიფრულია, რომ კომისიებში მყოფი ადამიანები ქართულ ოცნებასთან აფილირებული პირები არიან, მათ შორის ოცნების წევრების ნათესავები და ოჯახის წევრები, ასევე ადამიანები, რომლებსაც ფოტოები აქვთ გადაღებული მმართველი პარტიის ლიდერებთან. მეზვრიშვილის თქმით, კომისიაში სრულად ნეიტრალურები […]

გია ვოლსკი – არავითარი წინაპირობა იმისა, რომ ცესკოს ან სასამართლოს ობიექტურობაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ, არ არსებობს – დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და გამოძიების ჩატარების ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია

არავითარი წინაპირობა იმისა, რომ ცესკოს ან სასამართლოს ობიექტურობაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ, არ არსებობს – ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარების ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია, – ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პასუხი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, აშშ-ს სურს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება იხილონ. ვოლსკის თქმით, წინასწარი მონაცემებით, […]

შალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანის მისამართით შეძახილებზე – სამარცხვინოები არიან ფსევდორელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები – რაც მათ გუშინ მოაწყვეს, სამარცხვინო, არაქართული პერფორმანსია, შემდეგ ამბობენ, ევროპელები ვართო

სამარცხვინოები არიან ფსევდორელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები – რაც მათ გუშინ მოაწყვეს, სამარცხვინო, არაქართული პერფორმანსია, შემდეგ ამბობენ, ევროპელები ვართო – თვალში ეპატარავებათ რომელიმე ევროპული ქვეყანა, თუ რა ხდება მათ თავს? ევროპას შორისაც რაიმე სეგრეგაცია აქვთ?- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ესკორტის მისამართით სტვენასა და შეძახილებს. პაპუაშვილის […]

“ამ ჯილდომ ყველანაირი პრესტიჟი დაკარგა, როდრი პრემიერლიგის სიმბოლურ გუნდშიც კი ვერ მოხვდა” – გუტი “ოქროს ბურთის” დაჯილდოებას გამოეხმაურა

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ “ოქროს ბურთის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ტიტულმა პრესტიჟი დაკარგა. “პირადად ჩემთვის “ოქროს ბურთს” პრესტიჟი და მნიშვნელობა საერთოდ აღარ გააჩნია. უბრალოდ ამიხსენით რა კრიტერიუმით ირჩევა გამარჯვებული. პირველად ვნახე რომ ეს ტიტული მოიგო ფეხბურთელმა, რომელიც პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდშიც კი ვერ მოხვდა. ეს ბევრ რამეს ამბობს. მიუხედავად ამისა, ბედნიერი […]

“ქართული “ოცნება” არჩევნების საერთაშორისო გამოძიების წინააღმდეგია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა მოხდება ცესკოში, ხოლო „საერთაშორისო გამოძიება Edison Research-ის მიერ „ეგზიტპოლის გაყალბებას“ სჭირდება. პაპუაშვილის თქმით, საჩივრები იქნება განხილული. „ამ ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია და არა რომელიმე სხვა ქვეყნის. ქართული ადმინისტრაცია და სასამართლო არის უმაღლესი სტანდარტის…საშინაო გამოძიებას რას ერჩიან? ასე არ ენდობოდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სასამართლოს, ასე […]

ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი – საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა, ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს პატივს სცემს და მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებისთვის

ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, რათა ორმხრივი ურთიერთობები შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდეს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ჯიანმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლინ ჯიანმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს. „ჩინეთი აღნიშნავს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა. ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს ყოველთვის პატივს […]

შვედეთის პრემიერი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე – ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო – არ შეგვიძლია ვიმუშაოთ ხელისუფლებებთან, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რასაც ჩვენ ვიცავთ

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა შვედეთის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა. „ჩვენ საბოლოო ანგარიშები არ მიგვიღია, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო, რომ ეს არჩევნები სანდრო არ იყო და სხვადასხვა ფორმით აშკარა დარღვევები იყო. ძალიან შემაშფოთებელია, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, […]

პიტერ სიიარტო – დროა ბრიუსელმა გაიგოს, რომ მთავრობებს ხალხი ირჩევს და არა შორიდან ინიშნება

საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ თბილისში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს გადაწყვეტილების მიმართ, პრიორიტეტი მიანიჭოს მშვიდობასა და სუვერენიტეტს და განაცხადა, რომ ქართველებს არ სურდათ მეორე უკრაინა გამხდარიყვნენ, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს. „მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა, ბრიუსელის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, მკაფიო არჩევანი გააკეთა, და რომ […]