შტატებში, სადაც ფოსტით ხმის მიცემა უკვე დაწყებულია, ბიულეტენებით სავსე ყუთებს ქუჩებში წვავენ, თავისუფალ და გამჭვირვალე ქართულ არჩევნებს აკრიტიკებენ, თვითონ კი, პრეზიდენტობის კანდიდატი ორჯერ კინაღამ მოკლეს!

შტატებში, სადაც ფოსტით ხმის მიცემა უკვე დაწყებულია, ბიულეტენებით სავსე ყუთებს ქუჩებში წვავენ, თავისუფალ და გამჭვირვალე ქართულ არჩევნებს აკრიტიკებენ, თვითონ კი, პრეზიდენტობის კანდიდატი ორჯერ კინაღამ მოკლეს! ამერიკულ Deep State-ს პირველ რიგში ის ჩამოანგრევს, რომ რეალობას არ უსწორებენ თვალს და ისევ უნიპოლარული სამყაროს და მათი ჰეგემონობის უკვე წარსულს ჩაბარებული წესებით მოქმედებენ. ვის აინტერესებს მათ მიერ არჩევნების შედეგების […]

სამი ოპოზიციური გაერთიანება ერთობლივ განცხადებას 20:00 საათზე გააკეთებს

ოპოზიციური პარტიების – კოალიცია ძლიერი საქართველოს, კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ შემდგომ ნაბიჯებზე განცხადებას დღეს, 20:00 საათზე გააკეთებენ. “უტყუარად დადასტურებულია, რომ ფარულობის დარღვევით და ასევე სხვა მექანიზმებით, არჩევნები ჩატარდა ტოტალური კონტროლის ქვეშ, ეს არ არის არჩევნები, ეს არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ამიტომ არის, რომ […]

ISFED: არჩევნების დღეს 490 ინციდენტი დავაფიქსირეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გავლენაზე. სამართლიანი არჩევნების დირექტორმა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ არჩევნებზე ISFED-მა ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში. მისივე თქმით, დაფიქსირებული ინციდენტებიდან 297 იყო […]

საქართველო ფუნდამენტური უფლებების კუთხით კვლავ უსწრებს ბოსნიას, უკრაინასა და მოლდოვას

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ანგარიშის თანახმად, საქართველო ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს: ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას. „ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა […]

კოლექტიური დასავლეთი ყურის აწევის პოლიტიკით გვესაუბრება, მაშინ როცა აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო ტრამპის მომხრეთა აქციაზე რეაგირება პროტესტანტებთან დიალოგის ნაცვლად იყო რეპრესიები

კოლექტიური დასავლეთი ყურის აწევის პოლიტიკით გვესაუბრება, მაშინ როცა აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო ტრამპის მომხრეთა აქციაზე რეაგირება პროტესტანტებთან დიალოგის ნაცვლად იყო რეპრესიები „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იყო მაღალ დონეზე ადმინისტრირებული და დარღვევები რომლებიც გამოვლინდა იმდენად უმნიშვნელოა, რომ გავლენას არ ახდენს არჩევნების საერთო შედეგებზე. […]

“კვარას” მომავალი?” – მარადონას ყოფილმა მენეჯერმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა

დიეგო არმანდო მარადონას ყოფილმა მენეჯერმა სტეფანო ჩეჩიმ Televomero-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ჩეჩის თქმით, მისი აზრით, “კვარა” “ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. “კვარას” მომავალი? ვფიქრობ, მალე ყველაფერი მოგვარდება და ის “ნაპოლიში” დარჩება. ქართველმა ახლახანს “პარტენოპეის” საჩემპიონო შანსების შესახებ ისაუბრა, ის თავს ნეაპოლური გარემოს ნაწილად თვლის”, – განაცხადა ჩეჩიმ. შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლები […]

ეუთო/ოდირი: დაკვირვების 1 924-ის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა

OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. OSCE/ODIHR მიუთითებს, რომ ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების 25%-ში საარჩევნო ბიულეტენების ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარების გამო. ამასთან, ნათქვამია, რომ დაკვირვების 1 924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად […]

სტატისტიკა არ გვიწარმოებია, რამდენი ცალი პირადობა იყო გადაცემული, მაგრამ, რამდენიმე ათეული შემთხვევაა – ლევან ნატროშვილი

როდესაც მოსყიდვის ფაქტებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ არჩევნების დღეს არ ვგულისხმობთ, ვგულისხმობთ წინასაარჩევნო პერიოდს და წინასაარჩევნო პერიოდში მოსყიდვის კუთხით ჩვენ გვქონდა რამდენიმე ფაქტი, რომელიც ეხებოდა უშუალოდ რაიმე სიკეთის გადაცემის სანაცვლოდ ხმების მოსყიდვას, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლევან ნატროშვილმა, გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” განაცხადა. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც თანხის სანაცვლოდ პირადობის მოწმობის გადაცემას […]

ზახაროვა: პატივს ვცემთ ქართველების სუვერენულ ნებას, ამომრჩეველმა სტაბილურობას დაუჭირა მხარი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და მათ დადებითად აფასებს. ზახაროვა ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ აშშ-ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად ქართველმა ხალხმა თავის არჩევანი გააკეთა. “კოლოსალური ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ამომრჩევლებმა 26 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს სტაბილურობას, განვითარებას და საქართველოსთვის ტრადიციულ ღირებულებებს. [ისინი] მიხვდნენ, რომ ამ ყველაფრის […]

წაგებული ომისთვის პასუხს მთავარსარდალს სთხოვენ. სალომე ზურაბიშვილი კი მიზეზს სხვას აბრალებს. ვერ ხვდება, რომ დეზინფორმაციით გამარჯვება არ მოიპოვება

„პრეზიდენტის სახის გამომეტყველება ყველაფრის მთქმელია, თუმცა, საინტერესოა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ზურაბიშვილი მის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის მარცხზე?“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ არჩევნებში ოპოზიციის მარცხის მთავარი მიზეზი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ მიერვე გამოყენებული დეზინფორმაცია იყო. „პრეზიდენტის სახის გამომეტყველება ყველაფრის მთქმელია, თუმცა, საინტერესოა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ზურაბიშვილი […]