1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7427 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9810 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9759 ლარს შეადგენდა. […]
ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა

ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაღუპულთაგან ერთი ისრაელის, ხოლო დანარჩენი ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები ქალაქ მეტულასთან ახლოს მდებარე სასოფლო-სამეურნეო ზონაში ჩამოვარდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვა.
ამერიკელი კონგრესმენები – ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „26 ოქტომბრის […]
საია: დღეს, საოლქო კომისიებში ხმის ფარულობაზე ჩვენს საჩივრებს განიხილავენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, დღეს 18:00 საათიდან საოლქო საარჩევნო კომისიებში საია-ს საჩივრების განხილვა ხმის ფარულობასთან დაკავშირებით ჩაინიშნა. საია-ს ცნობით, მათ კომისიებს საჩივრები წარუდგინეს, რომლითაც ისინი 2 263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. ეს უბნებია, სადაც არჩევნები ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით ჩატარდა. “ჩვენი იურისტები მზად არიან მტკიცებულებებითა და არგუმენტებით დაამტკიცონ, რომ 2024 წლის საპარალამენტო […]
“ხმის ფარულობა ერთ-ერთ მასშტაბური დარღვევა იყო ამ არჩევნებზე” – ISFED-ის ანგარიში

“სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) 26 ოქტომბრის არჩევნების ანგარიში და მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა წარადგინა. ორგანიზაციის დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ხმის ფარულობის დარღვევა იყო. გარდა ამისა, დოლიძე საუბრობს დარღვევების სისტემურობასა და წინასწარგანზრახულობაზე. მისი თქმით, ყველა იმ დარღვევას, რომელიც კენჭისყრის დღეს გამოვლინდა კავშირი აქვს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ პროცესებთან. რაც, თავისთავად, მიუთითებს იმაზე, […]
ასეთია გონიერი ევროპა , „როთების“ საპირწონედ – ზაალ მიქელაძე
საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ზაალ მიქელაძე ფრანგი ევროპარლამენტარის ტიერი მარიანის განცხადებას „საქართველო არც პრორუსია და არც პროევროპული, მან მისცა ხმა პროსაქართველოს“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს „ეს ქვეყანა არ იყიდება ,,რუბლებზე” და არ იცვლება ,,ევრო/დოლარზე“. „დამნახავი – დაინახავს… გამგონი – გაიგონებს… ასეთია გონიერი ევროპა ,,როთების” საპირწონედ. ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს მკვიდრთა ოცნების ასრულებას. ეს ქვეყანა არ […]
მიჩიგანში ჩინელმა სტუდენტმა არჩევნებზე ხმა უკანონოდ მისცა, თუმცა მისი ბიულეტენი მაინც ჩაითვლება – CNN
აშშ-ში 19 წლის ჩინელი სტუდენტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში უკანონო მონაწილეობის გამო დააკავეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ჩინელი სტუდენტი, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლობს, ამერიკის მოქალაქე არ არის, შესაბამისად, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. ინფორმაცია მიჩიგანის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკურმა“ პარტიამ არჩევნებში უცხოელების მონაწილეობის შესახებ გააკეთა განცხადება. ჩინელმა სტუდენტმა ხმა კვირას […]
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა გაიმართება

2 და 3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყველაზე ფერადი და სურნელოვანი ფესტივალი – ყვავილების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექციის მრავალფეროვნება და ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექცია, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია. ასევე გელოდებათ: 🔸თემატური ნახატების გამოფენა 🔸ლენტებით ყვავილების ქარგვის მასტერკლასი 🔸თიხით ძერწვის მასტერკლასი 🔸ეკოსაგანამნანათლებლო აქტივობები […]
ორბანის სიტყვებით, შვედეთის პრემიერი მას საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში ადანაშაულებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომელიც მას მიემართებოდა. მას შემდეგ, რაც ორბანმა ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ულფ კრისტენსონმა თქვა, რომ „შესაძლოა, ის საუბრობს რუსეთის სახელით, მაგრამ არა ყველა ჩვენგანის სახელით“. კრისტენსონის ამ განცხადების გამო, უნგრეთში შვედეთის ელჩი საგარეო საქმეთა […]
“ორ წელიწადში მზად ვარ პრემიერლიგაში დავბრუნდე, თუმცა ერთი პირობით…” – ჟოზე მოურინიო
“ფენერბაჰჩეს” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ორი წლის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, ის ინგლისის მხოლოდ იმ გუნდების გაწვრთნას დათანხმდება, რომლებიც ევროტურნირებზე არ იასპარეზებენ. “როცა “ფენერბაჰჩეს” დავტოვებ, ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება გავწვრთნა ინგლისური გუნდი, რომელიც ევროტურნირებზე არ იასპარეზებს, ვფიქრობ, ორ წელიწადში ამისთვის მზად ვიქნები”, – ციტირებს BBC მოურინიოს სიტყვებს. შეგახსენებთ, მოურინიო პრემიერლიგაში […]