ეხმარება, თუ არა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას სარაკეტო ტექნოლოგიით, კრემლი კითხვას უპასუხოდ ტოვებს

კრემლში უარს ამბობენ, უპასუხონ კითხვას ეხმარება, თუ არა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას განავითაროს სარაკეტო და სხვა ტიპის სამხედრო ტექნოლოგიები. ჟურნალისტებს ეს კითხვა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ფხენიანმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ „მსოფლიოს ყველაზე მძლავრი სტრატეგიული იარაღის“ საცდელი გაშვება ხუთშაბათს მოხდა. მოსკოვსა და ფხენიანს შორის კავშირები ბოლო წლებში და თვეებში ანალიტიკოსების შეფასებით მნიშვნელოვნად […]

პესკოვი ამბობს, რომ კიევს ფრონტზე მოსკოვის წინსვლა აშფოთებს

კრემლმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ფონტის ხაზზე რუსეთის წინსვლით, თუ კიევი შეერთებულ შტატებს თხოვს შორ მანძილზე მოქმედი „Tomahawk” რაკეტების მიწოდებას სთხოვს. გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შეერთებულ შტატებს „Tomahawk”-ის ტიპის რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომლის მოქმედების რადიუსი 2500 კმ-ია. ეს აღემატება ნებისმიერი რაკეტის შესაძლებლობებს, რაც ახლა უკრაინის არესნალშია. […]

ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპს წარმატებები უსურვა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს წარმატებები უსურვა. „პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ახლახან ვესაუბრე. მომავალი სამშაბათისთვის წარმატებები ვუსურვე. მხოლოდ ხუთი დღე დარჩა. იმედი უნდა ვიქონიოთ“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

მაშინ, როცა მთელმა ლიბერალურმა სამყარომ ქართული საარჩევნო პროცესის განკითხვისათვის მოიცალა, მოდით გადავხედოთ, როგორ ატარებენ ისინი თავიანთ არჩევნებს

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი აქვეყნებს ირგანიზაცია “ELECTION WATCH EU-ს ანგარიშს ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით. “მაშინ, როცა მთელმა ლიბერალურმა სამყარომ ქართული საარჩევნო პროცესის განკითხვისათვის მოიცალა, მოდით გადავხედოთ, როგორ ატარებენ ისინი თავიანთ არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ევროპულ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე დარღვევების შესახებ მრავალი ფაქტია მოყვანილი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებსა და მედიაში, მასშტაბურობიდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებთ ევროპარლამენტისა და აშშ-ში ბოლო […]

ნიდერლანდების ელჩმა X-ზე უპასუხა და უარყო ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი პასუხობს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს, რომლის მტკიცებითაც, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს წინსვლას ადასტურებს. „ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ აღნიშნავს ბოლო 12 თვის განმავლობაში პროგრესის სხვადასხვა დონეს გაფართოების 35 თავიდან 25-ში. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პროგრესი აქვს ევროკავშირის გზაზე და ჯერ კიდევ უსწრებს ბოსნია […]

აშშ-ის წარგზავნილი ნეთანიაჰუსთან ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებას

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში, ამოს ჰოკსტინი, ისრაელში იმყოფება და ლიბანში ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებას. მისი წარმომადგენლის თქმით, ჰოკსტინი შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიკატიმ იმედი გამოთქვა, რომ ამ დღეებში ისრაელსა და ჰეზბოლას ჯარებს შორის მიღწეული იქნება ცეცხლის შეწყვეტა. ზავის პირობად მან დაასახელა გაეროს 2006 წლის რეზოლუციის შესრულება და ქვეყნის […]

ვაშინგტონის ახალი სანქციები რუსეთს და რამდენიმე სხვა ქვეყანას

30 ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა განცხადება სანქციების მორიგი რაუნდის თაობაზე გააკეთა. შეზღუდვების უმეტესი ნაწილი რუსეთისა და სხვების წინააღმდეგ, უკვე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გამო გამოცხადდა, რაც იმის ნიშანია, რომ ვაშინგტონი მზადაა დაუპირისპირდეს სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ ხერხს. ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი ნაბიჯის სამიზნე 10-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე სუბიექტია. რუსეთის გარდა, სანქციებში მოყვნენ ჩინეთის, ინდოეთის, არაბთა […]

მიხეილ სააკაშვილი – სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მომეწონა, რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მომეწონა, რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის განმარტავს, პრეზიდენტს არც მედვედევის მუქარა გამორჩენია მხედველობიდან. “მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მომეწონა, რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული […]

ნიდერლანდების ელჩი ნიკოლოზ სამხარაძეს – საქართველოში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა შეჩერებული

საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს არ განიცდის მანამ, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა, – ასე პასუხობს საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინ არაკელიანი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის. „არა, ბატონო ნიკოლოზ სამხარაძე, ეს ასე არ არის. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს […]

შვედეთის ელჩი – ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია

ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი X-ის პირად გვერდზე წერს, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. „მესიჯი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია. სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. […]