„ოცნება“ უფსკრულისკენ გვექაჩება და გადაჩეხვას გვიპირებს“ – ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი 2004 წლის მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს მაშინაც ჰქონდა შანსი, დიდი გაფართოვების ნაწილი ყოფილიყო, თუმცა დააგვიანა. “ის რაც ახლა ჩვენ თავს ხდება, ბრიუსელთან ურთიერთობაში, იმის გამეორებაა, რა ზუსტად 20 წლის წინ დაგვემართა, 2004 წელს, როდესაც იყო დიდი გაფართოვება და საქართველოს ჰქონდა ყველა შანსი იმ პაკეტის ნაწილი ყოფილიყო, აღმოსავლეთ ევროპის […]
ComCom სასამართლოს 10 მაუწყებლის ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას სთხოვს

ComCom-მა სასამართლოს 10 მაუწყებლის ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა – კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედს“, „სტუდია მაესტროს“, „პოსტვს“, „ფორმულას“, ასევე, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, „ტელეკომპანია პირველს“, „ტელეკომპანია კავკასიას“, „პალიტრანიუსს“ „მედია ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზს“ და „სილქ მედიას“ სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა, თუმცა, მაუწყებლების მიერ სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისად, სასამართლოს მათი ფინანსური სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს. […]
ნიდერლანდების ელჩი სამხარაძეს: უკუსვლის გამო EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მელინე არაკელიანი სოციალურ ქსელ X-ზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ტვიტს გამოეხმაურა. არაკელიანმა სამხარაძის ტვიტი გააზიარა და დაწერა, რომ უკუსვლის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ნიკოლოზ სამხარაძე თავის ტვიტში წერს: “ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი. ასე რომ, მრავალი […]
ჭიათურის მაღარო: შუქრუთელების პროტესტით წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო მუშაობა გაჩერდა

ჭიათურის მაღაროს განცხადებით, ჭიათურაში საწარმო პროცესის სრულად შეჩერების მიზეზი სოფელ შუქრუთში “მოსახლეობის რადიკალური პროტესტია”. განცხადების თანახმად, ამ წლის მარტის თვიდან, კომპანიას შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო წარმოების 70 %-ის შეჩერება იძულებით მოუწია, “რასაც დაემატა მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის კლების ტენდენცია და ამასთან დამატებით მოძიებული დაფინანსების საშუალებების ამოწურვა”. “აღნიშნულ პირობებში, თანამშრომლებს ხელფასის 60 %-ის ანაზღაურებასა და მოქმედი […]
“უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები” – გირჩი

საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად.
ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცესკოს თავმჯდომარე მოადგილესთან და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა. ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს გიორგი კალანდარიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღიდან ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დელეგაციის წევრებისთვის ყველა საინტერესო ინფორმაციის […]
“ნაპოლი” ხვიჩას შესანარჩუნებლად არნახულ დათმობაზე მიდის – Ilmattino ოთხსაათიანი მოლაპარაკების დეტალებს ახმაურებს
Ilmattino-მ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებაზე გამოაქვეყნა წერილი. გამოცემის ცნობით, ჯერ საქმე საზეიმოდ და სადღეგრძელოების სათქმელად არ არის და არც მთლად ისეა, როგორც კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს სურს, მაგრამ „ნაპოლიმ“ ცოტა უხალისოდ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება მილანის სასტუმრო „გალიაში“ ქართული მხარის თხოვნით გამართა, რომელშიც მონაწილეობა სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ, აგენტმა […]
ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციების ლიდერები – შეშფოთებული ვართ საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დღის შემდგომ პერიოდში სიძულვილის ენის გამოვლენის გახშირებული ფაქტებით

შეშფოთებული ვართ საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე, არჩევნების დღის შემდგომ პერიოდში სიძულვილის ენის გამოვლენის გახშირებული ფაქტებით, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციების ლიდერები ავრცელებენ. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნების შემდგომ პერიოდში ვნებათაღელვა გამოიწვია იმ გარემოებაზე მსჯელობამ, რის შესაბამისადაც უმცირესობათა რეგიონებში ცესკოს მონაცემებით მმართველმა პარტიამ ხმათა უმეტესობა მიიღო. “ჩვენ, ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციების ლიდერები, […]
საქართველოს ეროვნული პლატფორმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, საქართველოს ეროვნული პლატფორმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პლატფორმა შეშფოთებას გამოთქვამს კენჭისყრის დღის პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის, ამომრჩევლის დაშინებისა და ზეწოლის, აგრეთვე მოსყიდვის, საარჩევნო უბნებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური ძალადობის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ გავრცელებული ცნობებისა და კადრების გამო. მათივე მოსაზრებით, საარჩევნო კანონდარღვევების სანდო გამოძიების გარეშე შეუძლებელი […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვა მცხეთის რაიონის სოფლებს, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს შეეხება. “გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ელ ნოემბერს 11:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაითიშება ქ. მცხეთაში კარიბჭის, აღმაშენებლის, წმ. ნინოს, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, […]