ელჩი: წინადადებებს, რომ საქართველო EU-ის გზაზე პროგრესირებს, რეალობასთან საერთო არ აქვს

ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის წინადადებებს იმის შესახებ, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე პროგრესირებს, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება გაყინულია დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს იყო გაფართოების ანგარიშის ნათელი გზავნილები.

„გირჩი“: უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ამჯერად ფარულად

პარტია „გირჩი“ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. „საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად“, — წერს „გირჩი“ სოციალურ ქსელში. „გირჩის” ლიდერ იაგო ხვიჩიას თქმით, „არჩევნების ფარულობის დარღვევა არსებითი დარღვევაა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება”. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს, სადაც არჩევნები […]

“ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომატირებული იყო დაკვირვების 25 პროცენტში” – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისია საუბრობს საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის რისკებზე. კენჭისყრის დღის შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია როგორც ხმის ფარულობაზე, ისე სხვა ტიპის დარღვევებზე. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ აღწერილ დარღვევების ნაწილი ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული, ნაწილი კი დაინტერესებული მხარეების მიერ პროცესში უხეშად ჩარევის მცდელობებთან. “საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების უმრავლესობას გაუჭირდა ხმების […]

რა ეღირება ლარი ხვალ?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7427 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9810 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9759 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0051 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]

“ზურაბიშვილს შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა – თქვენ რას ფიქრობთ, ხალხო?” – სააკაშვილი”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი: “მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მომეწონა რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას. მე ვნახე რომ ქ-ნ სალომეს არც მედვედევის მუქარა გამორჩენია მხედველობიდან. ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ზუსტად ასეთი, მოსკოვიდან მოსული ინსტრუქციების შედეგად უკვე სამ წელზე მეტი ვიმყოფები, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით პატიმრობაში და […]

“წელს საქართველო უკან წავიდა – გაწევრიანება გაჩერებულია” – შვედეთის ელჩი

“ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია” – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი წერს. მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას დაუბრუნდება. მესიჯი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია. სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. წელს საქართველო უკან წავიდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია. ევროკავშირის კარი […]

“არა, ბატონო ნიკოლოზ, ეს ასე არ არის” – ნიდერლანდების ელჩი ნიკოლოზ სამხარაძეს

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მელინე არაკელიანი სოციალურ ქსელ X-ზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ტვიტს ეხმაურება. მელინე არაკელიანი წერს, რომ “საქართველო ევროკავშირის გზაზე არ პროგრესირებს, ეს პროცესი შეჩერებულია“. არა ბატონო ნიკოლოზ სამხარაძე, ეს ასე არ არის. საქართველო არ პროგრესირებს ევროკავშირის გზაზე, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკან დახევაა. ამის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი […]

ორი მაღარო მუშაობას წყვეტს – რას ჰყვებიან ზესტაფონსა და ჭიათურაში დასაქმებულები

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო ხვალიდან მუშაობას წყვეტს – ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გუშინ, 30 ოქტომბერს, შპს “მაღაროელის” თანამშრომლებს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა და განუცხადა, რომ კომპანია 5 თვით, 2025 წლის აპრილამდე მუშაობას აჩერებდა. ერთი კვირაა ჭორებია, მაგრამ მხოლოდ გუშინ დადასტურდა, რომ აპრილამდე მაღარო მუშაობას წყვეტს. გუშინ, 30 ოქტომბერს, გამოგვიცხადეს ოფიციალურად. თემურ […]

ცესკო – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს კლებით და დადებით ტენდენციაზე, რომელიც 2020 წლის შემდეგ გვაქვს

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს კლებით და დადებით ტენდენციაზე, რომელიც 2020 წლის შემდეგ გვაქვს , – ამის შესახებ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სანტურიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, 29 ოქტომბერს, სულ გადაითვალა 366 საარჩევნო უბანი და გადათვლილი საარჩევნო უბნებიდან 334 საარჩევნო უბანზე შედეგები არ შეცვლილა, ხოლო დარჩენილ 32 საარჩევნო […]

გირჩი: საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად

პარტია გირჩი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფარული არ იყო და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. “საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად”, – ვკითხულობთ განცხადებაში. არჩევნების დღეს ბიულეტენებისთვის გამოყენებული ქაღალდის ხარისხმა ბევრი კითხვა გააჩინა. სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც ნათლად ჩანს, […]