ლუნინმა შეიძლება “რეალი” დატოვოს
უკრაინის ნაკრების 25 წლის მეკარემ ანდრეი ლუნინმა შეიძლება გუნდი გამოიცვალოს, – იტყობინება DefensaCentral-ი. გამოცემის მტკიცებით, “პორტუ” დოიგუ კოშტას გაყიდვას და მის ნაცვლად “რეალის” მეკარის შეძენას აპირებს და მზადაა ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. ლუნინმა სექტემბერში “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, ამ სეზონში კი 3 მატჩში 5 გოლი გაუშვა.
ლუნინმა შეიძლება “რეალი” დატოვოს
უკრაინის ნაკრების 25 წლის მეკარემ ანდრეი ლუნინმა შეიძლება გუნდი გამოიცვალოს, – იტყობინება DefensaCentral-ი. გამოცემის მტკიცებით, “პორტუ” დოიგუ კოშტას გაყიდვას და მის ნაცვლად “რეალის” მეკარის შეძენას აპირებს და მზადაა ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. ლუნინმა სექტემბერში “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, ამ სეზონში კი 3 მატჩში 5 გოლი გაუშვა.
“ვალენსია” და “ლევანტე” მომავალ უქმეებზე არ ითამაშებენ
ესპანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში სტიქიური უბედურების გამო ათეულობით ადამიანი დაიღუპა და სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. გუშინ ესპანეთის თასზე “ვალენსიას” და “პარლა ესკუელას” მატჩი არ ჩატარდა. “ვალენსიას” თხოვნა 3 ნოემბერს “რეალთან” ლა ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრის გადატანის შესახებ ფეხბურთის ფედერაციამ დააკმაყოფილა. ასევე არ გაიმართება 4 ნოემბერს “ლევანტესა” და “მალაგას” დაპირისპირება. ერთი სიტყვით, უქმეებზე გიორგი მამარდაშვილის და […]
“ვაშინგტონ პოსტმა” საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაზე უარის გამო, მეოთხედი მილიონი გამომწერი დაკარგა

„ვაშინგტონ პოსტმა“ სულ მცირე 250,000 გამომწერი, მისი ციფრული გამოცემის მიმდევართა დაახლოებით 10 პროცენტი დაკარგა პარასკევის შემდეგ, როდესაც გამოაქვეყნა, რომ არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარდაჭერას არ გამოუცხადებდა. გაზეთმა ეს ციფრი ოფიციალურად არ დაადასტურა, მაგრამ გაზეთშივე გამოქვეყნებული მასალა ციტირებდა დოკუმენტებს და ორ უცნობ წყაროს, რომელიც ციფრებს იცნობდა. კანდიდატისთვის მხარდაჭერის არგამოცხადებამ, გასულ კვირაში ათასობით გამომწერი დააკარგინა „ლოს- ანჯელეს თაიმსსაც“, […]
ამერიკელი კანონმდებლები ქართულ არჩევნებს ეხმაურებიან

ამერიკელმა კონგრესმენებმა მაიკ ტერნერმა და ჯერი კონოლიმ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს. ტერნერი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი და პალატის დაზვერვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარეა. ჯერი კონოლი კი დემოკრატი კონგრესმენი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. “ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც აღინიშნა ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად […]
თამარ ჩუგოშვილი – თუ ევროპა და აშშ არ აღიარებენ არჩევნებს, განმეორდება ის, რაც ბელარუსის შემთხვევაში მოხდა, ეს კი ნიშნავს იზოლაციას, ცივილიზებულ სამყაროს მოვწყდებით

თუ ევროპა და აშშ არ აღიარებენ არჩევნებს, განმეორდება ის, რაც ბელარუსის შემთხვევაში მოხდა, ეს კი ნიშნავს იზოლაციას, ცივილიზებულ სამყაროს მოვწყდებით , – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა. მისივე შეფასებით, თუკი 26 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად ჩაითვლება, „ქართულ ოცნებასთან“ დასავლეთი ყველანაირ კავშირს გაწყვეტს. „შიდა და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებაზეა დამოკიდებული […]
პრემიერლიგის კლუბები ბოლო წლებში ქართული ფეხბურთისადმი დიდ ინტერესს იჩენენ – Nytimes სალიას ტრანსფერს გამოეხმაურა
გამოცემა Nytimes-მა „ნიუკასლში“ „დინამო თბილისის“ თავდამხმელის, ვახტანგ სალიას ტრანსფერზე წერილი გამოაქვეყნა – ავტორი ინგლისელების მოლოდინებზე წერს. „ნიუკასლ იუნაიტედმა“ პერსპექტიული ქართველი ფორვარდის, 17 წლის ვახტანგ სალიას კონტრაქტზე მუშაობა დაასრულა. თინეიჯერი, რომელმაც პრემიერლიგის რამდენიმე კლუბის ინტერესი გამოიწვია, „დინამო თბილისის“ მაისურით საქართველოს უმაღლეს ლიგაში მომავალ ზაფხულამდე იჯარით ითამაშებს, სანამ 18 წლის გახდება და „ნიუკასლს“ ოფიციალურად შეუერთდება. საქართველოს 21-წლამდელთა […]
„წარმოვიდგინოთ, რომ სებ-ის მცდელობებს შედეგი არ მოჰყვა და პირობითად 1 დოლარის ღირებულება 5 ლარი გახდა, რას ვაკეთებთ ამ დროს?!“
„იანვრიდან ჩვენ ვიგრძნობთ უმძიმეს შედეგებს ლართან მიმართებაში,“ – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკის მცდელობებს შედეგი არ მოჰყვა და ლარი ვერ დაიჭირა, უმძიმეს შედეგს მივიღებთ, რაც უპირველესად მოსახლეობაზე აისახება. „მიუხედავად მოლოდინისა, რომ არჩევნების შემდეგ არცერთი ხმა კითხვის ნიშნის […]
უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს მთავრობას მოუწოდებს “არ გაჰყვეს ბელარუსის გზას”

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ მხარს უჭერს OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, “რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა”. “გასაკვირი არ არის, რომ ამ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები. ამავე დროს, ისინი […]
უკრაინა მოუწოდებს საქართველოს, „არ წავიდეს ბელორუსული გზით“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „არ წავიდეს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის ბელორუსული გზით“. დღეს, 31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, კიევი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ეუთო/ოდირის მისიის დასკვნებს „მრავალი დარღვევის შესახებ“. „არაა გასაკვირი, რომ არჩევნების შედეგები დიდად შეაფასეს რუსეთში, ვინაიდან ნების გამოხატვის შედეგებზე გავლენის ასეთი მეთოდები დამახასიათებელია სწორედ რუსული რეჟიმისთვის. ამავე დროს, ისინი არ შეესაბამება […]