კლიმატის ცვლილებას შეუძლია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში 2070 წლისათვის მშპ 17%-ით შეამციროს – ADB

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი კვლევის მიხედვით კლიმატის ცვლილების გავლენას შეუძლია განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2070 წლისათვის 17%-ით შეამციროს, იმ მაქსიმალისტური სცენარის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც სათბურის აირების გამოყოფა 2100 წლისათვის 41%-ს მიაღწევს. ზღვის დონის მატება და შემცირებული სამუშაო პროდუქტიულობა დიდ დანაკარგებს გამოიწვევს, რითაც ყველაზე მეტად დაბალი შემოსავლის მქონე და […]
მომავალ ათწლეულებში ბიტკოინის ფასი $10 მლნ იქნება – MicroStrategy-ს დამფუძნებელი

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, MicroStrategy-ს დამფუძნებელი მაიკლ სეილორი, რომელიც სილიკონის ველზე საკმაოდ გავლენიან პიროვნებად ითვლება, ბიტკოინთან მიმართებით მორიგ პროგნოზს ავრცელებს, მისი ვარაუდით, მომავალ ათწლეულებში ერთი ბიტკოინის ფასი დაახლოებით 10 მილიონ დოლარს მიაღწევს. ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ბიტკოინის კაპიტალიზაცია 210 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც გლობალური ეკონომიკის ჯამურ მოცულობაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. როგორც სეილორი აღნიშნავს, ეს არა მარტო […]
არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარებულ იქნა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსი არის პოზიტიური

ეუთო/ოდირის ბოლოდროინდელი პრაქტიკა არის ასეთი, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნების ანგარიშები, „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ ტერმინოლოგიას საერთოდ აღარ იყენებს, რადგან ხშირად ხდება ხოლმე ეს ტერმინოლოგია სპეკულაციის საგანი, ამიტომ ერიდება ეუთო/ოდირი ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ფრაზის გამოყენებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლა პირიქით მოხდა და […]
მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს – ანგარიშში მოცემულია ზოგადი ფრაზები

მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს – არის ზოგადი ფრაზები მოცემული ამ ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ანგარიშში არ არის მოცემული დადგენილი ფაქტები. „მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს – არის ზოგადი ფრაზები მოცემული ამ ანგარიშში, საქმე ეხება მოსყიდვას, […]
აშშ: კურსკში მყოფი ჩრდილოეთ კორეის 8000 სამხედრო მზადაა ბრძოლისთვის

აშშ-ის მიერ 31 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, ვაშინგტონს აქვს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის 8000-მდე სამხედრო ამჟამად კურსკის რეგიონში იმყოფება, უკრაინის საზღვართან და რუსეთი ნამდვილად გეგმავს მათ ჩართვას უკრაინის არმიასთან ბრძოლაში. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ის მოლოდინით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროები ფრონტის ხაზზე უკვე მომავალ დღეებში გაიგზავნებიან. ბლინკენმა კიდევ […]
რეპორტიორები უსაზღვრებოდ: თბილისში არჩევნების დღეს კრემლის პროპაგანდისტი იმყოფებოდა

საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” წერს, რომ საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების დროს, იმყოფებოდა რუსი პროპაგანდისტი, ტელეარხ „სანქტ-პეტერბურგის“ დირექტორი ალექსანდრ მალკევიჩი – უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი. ორგანიზაცია „შემაშფოთებელს” უწოდებს საქართველოში “კრემლის რუპორის როლით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას”. ორგანიზაციის თანახმად ალექსანდრ მალკევიჩი ძებნილია აშშ-ისა და უკრაინის მიერ. თავის გამოძიებაში სახელწოდებით „მალკევიჩის პროპაგანდა ვაგნერის მოკავშირეთა ქსელი უკრაინაში“, “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” […]
ირაკლი კობახიძე – 700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მხოლოდ 25 შემთხვევა დააფიქსირა

700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED-ის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1 000 უბნიდან 9%-ზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა, შემდეგ კი წერია, რომ მხოლოდ 25 შემთხვევა იყო ასეთი, რაც “არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს”. „ახლა გეტყვით, […]
პრემიერი – გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში – ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი

ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში, შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც “წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი”. “ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში. შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მოვიპოვეთ […]
“გამოიყვანეთ მიშა – 3 პრეზიდენტი დააყენეთ რუსთაველზე ერთად ხელჩაკიდებული, რუსეთის წინააღმდეგ!” – ხუროშვილი

მასობრივი დაუმორჩილებლობა! უწყვეტი აქციები! კარვების ქალაქი! ადმინისტრაციული შენობების პიკეტირება! პარალელურად უწყვეტი აქციები, ემიგრაციაში!- ყველა ქვეყნის მთავრობებთან ემიგრნტების მოთხვნები: სანქციები და ბიძინას ბანდის გაკოტრება! პ.ს. გამოიყვანეთ მიშა, გამოიყენეთ ამ ურთულეს მომენტში, რომ დაგეხმაროთ! მერე გაგეცლებათ, იმ კაცსაც უნდა სიცოცხლე და დაგითმობთ ასპარეზს! ნუ ეჭვიანობთ! დაგვანახეთ ხალხს ერთობა, 3 პრეზიდენტი დააყენეთ რუსთაველზე ერთად ხელჩაკიდებული, რუსეთის წინააღმდეგ! ყველა […]
“ოპიზიცია, რატომ არ ხართ გულწრფელები?” – ჯანგირაშვილი

ვინც გეგმას გპირდებათ არის სულელი, და ვინც გეგმას ელით და ითხოვთ ისინიც არანაკლებ. რა გეგმა? რა ვადიან გეგმას ითხოვთ? ერთკვირიანს? ერთთვიანს? თუ ერთწლიანს? რუსულ რეჟიმთან ომში ვართ შესული და ხვალ ვინ სად ვიქნებით არ ვიცით. ერთადერთი, რაც ერთმანეთს შეგვიძლია შევპირდეთ, ის არის, რომ სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ და თავს არ დავზოგავთ, უკან არ დავიხევთ. ძვირფასო ოპოზიცია, […]