რას სთავაზობს მომხმარებელს ახლად გახსნილი Georgian Collective Store?

სექტემბერში თბილისში ბავშვებისა და ტინეიჯერების სამოსის კონცეპტუალური მაღაზია Georgian Collective Store გაიხსნა, რომელიც ქართული ბრენდებისა და სტარტაპების პროდუქციას აერთიანებს – ამის შესახებ BM.GE-სთან სამკერვალო Uniformal-ის დამფუძნებელმა და დიზაინერმა, ცაგო ყანჩაველმა ისაუბრა. როგორც ყანჩაველი განმარტავს, მაღაზიაში საკმერვალო Uniformal-ის პორტფოლიოში შემავალი უკვე ცნობილი და ახალი ბრენდების ტანისამოსი იყიდება, რომლებიც, ძირითადად, ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზეა მორგებული. ამასთან, მაღაზია […]

ჯაფარიძე: ნუ ვიტყვით, რომ გახარია საერთოდ არ არის პროცესებში ჩართული

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ გიორგი გახარია პროცესებში გარკვეულწილად ჩართულია. როგორც მან გადაცემა სანაიას ეთერში თქვა, მათ ჰქონიათ შეხვედრები როგორც პირადად მასთან ისე, მისი პარტიის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. “ნუ ვიტყვით, რომ გახარია საერთოდ არ არის პროცესებში ჩართული. ჩვენ გვქონია შეხვედრები, სადაც მისი წარმომადგენლები ყოფილან, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილთანაც, მსჯელობაშიც […]

გიგი წერეთელი – არ არის ლოგიკური, როდესაც “ქართული ოცნება”, რომლის პოლიტიკამ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა, 12- წლიანი მმართველობის შემდეგ არჩევნებში იღებს ყველაზე მეტ ხმას – არ ვიტყოდი, რომ ეს არის გამარჯვება, პროცესი წინ არის, გამარჯვებად გაფორმდება თუ დამარცხებად

ეს პროცესი არ არის ლოგიკური და სამართლიანი: როდესაც “ქართული ოცნების” პოლიტიკამ და ქმედებებმა ყველაზე მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა, 12 – წლიანი მმართველობის შემდეგ არჩევნებში იღებს ყველაზე მეტ ხმას , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა პალიტრანიუსის გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების შედეგი ხელისუფლების გამარჯვება არ არის, რადგან პროცესი კიდევ […]

Robinhood-მა მესამე კვარტალში შემოსავალი 1,4-ჯერ გაზარდა

ამერიკულმა Robinhood Markets-მა, საფონდო ბირჟაზე და კრიპტოვალუტის ბაზარზე ვაჭრობის პოპულარული პლატფორმის ოპერატორმა, 2024 წლის მესამე კვარტალში წმინდა მოგება დააფიქსირა ერთი წლით ადრინდელ წაგებასთან შედარებით და შემოსავალი 1,4-ჯერ გაზარდა. კომპანიის წმინდა მოგებამ ივლის სექტემბერში შეადგინა $150 მილიონი $0,17 აქციაზე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიას ჰქონდა $85 მილიონის წმინდა წაგება და $0,09 აქციაზე. Robinhood-ის კვარტალური შემოსავალი იყო […]

უკრაინის საგარეო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინა ყურადღებით ადევნებდა თვალს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას. ისინი მხარს უჭერენ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა.~ “მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმის მიცემის გამჭვირვალობის არარსებობა, ოპოზიციური პარტიების მასმედიამდე წვდომის შეზღუდვა – ეს მხოლოდ იმ დარღვევების არასრული […]

უკრაინის სახელმწიფო ვალი $155.6 მილიარდამდე გაიზარდა

მიმდინარე წლის სექტემბერში, უკრაინის სახელმწიფო ვალი წინა თვესთან შედარებით, 0.56%-ით გაიზარდა და $155.6 მილიარდს მიაღწია – ამის შესახებ უკრაინული მედია ფინანსთა მინისტრის ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება. სახელმწიფო ვალმა სექტემბერში 6,4 ტრილიონი უკრაინული გრივნა შეადგინა, რაც, მცირედით აღემატება აგვისტოს 6.37 ტრილიონი უკრაინული გრივნის მაჩვენებელს. აქედან პირდაპირმა საგარეო ვალმა $106.7 მილიარდი შეადგინა, საშინაო ვალმა კი $41.9 მილიარდი. ukranews.com-ის […]

მომსახურების ექსპორტში პირველ ადგილზე მოგზაურობაა

2023 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4 125.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 58.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1 476.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 20.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 892.0 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 12.6 პროცენტი). ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს

რას მოუტანს ბიზნესს საქართველოს ევროკავშირის წევრობა? – გელა მღებრიშვილის მოსაზრება

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორის გელა მღებრიშვილის აზრით, საქართველოს ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში გელა მღებრიშვილმა იმ ბენეფიტებზე ისაუბრა, რასაც ბიზნესს და ზოგადად, ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება მოუტანს: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – FDI-ის გარეშე ვერ წარმომიდგენია ქართული ეკონომიკის აქტიური ზრდა. ჩვენ რომ მივაღწიოთ საშუალო ევროპული ზომის ეკონომიკას, უწყვეტად და მინიმუმ ორნიშნა […]

“საქართველო ევროპულ გზაზე წინ არ მიდის” – ევროპელი ელჩები “ქართულ ოცნებას” პასუხობენ

ევროკავშირი იმეორებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერდა. “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა ამის პასუხად განაცხადეს, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. 30 ოქტომბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ყოველწლიური გაფართოების ანგარიში, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს “უმნიშვნელო” პროგრესი აქვს იმ ცხრა დათქმის თვალსაზრისით, რომელთა შესრულებაც გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის აუცილებელი წინაპირობაა. გაწევრების მოლაპარაკებების […]

უკრაინის საგარეო უწყება არჩევნებზე – უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას

არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას , – ამის შესახებ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაში უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, “გასაკვირი არ არის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი […]