უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთს 31 დრონი ჩამოუგდეს

1 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს სამი მართვადი საავიაციო რაკეტით და 48 დრონით. ამის შესახებ დილით განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ. სარაკეტო შეტევა განხორციელდა უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან, ხოლო უპილოტო საფრენი აპარატებით – რუსეთის ორიოლის და კურსკის ოლქებიდან. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, რუსეთის არმიის ტაქტიკურმა ავიაციამ მართვადი ავიაბომბებით დაარტყა ხარკოვის, სუმის და […]

საია მოქალაქეებს – თქვენი კონსტიტუციური უფლება მასობრივად დაირღვა, რაც დაცვას საჭიროებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და თვლის, რომ მისი ხმის ფარულობა დაირღვა, გამოცდილების გაზიარების თხოვნით მიმართავს. საიამ ამ მიზნით სპეციალური ფორმა გამოაქვეყნა, რომელიც მოქალაქეებმა უნდა შეავსონ და ხმის ფარულობის დარღვევის საკუთარი შემთხვევა აღწერონ. „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი არჩევანის უფლება, რაც დაცულია ხმის მიცემის ფარულობის პრინციპით. […]

EPP: ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ყველა დარღვევა ოპერატიულად უნდა იქნას გამოძიებული

ევროპის სახალხო პარტია ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების ოპერატიულ გამოძიებას მოითხოვს. “EPP-ი ქართველი ხალხის გვერდით დგას თავისუფალი და ყოველგვარი დაშინების გარეშე არჩევანის გაკეთებისთვის ბრძოლაში, რადგან ისინი ირჩევენ თავიანთ ადგილს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. ყველა დარღვევა, რომელიც ჩადენილ იქნა ხელისუფლების ორგანოების მიერ ბოლო არჩევნების დროს, ოპერატიულად უნდა იქნას გამოძიებული”, – წერს EPP-ი X-ის […]

საბურთალოს და ნაძალადევის რამდენიმე ქუჩას წყალი მთელი დღით შეუწყდება – GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, დღეს კომპანია ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქ. N50-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: ჯავის ქუჩას შესახვევებით, ილურიძის ქუჩას შესახვევებით, ლომთათიძის, კოკინაკის, მოლოკოვის და დიდი ჯიხაიშის ქუჩებს. გარდა ამისა, GWP-ის ცნობით, ტექნიკური სამუშაოები საბურთალოს რაიონში, გაგარინის ქ. N24-თან ქსელზეც ჩატარდება. აღნიშნულის […]

ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის ნახევარფინალში ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს. ქართველმა ჩოგბურთელმა შეჯიბრების მეოთხედფინალში იაპონელი ჰიროკი მორია ორ სეტში, 6:3, 6:4 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში ნიკოლოზის მეტოქე ფრანგ ესკოფიერსა და ავსტრალიელ ტუს შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მოგების შემთხვევაში ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 211-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგში მე-16 […]

„დავიბრუნოთ ევროპა“ – სამოქალაქო აქტივისტები ხვალიდან, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებს იწყებენ

„დავიბრუნოთ ქვეყანა“ – ამ ლოზუნგით ხვალ, 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „ტალღაა“. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს, დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რის გამოც აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგეძელდება. „2 ნოემბერს, შაბათს, 20:00 საათზე, გაბრაზებული მოქალაქეები ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, სცენის, გამომსვლელებისა და ლიდერების […]

ConocoPhillips-მა მესამე კვარტალში შემოსავალი 8%-ით შეამცირა

ამერიკულმა ნავთობკომპანიამ ConocoPhillips-მა მესამე კვარტალში წმინდა მოგება 26%-ით შეამცირა, ხოლო კორექტირებულმა მაჩვენებელმა გადააჭარბა ბაზრის პროგნოზებს. 2024 წლის ივლის-სექტემბერში კომპანიის წმინდა შემოსავალი დაეცა 2,06 მილიარდ დოლარამდე, ანუ 1,76 აშშ დოლარამდე აქციაზე(2,8 მილიარდი დოლარიდ და 2,32 აშშ დოლარით თითო აქციაზე, ერთი წლის წინათ). კორექტირებული მაჩვენებელი იყო 1,78 აშშ დოლარი თითო აქციაზე, ხოლო FactSet-ის მიერ გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა 1,65 […]

კრამერი: ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორ მოახერხა ოცნებამ, 30-40%-იდან 53%-მდე ასულიყო

· 165 · · ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ის, არის თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური. ვფიქრობ, სამართლიანია ვთქვათ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა კი მაინც ისაა, როგორ მოახერხა ქართულმა ოცნებამ, 30-40%-იდან, 53%-მდე ასულიყო… უკანასკნელი წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, არის კრემლი ან ნებისმიერი რუსი ოფიციალური პირი. […]

თორნტონი: წინასაარჩევნო კამპანია ეყრდნობოდა ზეწოლას, რასაც მხარს უბამდა რუსული პროპაგანდა

· 77 · · მთელი წინასაარჩევნო კამპანია ეყრდნობოდა შიშს და ზეწოლას, რასაც მხარს უბამდა რუსული პროპაგანდა. ასე რომ, საარჩევნო უბნების გახსნამდეც კი, [საარჩევნო] პროცესთან დაკავშირებით ძალიან დიდი ეჭვი მქონდა. შემდეგ ვნახეთ ანგარიშები არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ რადიკალური იყო. ხმების ჩაყრა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ზეწოლა, ხალხის მობილიზება საარჩევნო უბნებთან, ძალადობის შემთხვევები, ხმის მრავალჯერადად მიცემა და […]

დანიის ელჩი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა

დანიის ელჩი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა, – ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი ანნე ტოფტ სორენსენი სოციალურ ქსელში წერს. “ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა. ასე მარტივად არის საქმე”, – ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი ანნე ტოფტ სორენსენი სოციალურ ქსელში წერს.