“ასე თუ გაგრძელდა, პროცესები გადაიზრდება ოპოზიციის გინებაში, ქოცების აღიარებაში და სრულ ნიჰილიზმში”– ბექა კობახიძე

ამ ბოლოჯერაც დავწერ და საკუთარ თავს ვპირდები მეტს ამ თემაზე თავს არ შეგაწყენთ. განა იმიტომ რომ წერა მეზარება, წერას აზრი უნდა ჰქონდეს. შევხედოთ საკითხს სტრატეგიულად: რა გვჭირდება? რა რესურსი გვაქვს? ამ რესურსით მაქსიმუმ რისი მიღწევა შეიძლება მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში? მოკლევადიანი ნომერ პირველი სტრატეგიული ამოცანაა საერთაშორისო საზოგადოებამ არ აღიაროს, მკაფიოდ არ აღიაროს არჩევნების შედეგები. […]

“ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს” – ჯანგირაშვილი

1. ოპოზიცია და არასამთავრობოები დადებენ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს, რის გამოც დასავლეთი არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. ეს არ არის რთული, რადგან მინიმუმ ერთი მტკიცებულება – ხმის მიცემის ფარულობის საყოველთაო დარღვევა სახეზეა. დასავლეთი კი ისედაც ძალიან ცუდი წარმოდგენის არის ივანიშვილის რეჟიმზე და არ გაუჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. 2. საქართველოს მოქალაქეები რაღაც პერიოდულობით მაინც და სხვადასხვა ფორმით […]

საქართველოზე ევროკომისიის ანგარიში ბიზნესის მოლოდინებზე დადებითად ვერ აისახება – მღებრიშვილი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორის გელა მღებრიშვილის აზრით, საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიში ბიზნესის მოლოდინებზე დადებითად ვერ აისახება. ამის შესახებ Nexia Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ევროინტეგრაციას ალტერნატივას არ აქვს. რას მოუტანს ბიზნესს საქართველოს ევროკავშირის წევრობა? – გელა მღებრიშვილის მოსაზრება “ბიზნესი ყოველთვის ხელმძღვანელობს მოლოდინებით. მოლოდინი არის ერთ-ერთი […]

მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და კიდევ ერთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლე გვანცა ჩიქოვანმა დააკმაყოფილა. ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს პროცედურის დარღვევებს, თუმცა არა გაყალბებას. „ბრალდებულის პოზიციაა, რომ საქმე გვაქვს არა გაყალბების ფაქტთან, არამედ, შესაძლოა, […]

მიხაილ როთი – საქართველოს მთავრობა ავრცელებს პროპაგანდას და სიცრუეს – ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა

მმართველი პარტია ავრცელებს პროპაგანდა და სიცრუეს იქნება ეს გაყალბებული არჩევნების შესახებ განცხადებები თუ ევროკავშირის ანგარიში საქართველოს შესახებ, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა. „ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა და […]

ანა დოლიძე – არჩევნების მიტაცების სქემაში მონაწილეობდა ბევრი სტრუქტურა ერთობლივად, გამოძიების გარეშე სანდო არჩევნები ვერ ჩატარდება

გაყალბების სისტემას დასჭირდება სერიოზული და მრავალმხრივი გამოძიება, რომლის გარეშე ჩატარებულ არჩევნებს სანდოობა ვერ ექნება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, საუკეთესო შემთხვევაში გამოძიება ევროკავშირმა უნდა ჩაატაროს. „როგორც ჩვენმა შიდა კვლევებმა გამოავლინა ჩართულები იყვნენ მასწავლებლები, სუსი. ასევე, სხვადასხვა ხარისხით და ფუნქციით ჩართულები იყვნენ თვითმმართველობები. შესაბამისად, ამ გაყალბების სისტემას დასჭირდება […]

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში წყალმომარაგების რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები“. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. სემეკ-ის ცნობით, აღნიშნული კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან. კურსის ფარგლებში, მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ […]

ქუთაისის IT ჰაბისთვის ლიცენზიისა და საკონსულტაციო მომსახურებისთვის €1,7 მლნ დაიხარჯება

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბის გასახსნელად საჭირო ლიცენზიასა და საკონსულტაციო მომსახურებას ყიდულობს. ამ სერვისებში ჯამში 1 764 100 ევროა გათვალისწინებული. უფრო ზუსტად: · ცენტრის გახსნასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება – 120 000 ევრო; · 2,5-წლიანი ლიცენზია – 1 375 000 ევრო (წელიწადში 275 000 ევრო); · საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები – […]

“ამიერიდან სუსიც ფეხებზე მკიდია, პროკურატურაც, პოლიციაც და რაჟდენიც” – ნიკა გვარამია

ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ – გაგვეხარდება, თუ მოგვყიდით – მაინც გაგვეხარდება. რაოდენობა შეუზღუდავია 598 642 956 557 502 955 511 166 725 ps არაფრის დამალვას არ ვაპირებ. ღიად ვიზამ ამიერიდან ყველაფერს. სუსიც ფეხებზე მკიდია, პროკურატურაც, პოლიციაც და რაჟდენიც.

“ხელახალი არჩევნების შემთხვევა შუაგულ ევროპაში – გერმანელები შოკში ჩავარდნენ” – ლევან ლორთქიფანიძე

2021 წელს პანდემიის ზღურბლზე ბერლინში დიდი საარჩევნო დრამა გათამაშდა. გერმანიის დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე კენჭისყრა ჩატარდა. ბერლინელებს პარალელურ რეჟიმში უნდა აერჩიათ ბუნდესტაგის დეპუტატები და ბერლინის დეპუტატთა პალატის წევრები, ამავდროულად, მონაწილეობა უნდა მიეღოთ რეფერენდუმში კერძო ბინათმესაკუთრეობათა ნაციონალიზაციის თაობაზე. ერთი სიტყვით, ხუთი ბიულეტენი იყო ყუთში ჩასაგდები. 26 სექტემბრის მეგასაარჩევნო მოვლენას დაემთხვა ბერლინის მარათონი. გრანდიოზული სპორტული ღონისძიების დროს დედაქალაქის […]