საოლქო კომისიები საჩივრებს განიხილავს, პარალელურად, NGO-ები სასამართლოსთვის ემზადებიან

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები გუშინ, 31 ოქტომბერს დასრულდა. გუშინვე დაიწყო ამ საჩივრების განხილვა. განხილვის პროცესი 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა სოციაციას (საია) არცერთმა საოლქო კომისიამ არ დაუკმაყოფილა საჩივარი, რომეიც ხმის ფარუყლობის დარღვევას ეხება. დარჩა მხოლოდ ერთი – ჭიათურის საოლქო კომისია, რომელიც საკითხზე დღეს იმსჯელებს. ორგანიზაცია სასამართლო დავებისთვის […]
„გამარჯვებული პარტია გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე დგას, ვიდრე – ოპოზიცია“ – თემურ ჭყონია

ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, ცესკოს შედეგებით გამარჯვებული პარტია გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე დგას, ვიდრე – დამარცხებული. როგორც მან BMG-ის მიმდინარე მოვლენების შეფასებისას უთხრა, მმართველ პარტიას მოუწევს, ერთი მხრივ, ქვეყანა წაიყვანოს დაპირებული ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ და მშვიდობისკენ და მეორე მხრივ, მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ნამდვილად ღირსეულად გაიმარჯვეს. „გამარჯვებული პარტია გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე დგას, […]
ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში გართულება არ გვქონია, ვიმედოვნებ არც მომავალში იქნება – ლევან ბურდილაძე

„რუსთავის აზოტის“ მმართველი კომპანია „ინდორამა კავკასუსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ბურდილაძე ამბობს, რომ კომპანია მომავალ წელს დაასრულებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) 2 მილიონი ევროს გრანტით დაფინანსებულ პროექტს, რომელიც ემისიების შემცირებას ისახავს მიზნად. კერძოდ, როგორც მან BMG-სთან განაცხადა, პროექტის დასრულების შედეგად კომპანიის ემისიებიდან აზოტის ქვეჟანგის შემცველობის ელიმინაცია მოხდება. „GIZ-მა 2022 წელს გრანტი დაგვიმტკიცა იმისთვის, რომ აზოტმჟავის […]
წყალდიდობამ ვალენსიაში ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა დააზიანა

ესპანეთში, ფერმერებმა განაცხადეს, რომ წყალდიდობამ დააზიანა ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ვალენსიაში, მათ შორის ვენახები. ამის შესახებ Reuters იუწყება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 75 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი წყალდიდობა, რომელიც გამოწვეული იყო ძლიერი წვიმით, ესპანეთის სამხრეთს და აღმოსავლეთს ოქტომბრის ბოლოს დაატყდა თავს. ყველაზე მეტად ვალენსია დაზარალდა, წყალდიდობის შედეგები ანდალუსიამ და კასტილია-ლა მანჩამაც იგრძნეს. „ჩვენ კატასტროფის […]
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა. აღნიშნული ციფრი 2005 წლიდან – დღემდე ტავ ჯორჯიას მიერ აეროპორტების მართვის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო რეკორდული მაჩვენებელი 2018 წელს 3,808,772 მგზავრით დაფიქსირდა. 2024 წლის ბოლომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი, სავარაუდოდ, 4 800 000-ს მიაღწევს.
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო – ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ერთგულ მომხმარებლებს ბრენდ ფესტივალს სთავაზობს. კამპანია ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, 1-იდან 19 ნოემბრის ჩათვლით. ფესტივალის ფარგლებში, მომხმარებლებს „კარფურში“ წარმოდგენილ 50 ბრენდზე, 50%-მდე ფასდაკლება დახვდებათ. ამასთან ერთად, 50 ლარის შენაძენზე მომხმარებლებს ათასობით პრიზის მოგების შესაძლებლობა ექნებათ. იმისთვის რომ გახდე გამარჯვებული, საჭიროა ფესტივალის ფარგლებში […]
გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებასა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას აგრძელებს

გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას აგრძელებს. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათივე განმარტებით, დახმარება განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება კი განისაზღვრება სოციალური ქულების მიხედვით. მერიაში აცხადებენ, […]
ნათია მეზვრიშვილი – სჯობს მამუკა მდინარაძე ვირეშმაკობას მოეშვას

ჩვენ პირიქით გვაქვს მტკიცებულებები, მდინარაძე და მისთანები როგორ აყალბებდნენ არჩევნებს – არ ვიცი, მამუკა მდინარაძე რას ბოდავს! – ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციამ მათ ხმები დააკლო. როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნება” ჩირგვებშია ჩამალული. “როგორც უნდა, ისე მოიქცნენ. არ ვიცი, რაზე […]
ჰელსინკის კომისიის მრჩეველი: ფაქტი, რომ მალკევიჩი არჩევნების დროს თბილისში იმყოფებოდა, უამრავ სახიფათო სიგნალს იძლევა

ჰელსინკის კომისიის მრჩეველი, ბახტი ნიშანოვი რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ მალკევიჩის თბილისში ვიზიტს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში მისი ყოფნა, არჩევნების დროს, “უამრავ სახიფათო სიგნალს იძლევა“. ჰელსინკის კომისიის მრჩეველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მალკევიჩს აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება სწორედ, არჩევნებში ჩარევისთვის ეძებს. მალკევიჩს აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება ეძებს აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის. შტატების ხელისუფლება ფაქტობრივად გვთავაზობს ჯილდოს […]
ISW: ოცნება კრემლის სასურველი არჩევანია – ბრალდებების გამოუძიებლობა დააშორებს დასავლეთისგან

ომის კვლევის ინსტიტუტი [ISW] საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელ მასალას აქვეყნებს და ამბობს, რომ საქართველოში არასტაბილურობის ატმოსფერო, სავარაუდოდ, ძირს გამოუთხრის ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ამავდროულად გაზრდის რუსეთის გავლენას ქვეყანაში. ISW ასევე შესაძლო მასშტაბურ პროტესტებზე წერს და ამ კონტექსტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის 23 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, რომელიც რამდენიმე წყლის ჭავლის მანქანის შესყიდვას […]