HarrisX ეგზიტპოლზე: ცესკოსთან სტატისტიკურად აუხსნელი აცდენები ხმების 8%-ზე მეტს მოიცავს

ამერიკული კომპანია HarrisX, რომელმაც მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩაატარა, საბოლოო ანალიზს აქვეყნებს და მიუთითებს, რომ ცესკოს მონაცემებში სტატისტიკურად აუხსნელი აცდენები კითხვებს აჩენს, რაც მოიცავს მინიმუმ 27 ოლქში სულ მცირე 172 523 ხმას, რაც ჯამური ხმების 8%-ზე მეტია. HarrisX-მა ეგზიტპოლი საქართველოს 11 რეგიონში, 125 საარჩევნო უბანზე ჩაატარა და 12 007 ადამიანი გამოჰკითხა. საარჩევნო უბნები […]

“შეწყვიტეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე” – პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების დაცვას ითხოვენ

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების დაცვას ითხოვენ. განცხადების ხელმომწერი 6 საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლებიც მედიის თავისუფლების, ასევე, ორგანიზაციების გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით მუშაობენ, ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ იმ ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების გამო, რომლებიც საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს აშუქებდნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ MFRR-მ [მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირება] აღრიცხა არჩევნებთან დაკავშირებული, სულ მცირე, […]

“ქართული ოცნება” რთულ მდგომარეობაშია – თემურ ჭყონია

ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, ცესკოს შედეგებით გამარჯვებული პარტია გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე დგას, ვიდრე – დამარცხებული. როგორც მან BMG-ის მიმდინარე მოვლენების შეფასებისას უთხრა, მმართველ პარტიას მოუწევს, ერთი მხრივ, ქვეყანა წაიყვანოს დაპირებული ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ და მშვიდობისკენ და მეორე მხრივ, მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ნამდვილად ღირსეულად გაიმარჯვეს. „გამარჯვებული პარტია გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე დგას, […]

ლანა ღოღობერიძე: გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია, ქუჩაში დგომით, მშვიდობიანი პროტესტით

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ამბობს, რომ გაყალბებულმა არჩევნებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გააჩერა. ამის შესახებ მანდ ფეისბუკზე დაწერა. ლანა ღოღობერიძის აზრით, დღეს ზედაპირზე დევს რამდენიმე უტყუარი ჭეშმარიტება: “საქართველოს ნორმალური მომავალი ევროინტეგრაციას უკავშირდება. ამის ალტერნატივა ბნელ წარსულში – შენიღბულ საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა. დღეს ამ პროცესს დიდი დარტყმა მიადგა, ტყუილია, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება. ევროსტრუქტურების ყველა პასუხისმგებელი პირი გვეუბნება, რომ […]

72-მა საარჩევნო ოლქმა არ დააკმაყოფილა საიას საჩივრები ფარულობის დარღვევაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივრები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით არცერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია სასამართლო დავებისთვის ემზადება. ამ დროისთვის საია-ს საჩივრები უკვე განიხილა 72-მა საოლქო კომისიამ. დარჩა მხოლოდ ერთი – ჭიათურის საოლქო კომისია, რომელიც საკითხზე დღეს იმსჯელებს. საია-ს დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ხმის ფარულობასთან დაკავშირებული მათი სარჩელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საქალაქო თუ […]

გახარიას პარტია: მიმდინარეობს ბაზების ფალსიფიცირება

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ სასამართლოს მიმართა, რომ აიძულოს ცესკო, დაიცვას ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია, რაც გულისხმობს სერვერებზე არსებული ბაზების, ასევე ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვას, რადგანაც არსებობს მონაცემთა ფალსიფიცირების რისკი. ამის შესახებ პირველ ნოემბერს ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ […]

„ამჟამინდელი პროგნოზით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ს ვერ მიაღწევს“ – გოჩა ქარდავა

სექტემბრის თვეში ეკონომიკის 8.3%-ით ზრდას ექსპერტები 2 ფაქტორით ხსნიან. ესენია დაბალი ინფლაცია და ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა. ,,ორი მთავარი ფაქტორია დაბალი ინფლაცია და ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა. ადგილობრივ მოთხოვნაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებამ, რომელიც დადებითი სიგნალი იყო ეკონომიკისთვის. შესაბამისად დაკრედიტება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა. მოსალოდნელზე მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის […]

უძრავი ქონების ბაზარზე ჩინური ინტერესები გამოჩნდა – Noble Real Estate

უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate-ის დამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები შეაფასა. მისი თქმით, დღეს საქართველოში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესება გაზრდილია ისრაელის მხრიდან და ასევე, ბაზარზე ჩინური ინტერესებიც გამოჩნდა. ვაჟა მებაღიშვილის განცხადებით, მოთხოვნა არის როგორც საცხოვრებელ ბინებზე, ისე საოფისე და კომერციულ ფართებზე. “ბევრი ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანაში უძრავი ქონება შეიძინოს, […]

“ოცნებაც” უარზეა გაიხსნას ის ბაზები, რომელიც ოპოზიციას “კარუსელის” არარსებობაში დაარწმუნებდა

ოპოზიციის მოთხოვნას, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ე.წ. კარუსელების შემოწმების შესახებ, მამუკა მდინარაძე საკუთარი ინიციატივებით პასუხობს: თუ ოპოზიციას “კარუსელების” გადამოწმების მექანიზმად წარმოუდგენია ბაზის შექმნა, სადაც თითოეულ ამომრჩეველს საკუთარი საარჩევნო აქტივობის გადამოწმების საშუალება ექნება, მდინარაძე მათ სთავაზობს მიმართონ პროკურატურას, ან შექმნან საგამოძიებო კომისია. “ნებისმიერი ეჭვი თუ აქვს ვინმეს, უბანზე, ოლქზე, მივიდნენ გამოძიებაში და გამოძიებას გაახსნევინონ ყველაფერი. ასევე, საგამოძიებო […]

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში წყალმომარაგების რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები“. აღნიშნული კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან. კურსის ფარგლებში, მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ წყალმომარაგების სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირები. კურსის […]