ლიეტუვის ელჩი – ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, პროგრესი არ არის

მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი X-ის პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, პროგრესი არ არის. „მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – „ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, როდესაც […]
ლევან მგალობლიშვილი სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. პროფესორ-მასწავლებლებს მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და განათლებისა და კულტურის მინისტრმა. ლევან მგალობლიშვილმა სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში განათლების როლზე […]
გახარიას და IRI-ს დირექტორის შეხვედრის ფოტო რუსმა „ტურისტებმა“ გადაიღეს – ქემოკლიძე

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი, კახა ქემოკლიძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიასა და IRI-ის წარმომადგენლის შეხვედრის კადრები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყოს გადაღებული. საუბარია გიორგი გახარიასა და IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორი, ჯონ დიპიროს შეხვედრაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია სამთავრობო მედია „იმედმა“ 24 სექტემბერს გაავრცელა შეხვედრის ამსახველ ფოტოსთან ერთად. „ეს „ნიუსი“ ხომ გახსოვთ, აქტიური წინა საარჩევნო კამპანია რომ იყო?! საინტერესო […]
დსთ-ს გენმდივანს სურს, რომ საქართველო ორგანიზაციას დაუბრუნდეს

„დამოუკიდებელ სახელმწფოთა თანამეგობრობაში“ იმედი აქვთ, რომ საქართველოს ორგანიზაციის შემადგენლობაში დაბრუნდება, განაცხადა თანამეგობრობის გენერალურმა მდივანმა, სერგეი ლებედევმა. ლებედევმა ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სიტყვების კომენტირებისას გააკეთა. ცოტა ხნის წინ ლუკაშენკომაც გამოთქვა იმედი, რომ საქართველოში დსთ-ში დაბრუნდება. „სულ ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო დაუბრუნდებიან ურთიერთთანამშრომლობას ორგანიზაციის ფარგლებში. ორივე ხელით […]
„მოიხსენით ვარდისფერი სათვალე, EU-ის ანგარიში პროგრესზე არ მიუთითებს“ — ლიეტუვის ელჩი

საქართველოში ლიეტუვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი „ვარდისფერი სათვალეების მოხსნას“ ურჩევს მათ, ვინც ამბობს, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს პროგრესზე მიუთითებს. „მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში „აჩვენებს პროგრესს“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, ჩვენი გულწრფელი რჩევა: „მოიხსენით ვარდისფერი სათვალეები, როცა ანგარიშს კითხულობთ. პროგრესი არ არის, არის განგრძობითი ჩიხი, თუ არა რეგრესი“, — წერს ელჩი X-ზე. For […]
Boeing–მა გაფიცული მუშებისთვის შეთავაზება გააუმჯობესა

„მექანიკოსთა და აერონავტიკის მუშაკთა საერთაშორისო ასოციაცია“ (International Association of Machinists and Aerospace Workers, IAM), 4 ნოემბერს კენჭს უყრის Boeing Co.-სთან შეთანხმების ახალ ვერსიას, იუწყება AP. ავიამშენებელი გიგანტის უახლესი წინადადება ითვალისწინებს ხელფასის 38%-ით გაზრდას ოთხი წლის განმავლობაში და 12000 დოლარის ერთჯერად გადახდას თითოეული თანამშრომლისთვის, თუ ხელშეკრულება რატიფიცირებული იქნება. გარდა ამისა, კომპანია პირობას დებს, რომ გაზრდის შენატანებს […]
კიბერსივრცეში პერსონალური მონაცემების დაცვა – რა უნდა გავითვალისწინოთ?

გადაცემა „ბიზნესი და სამართლის“ ეთერში ნინო ლიპარტიასთან ერთად იურისტმა და კონსულტანტმა კიბერსამართალისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ეკა გორდაძემ პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მაქსიმალური ყურადღება გვმართებს, როცა ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვაზიარებთ. „ინტერნეტში ჩვენი ქცევა განსხვავებულია, ჩვენ ასე რეალურ ცხოვრებაში არ ვიქცევით. ეს განმაპირობებელი ფაქტორია, რასაც კიბერთაღლითები მათ სასარგებლოდ იყენებენ. ადამიანები, რომელთა პერსონალური […]
Bolt-ის ვაუჩერი საჩუქრად VELI.store-ზე შოპინგისას – პირველი კოლაბორაცია Bolt X VELI.store

VELI.store და Bolt პირველ ერთობლივ კოლაბორაციას საინტერესო შეთავაზებით იწყებს. Bolt-ს, როგორც პირველ ევროპულ მობილურ აპლიკაციას მიტანის სფეროში და ველის, როგორც ქართული იქომერსის გამორჩეულ პლატფორმას, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე ორიენტირებული მიდგომა აერთიანებთ. “ბოლტში მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო სერვისი და გავუმარტივოთ ყოველდღიურობა. ველიც სწორედ ასეთი კომპანიაა, საქართველოში მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო სერვისს და რაც მთავარია უზოგავს მათთვის ყველაზე […]
ოფიციალურად – “მანჩესტერის” მწვრთნელად ამორიმი დანიშნეს

“მანჩესტერის” მწვრთნელად 39 წლის პორტუგალიელი რუბენ ამორიმი დანიშნეს, – ამის შესახებ კლუბი საიტით იტყობინება. ამორიმს კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე ერთწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით გაუფორმეს. “იუნაიტედი” მის აწ უკვე ყოფილ კლუბს, “სპორტინგს” კომპენსაციის სახით 11 მილიონ ევროს გადაუხდის. ამორიმის სეზონური გასამრჯელო 8 მილიონი იქნება.
ანა დოლიძე – ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია

ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა. როგორც მან „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე მედიას განუცხადა, „ახლა ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებების შენახვა ე.წ. დამაგრება იმიტომ, რომ მათი განადგურების საფრთხე არსებობს“. „არსებობს მსხვერპლებზე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის […]