ვიზით თუ უვიზოდ? – რა ჰგონია წილოსანს ვიზალიბერალიზაცია და მზად არის, თუ არა ოცნება მის დასათმობად?

ოცნების გუნდის ერთ–ერთ წევრს, დეპუტატ ნინო წილოსანს, სოციალურ ქსელში, კომენტარეში დაუწერეს: “ვიზალიბერალიზაციის შეჩერება თუ მოხდა მეც გამოვალ აქციაზე, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ არადა.” ნინო წილოსანი პასუხობს: “ხო აბა რა !! შენი ქვეყნის ინტერესის საპირწონე არის ნამდვილად ვიზით წახვალ ევროპაში თუ უვიზოდ…” კომენტარებში, მოქალაქეები წილოსანს პასუხობენ: გასაგებია ოცნების ახალი მესიჯბოქსი ამან სულ გარეკა ! კარგი ნინ, თქვენ […]

ქვეყანაში დაყადაღებული ქონების რაოდენობა უცებ ძალიან გაიზარდა – ოთარ კაჭკაჭიშვილი

„უძრავი ქონების ავტომატური რეგისტრაციის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში დაყადაღებული ქონების რაოდენობა უცებ ძალიან გაიზარდა“ – ამის შესახებ საადვოკატო ბიურო “OK & CG”-ს დამფუძნებელმა, ოთარ კაჭკაჭიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა. „თუ ქონება გვაქვს, მაგრამ მას არ დავტვირთავთ იპოთეკით, ასეთ შემთხვევაში არ ვთავისუფლდებით იმ ვალდებულებისგან, რომ როცა საფინანსო ინსტიტუტს მოუნდება, მას შეუძლია დააყადაღოს თქვენი […]

სექტემბერ-ოქტომბერში 80%-იანი დატვირთულობა გვქონდა – „ვილაჯიო მირზაანი რეზორტი“

სექტემბერ-ოქტომბერში 80%-იანი დატვირთულობა გვქონდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, – ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში მდებარე ტურისტული კომპლექსის “ვილაჯიო მირზაანი რეზორტის” დამფუძნებელმა რატი ტოკლიკიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე თქმით, სასტუმროს დამსვენებლები ძირითადად ქართველები არიან, ხოლო უცხოელი სტუმრების წილი საერთო რაოდენობის 30%-ს შეადგენს. “ჩვენ დავამატეთ ღვინის მარანი და სადეგუსტაციო სივრცე, სადაც სხვადასხვა მასტერკლასი იმართება. კომპლექსი მოიცავს ასევე, […]

“საარჩევნოდ 5 მილიონი დაფინანსება მიიღო და კარავს ხალხისგან ითხოვს” – გუგავა

გვარამიამ, საარჩევნოდ ოფიციალურად 5 მილიონი დაფინანსება მიიღო და აქციისთვის კარავს ხალხისგან ითხოვს. სანდო ხალხი ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკური პარტიების აგვისტო-სექტემბრის თვეების შემოწირულობების მიხედვით, კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას შემოწირულობა — 4.3 მილიონი ლარია.

“ცესკო გვეუბნება, რომ ბიულეტენი კი ჟონავს, მაგრამ…” – “მოუხერხებელი ამომრჩეველი”, ცესკო და საია

ოლქებმა უკვე ჩაგვაბარეს გადაწყვეტილებები ხმის ფარულობის საკითხზე. არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს.მოკლედ რომ შევაჯამოთ, ცესკო გვეუბნება, რომ ბიულეტენი კი ჟონავს, მაგრამ ამომრჩეველი თუ მოხერხებული იქნებოდა, შეძლებდა დაეფარა გაფერადებული წრე უკანა მხარეს, რომელიც წესით მარტო წინა მხარეს უნდა ჩანდეს. 24 მოსამართლეს, ვისაც […]

დიპლომატები დამკვირვებლებს და ოპოზიციას შეხვდნენ საარჩევნო დარღვევებზე სასაუბროდ

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდნენ. ორივე შეხვედრა 1 ნოემბერს გაიმართა. თავდაპირველად დიპლომატებმა შეხვედრა გამართეს სადამკვირვებლო მისიებთან, რომლებმაც მათ ერთობლივი პრეზენტაცია წარუდგინეს საარჩევნო დარღვევებზე. დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის იყვნენ „ჩემი ხმა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED). „ჩემი ხმის“ ცნობით, „სადამკვირვებლო მისიებმა დიპლომატებს გააცნეს არჩევნების დღეს თითოეული მისიის […]

ესპანეთში უამინდობის და წყალდიდობის მსხვერპლის რიცხვი 200-ს გასცდა

ესპანეთში წყალდიდობისა და უამინდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ზე მეტს მიაღწია, იტყობინება სამაშველო სამსახური. არსებული ცნობით, ბევრი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, არაერთ რეგიონში ჯერ დახმარებას არ მიუღწევია. თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, კატასტროფის რეგიონში დამატებით იგზავნება 500 სამხედრო, რომლებიც სამაშველო და სამძებრო სამუშაოებში მონაწილე ძალებს, 1200 მაშველს, დაეხმარებიან. საჭიროების შემთხვევაში, მათი რიცხვი გაიზრდება, თქვა რობლესმა. […]

ცესკომ გადაწყვიტა, ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს – საიას თავმჯდომარე

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე იუწყება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა ორგანიზაციას ჩააბარეს გადაწყვეტილებები ხმის ფარულობის საკითხზე. საიას მოთხოვნა, რომ ხელახალი არჩევნები ჩაეტარებინათ, არ დაკმაყოფილდა. „ოლქები … არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ცესკო გვეუბნება, რომ ბიულეტენი […]

„ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და ექსპერტებს შეხვდნენ

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და ექსპერტებს შეხვდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. „მისიის წარმომადგენლებს, პარტიათაშორისი ჯგუფის წევრებმა არჩევნების გაყალბების შესახებ ანგარიშის დეტალები გააცნეს, რომელიც გაერთიანებული ძალისხმევით მომზადდა და დეტალურად აღწერს იმ დარღვევებს, რომელსაც 2024 წლის არჩევნებზე ჰქონდა ადგილი. შეხვედრაზე ეუთო-ს წარმომადგენლებს […]

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ

„ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მივიდნენ: ჩეხეთის, ლიეტუვის, შვედეთის, ნორვეგიის, შვეიცარიის, ისრაელის ელჩები და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. როგორც დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ელჩისთვის „ყველა კომპოზიციისა და კომპონენტის წარდგენაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ […]