ესპანეთში წყალდიდობას 159 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის გამო, სულ ცოტა, 159 ადამიანი დაიღუპა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი პაიპორტა, სადაც მსხვერპლი 62-ს აღწევს, ქალაქის ქუჩები კი წყალდიდობის შემდეგ, სქელ ტალახშია ჩაფლული.

ჯორჯიაში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ეჭვი რუსული “ტროლების ფერმებზე” აქვთ

ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერის ოფისმა 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ ონლაინ გავრცელებული „მიზანმიმართული დეზინფორმაცია“ შეერთებულ შტატებში დაგეგმილი 5 ნოემბრის არჩევნების შესახებ, სავარაუდოდ „უთანხმოების და ქაოსის დასათესი უცხოური ჩარევის“ შედეგი იყო. ოფისმა, რომელიც დეზინფორმაციის წყაროს დასადგენად შტატის და ფედერალურ ოფიციალურ პირებთან ერთად მუშაობს, X-ის მფლობელ მილიარდერ ილონ მასკს და სოციალური მედიის სხვა კომპანიებს ამ მასალების […]

რა შეარყევს და შემოულაწუნებს “ოცნებას”?! – სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი: რა შეარყევს და შემოულაწუნებს “ოცნებას”?! – ქუჩა, ქუჩა და ისევ ქუჩა! ყველგან! ყველა ქალაქში! ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან, ყველა ცენტრალურ პროსპექტსა თუ ქუჩაზე! – საზღვარგარეთიდან ფიზიკური და მორალური მხარდაჭერა! განცხადებები და ვიზიტები ცხელ წერტილებში! “საკნები”, კარვები, სცენა, საბურავები და ა.შ! – არავითარი პარლამენტში შესვლა!

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით გერმანიის პრეზიდენტს ესაუბრა. ინფორმაციას ორივე ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. “ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ტელეფონით საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა. მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო”, – აღნიშნავს გერმანიის პრეზიდენტის პრესსპიკერი.

თინა ბოკუჩავა – დიპლომატებთან კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს – არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში

დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით, არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაყალბების […]

გია ვოლსკი – როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე და საგარეო კურსის ცვლილებაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა – ამიტომ დაგვიჭირა მხარი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა

როდესაც ოპონენტები საგარეო პოლიტიკაში საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციათა შორის ზოგიერთ შეუთავსებლობაზე საუბრობენ, პირველ რიგში გულისხმობენ საქართველოს ხელისუფლებისათვის რუსეთთან ეკონომიკურ და, მითუმეტეს, სამხედრო დაპირისპირებაში შესვლის მიუღებლობას. ყველასათვის გასაგებია, რომ სხვა შემთხვევაში ეს ქვეყნის ნგრევას გამოიწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკიმ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება ვერ გაიზიარებს იმ კრიტიკულ […]

ზურაბ ჯაფარიძე – დიპლომატებთან შეხვედრა ეხებოდა ანგარიშს, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ – ეს ეხება დარღვევებს, გაყალბების სქემებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნებზე და რომელიც ადასტურებს, რომ ხალხის არჩევანი მოიპარეს

შეხვედრა ეხებოდა ანგარიშს დარღვევებსა და გაყალბებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნებზე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მხარეებს შორის დისკუსია გაიმართა ასევე საერთაშორისო გამოძიებასა და პროტესტის შესახებ, რომელიც ოპოზიციამ ორშაბათს, 4 ნოემბერს დააანონსა. „შეხვედრა ეხებოდა ანგარიშს, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ. ეს ეხება დარღვევებს, გაყალბების […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024“, გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტთან ერთად არიან დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები […]

ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ რუსეთს მხარს უჭერს უკრაინაში „გამარჯვების“ საქმეში

ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩვე სონ ჰიმ განაცხადა, რომ პხენიანი რუსეთის გვერდზე იდგება უკრაინაში „გამარჯვებამდე.“ მანამდე აშშ-მა განაცხადა თავისი მოლოდინის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები, რომლებიც კურსკში იმყოფებიან, კიევის წინააღმდეგ ბრძოლებში ჩაერთვებიან მომავალ დღეებში. თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს, ჩვე 1 ნოემბერს მიესალმა ორი ქვეყნის არმიებსა და უშიშროების სამსახურებს შორის “ძალიან მჭიდრო […]

სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია რა საკითხები განიხილეს სატელეფონო საუბარში.