მხარს ვუჭერთ საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას – ლებედევი

მხარს ვუჭერთ საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას, – ამის შესახებ გაერთიანების ლიდერმა სერგეი ლებედევმა განაცხადა. “დსთ-ს ქვეყნების მეთაურებმა არაერთხელ თქვეს, რომ თანამეგობრობაში დაბრუნების კარი ღიაა, არა მხოლოდ ყოფილი წევრებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. ამიტომ, სულ ახლახან ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გამოთქვა იმედი, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო თანამეგობრობის ფარგლებში ურთიერთქმედებას დაუბრუნდებიან. ამ იდეას მხარს ორივე ხელით ვუჭერ“, – […]
ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს “პროგრესს აჩვენებს”, გირჩევთ – ვარდისფერი სათვალე მოიხსენით – ლიეტუვის ელჩი

“მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს “პროგრესს აჩვენებს”, გულწრფელად გირჩევთ – ვარდისფერი სათვალე მოიხსენით” – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი X-ზე წერს. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, ქვეყანას ამ დროის განმავლობაში პროგრესი არ განუცდია. მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – „ვარდისფერი […]
ოპოზიციის წევრები ელჩებს შეხვდნენ და არჩევნების გაყალბებაზე ესაუბრნენ

სამი ოპოზიციური პარტიის ერთობა ელჩებს შეხვდა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ ანგარიში გადასცეს. შეხვედრა კოალიცია ძლიერი საქართველოს ოფისში გაიმართა და 1,5 საათი გაგრძელდა. შეხვედრას არ ესწრებოდნენ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები. ოპოზიციის წევრები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების პოზიციასა და იმას, რომ დასავლური დემოკრატიული ქვეყნები არჩევნების ლეგიტიმურობას ამ დრომდე არ აღიარებენ, დიდი მნიშვნელობა აქვს. […]
-როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე და საგარეო კურსის ცვლილებაზე ყოველგვარი ლაპარაკი უსაფუძვლოა, სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა
-როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე და საგარეო კურსის ცვლილებაზე ყოველგვარი ლაპარაკი უსაფუძვლოა, სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა „როდესაც ოპონენტები საგარეო პოლიტიკაში საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციათა შორის ზოგიერთ შეუთავსებლობაზე საუბრობენ, პირველ რიგში გულისხმობენ საქართველოს ხელისუფლებისათვის რუსეთთან ეკონომიკურ და, მითუმეტეს, სამხედრო დაპირისპირებაში შესვლის მიუღებლობას. ყველასათვის გასაგებია, […]
სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა. საუბარი პირველ ნოემბერს შედგა. ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, თუმცა არ დაუზუსტებიათ, რა საკითხები განიხილეს სატელეფონო საუბარში. რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აღიარებს საპარალამენტო არჩევნების შედეგებს. გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა: „საქართველო უკან მიიწევს. უპრეცედენტოა […]
ზურაბ ხაჩიძე Facebook-ის დამფუძნებელს დახმარებას სთხოვს

მომღერალი და ვიცე-გუბერნატორი, ზურაბ ხაჩიძე ფეისბუქის დამფუძნებელს დახმარებას სთხოვს და აცხადებს, რომ დევნის მსხვერპლია. ზურაბ ხაჩიძემ მარკ ცუკერბერგს კომენტარი მისი ჰელოუინის ფოტოს ქვეშ დაუტოვა, სადაც ამტკიცებს, რომ ფეისბუქის ადმინისტრაცია დევნის განსხვავებულ აზრს საქართველოში და ბლოკავს მმართველი პარტიის მხარდამჭერების კომენტარებს. ხაჩიძის თქმით ამის უკან დიდი ფული და “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების დგას. “გთხოვთ გადაამოწმოთ ქართული ფეისბუქის ადმინისტრაცია […]
სტოკჰოლმში ხის სახლებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი უბანი აშენდება

მსოფლიოში ყველაზე დიდი უბანი ხის სახლებით სტოკჰოლმში გამოჩნდება. პირველი შენობები 2026 წლისთვის აშენდება. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 250 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე მშენებლობა უკვე დაწყებულია. ათი წლის განმავლობაში გეგმავენ 2 ათასი საცხოვრებელი და 7 ათასი საოფისე ფართის, ასევე რესტორნებისა და მაღაზიების აშენებას. ბეტონისა და ფოლადის მშენებლობასთან შედარებით, ხის გამოყენება მავნე გამონაბოლქვს 40%-ით ამცირებს. გარდა […]
პაუ კუბარსი: “ბარსელონაში” ვარჯიშის შემდეგ სკოლაში მივდივარ

ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩებისას სკოლაში ვერ მივდივარ, თუმცა მეორე დღეს თანაკლასელები კონსპექტებს მაძლევენ და მეხმარებიან”. ამ სეზონში კუბარსიმ ყველა ტურნირზე 14 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 40 მილიონი ევროა.
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი ერთი წლით გადავადდა – რკინიგზა დამატებით $17 მილიონს ითხოვს

საქართველოს რკინიგზა ითხოვს $17 მილიონი დოლარის კონტრაქტის გაფორმებისთვის სამთავრობო ნებართვას, რაც კომპანიას უღელტეხილის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ხაზის დასრულებისთვის ესაჭიროება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, პროექტის დასრულებისთვის საჭიროა ჯერ კიდევ 2017 წელს აშენებული 8.3-კილომეტრიანი გვირაბის უსაფრთხოებისა და ვენტილაციის სისტემების მონტაჟი და გამართვა, რასაც 17 მილიონი დოლარი ესაჭიროება. საქართველოს რკინიგზა მოდერნიზაციის პროექტს 2011 წლიდან ახორციელებს და მის […]
ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში გართულება არ გვქონია, ვიმედოვნებ არც მომავალში იქნება – ლევან ბურდილაძე

„რუსთავის აზოტის“ მმართველი კომპანია „ინდორამა კავკასუსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ბურდილაძე ამბობს, რომ კომპანია მომავალ წელს დაასრულებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) 2 მილიონი ევროს გრანტით დაფინანსებულ პროექტს, რომელიც ემისიების შემცირებას ისახავს მიზნად. კერძოდ, როგორც მან BMG-სთან განაცხადა, პროექტის დასრულების შედეგად კომპანიის ემისიებიდან აზოტის ქვეჟანგის შემცველობის ელიმინაცია მოხდება. „GIZ-მა 2022 წელს გრანტი დაგვიმტკიცა იმისთვის, რომ აზოტმჟავის […]