სლოვაკეთი მზადაა, შეუერთდეს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჩინეთისა და ბრაზილიის გეგმას, რომელიც ზელენსკიმ უკვე უარყო

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ბრატისლავა მზად არის შეუერთდეს ბრაზილიისა და ჩინეთის წინადადებას უკრაინაში ომის დამთავრების შესახებ. ფიცო 1 ნოემბერს, პეკინში, შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით “არის სამართლიანი, ობიექტური და კონსტრუქციული.” ჩინეთმა და ბრაზილიამ აგვისტოში ერთობლივად გამოაქვეყნეს “ექვსპუნქტიანი კონსენსუსი”, რომელიც გულისხმობს რუსეთის მიერ 2022 წლის […]

ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“, არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ ერთი ადამიანი არ გამოჩნდა

ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“, არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ ერთი ადამიანი არ გამოჩნდა ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით […]

“თუ კარვების დადგმას აპირებ, რამდენიმე ასეული უნდა გყავდეს უწყვეტ გუშაგად” – მეგი გოცირიძე

19 წლისაც არ ვიყავი 9 აპრილს, 33 წლის ვიყავი ვარდების რევოლუციის დროს და 34 წლის -აჭარის რევოლუციისას… 12 წელია ამ ნაძირალა რეჟიმს ვებრძვი, უკანა ხაზში არასოდეს ვმდგარვარ ბრძოლაში, ვარდების რევოლუცია ერთ თვეში არ მომხდარა , იქამდე- წელიწადზე მეტი ვარყიეთ ის ძირგამომპალი რეჟიმი, დავრბოდით სასამართლოებში, ვკეტავდით ქუჩებს, ეძიკას თავს ვესხმოდით ყველგან, სადაც გამოჩნდებოდა, მუხადგვერდიდან გამოვაგდეთ მე […]

“ეს ორი რამაა პრობლემური და არა ის, რომ ვინმემ ზაპოროჟეცი პორშესგან ვერ განასხვავა” – ნათია ფანჯიკიძე

საქმე ეგრე კი არ დგას, რომ ძალიან მცირე პროცენტის გარდა ვინმე ისე სულელია, ვროპას და რუსეთს შორის არჩევანი ვერ გაუკეთებია, ან იმას ვერ ხვდება, რომ თუ დასავლეთისკენ არ ვივლით რუსეთის ხახაში აღმოვჩნდებით? საქმე ეგრე დგას, რომ ზოგს სჯერა, მთავრობა “ბლატაობით” მიდის ევროპისკენო, დაუღეჭავად ყლაპავს პროპაგანდას, ინფორმაციას ვერ აჯამებს და რაღაც რომ წესრიგში არაა, ვერ აანალიზებს, […]

ევროპაში ხშირი ფრენის გადასახადმა შეიძლება გლობალური დათბობა შეანელოს – კვლევა

ევროპაში ხშირი ფრენის გადასახადმა შეიძლება გლობალური დათბობა შეანელოს და მოიზიდოს 64 მილიარდი ევრო წელიწადში ბევრი ადამიანისთვის დამატებითი ხარჯის გაღების გარეშე. ამის შესახებ New Economics Foundation-ის (NEF) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების ანალიზშია აღნიშნული. სხვათა შორის, იმ მგზავრების რაოდენობა, რომლებიც ხშირად დაფრინავენ ამ დროისათვის რეგიონში 5%-ია, მაშინ როდესაც 72% წელიწადში ერთხელ სარგებლობს საჰაერო ტრანსპორტით, ან საერთოდ არ […]

„ბრძოლა ახლა იწყება“ – ვაშინგტონში საქართველოს საელჩოსთან აქცია დაიწყო

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ერთი კვირის თავზე, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს წინ, ქართველი ემიგრანტების ნაწილმა ახალი კამპანია წამოიწყო. ყოველკვირეულად ამერიკაში მცხოვრები ქართველები გეგმავენ საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბონ და გააპროტესტონ, მათი თქმით, „მოპარული“ არჩევნები, პარალელურ რეჟიმში კი დისტანციურად იმუშაონ. აქცია-პერფორმანსი კვირაში ერთხელ გაიმართება, იდეის ავტორები კი ამბობენ, რომ „არ დაღლილან და ბრძოლა ახლა იწყება“. საელჩოს წინ განთავსებულია […]

იოსელიანი: სახალხო დამცველის მანდატი არ არის არჩევნების ლეგიტიმურობის შეფასება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის შეფასება არ არის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს. „არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. პირველ ნოემბერს, „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, თვლის თუ არა ლევან […]

Arttime-ის, Chronograph-ის, Time-ის და GMT-ის ჯამური შემოსავლები ₾51 მლნ-მდე გაიზარდა

საქართველოში მაჯის საათებითა და აქსესუარებით მოვაჭრე უმსხვილეს კომპანიებს 2023 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნებული აქვთ, რომლის მიხედვითაც, ბაზრის ოთხი მსხვილი მოთამაშის – “ართთაიმის”, “ქრონოგრაფის”, “თაიმისა” და GMT-ის შემოსავლები ჯამურად 51 მილიონ ლარს აღწევდა, რაც წლიურად 1.5 მილიონი ლარით არის გაზრდილი. საქართველოში მოქმედი კომპანიებიდან არცერთი არ არის Rolex-ის, Patek Philippe-ის, Audemars Piguet-ს ოფიციალური დილერი, თუმცა ქვეყანაში შესაძლებელია […]

Wendy’s გლობალურად 140-მდე დაბალშემოსავლიან ფილიალს ხურავს

Wendy’s გლობალურად 140 დაბალშემოსავლიანი რესტორნის დახურვასა და უფრო წარმატებულ ლოკაციებზე ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის აღმასრულებელი საბჭო ავრცელებს. როგორც Wendy’s-ს ფინანსური დირექტორი, განტერ პლოში აცხადებს, 140 “მოძველებული” რესტორანი, რომლებსაც სწრაფი კვების კომპანია დახურავს, იმაზე გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე Wendy’s სხვა რესტორნები საშუალოდ. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბრენდისთვის, რომელიც ბაზარზე 55 წელია ოპერირებს, […]

Jameson-ი, Admiral-თან თანამშრომლობით, სპორტულ კოსტიუმს შექმნის

ირლანდიური ვისკის Jameson-ის მწარმოებელი რეტრო სტილის სპორტულ კოსტიუმს ქმნის სპორტული ტანსაცმლის ბრენდის Admiral-თან თანამშრომლობით. ამის შესახებ Spirits Business წერს. გამოცემის ცნობით, კოსტიუმი Jameson-ის საფირმო მწვანე ფერში გამოვა. მასზე ასევე იქნება Admiral–ისა და ვისკის მწარმოებლის სიმბოლოები და ლოგოები. „Jameson-ის ფეხბურთისადმი ერთგულება წლების განმავლობაში სრულყოფილად ასახავს ადმირალის მისიას, იყოს საფეხბურთო კულტურის ცენტრში. ორივე ბრენდს აქვს მდიდარი ისტორია, […]