“თუ კარვების დადგმას აპირებ, რამდენიმე ასეული უნდა გყავდეს უწყვეტ გუშაგად” – მეგი გოცირიძე

19 წლისაც არ ვიყავი 9 აპრილს, 33 წლის ვიყავი ვარდების რევოლუციის დროს და 34 წლის -აჭარის რევოლუციისას…
12 წელია ამ ნაძირალა რეჟიმს ვებრძვი, უკანა ხაზში არასოდეს ვმდგარვარ ბრძოლაში, ვარდების რევოლუცია ერთ თვეში არ მომხდარა , იქამდე- წელიწადზე მეტი ვარყიეთ ის ძირგამომპალი რეჟიმი, დავრბოდით სასამართლოებში, ვკეტავდით ქუჩებს, ეძიკას თავს ვესხმოდით ყველგან, სადაც გამოჩნდებოდა, მუხადგვერდიდან გამოვაგდეთ მე და ჩემმა 5 დაქალმა, ყველა 50+ იყო და 4 საათი საფლავებს შორის ვიმალებოდით , რომ მის დაცვას არ გამოვეგდეთ სოხუმის დაცემის დღეს…. ამ გარეწრებს ვებრძვით 12 წელია, მე 50+ ვარ ამასობაში და ისინი 70+ (ერთი გამოგვაკლდა, ერთი ემიგრაციაშია) ქოცებთან ბრძოლაში შესულებს ეგრევე დაგვემატა 50+ ახალი მეგობრები , ახლა უკვე 60+ რომ არიან . ორი 80+ არის მაშინ გაცილებით ჯანმრთელები იყვნენ ზოგადად ადამიანები, ახლა ასე არაა, მაგრამ ეს არაფერი,” სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი” ჰოდა, იმის თქმა მინდა- კი, არჩევნებით რუსები რომ არ მიდიან ვიცოდი, მაგრამ არჩევნების გარეშე , რომ არავინ დაგვიდგებოდა გარედან გვერდით, ესეც ვიცოდი და თუკი რამის არ მეშინია, მიუხედავად ამ სისხლისმსმელი თვალთხარიების, ეს არის ქუჩა , ოღონდ იმ შემთხვევაში , როცა სწორად არის ორგანიზებული, თორემ წაგართმევენ იმ კარვებს, ამოგკრავენ ერთ-ორ პანჩურს და მორჩა კინო. თუ კარვების დადგმას აპირებ, რამდენიმე ასეული უნდა გყავდეს უწყვეტ გუშაგად კარავში და მის გარეთ, პარალელურად ორი-სამი ლოკაცია , რამდენიმე ასეული მებრძოლი აქტივისტით …
პ.ს. ასაკს , იცით -რატომ გავუსვი ზემოთ ხაზი? ქუჩის ბრძოლა ახალგაზრდებმა უნდა წაიყვანონ, მაგრამ ყველა ასაკის ადამიანს აქვს განსაზღვრული და განსაკუთრებული როლი, რასაც აქ არ დავაკონკრეტებ… ერთს კი ვიტყვი: იუსტიციასთან, როცა საშიმშილოდ დასხდნენ ჩვენი ლიდერები გაყინული პენსიების დარიგების მოთხოვნით, ბებიაჩემიც მახლდა იუსტიციასთან, მიშასთან მიიჭრა და ოღონდ , თქვენ შეწყვიტეთ შიმშილობა და აქვე დავჯდებით მე და ჩემი დაქალები საშიმშილოდო, გულში ჩაიკრა მიშამ და მეგის გამზრდელი ბებია, სხვანაირი ვერ იქნებაო , ამ სიტყვებმა ბებიაჩემი უფრო ” ააგდო” , ვეღარ ვიპოვე იმდენ ხალხში და რაღაც დავალებაზე წავედი პირიმზეში და იქვე, სახლში შევირბინე ბებო რომ მომეკითხა და ბიცოლაჩემი მეუბნება: მე სამინისტროსთან მგონიხარ, ბებიაშენი 10 წუთის წინ წამოვიდა , მთელი უბანი მოჰყავს, სამი მანქანით არიანო, გიჟივით ავვარდი იუსტიციასთან (ლაღიძის უკან), პირდაპირ ეთერში გადიოდა პენსიონერთა პროტესტი , მოშიმშილე დეპუტატები და მინისტრი))) აქ ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, ერთ საათში საშიმშილოდ არა მხოლოდ ბებიაჩემი და სამეგობრო, მათთვის სოლიდარობის ნიშნად ათობით პენსიონერი მოდიოდა და ემატებოდნენ მოშიმშილეებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“”ქართული ოცნების” 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ქართველ ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში 1.5 ლარზე მეტი უჯდება. ამ თანხით სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაფინანსდებოდა და პენსია 1 წლით 92 ლარით გაიზრდებოდა”