ტაჯიკეთში 6500-ზე მეტი ადამიანი ჯადოქრობის და ფანატიზმის ბრალდებით დააკავეს

ტაჯიკეთში უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს 1500 ადამიანი და აცხადებენ, რომ ისინი ჯადოქრები არიან. ასევე დაკავებულია 5 ათასი მოლა, რომლებსაც, მათი თქმით არ ჰქონდათ რელიგიური განათლება. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემომალი რაჰმონმა დუშანბეში მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალის მომზადების სახელმწიფო ინსტიტუტის გახსნისას განაცხადა. „სახელმწიფოს მეთაურის დავალებით და შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში 1,5 ათასი ადამიანი დააკავეს, […]
მიქაუტაძე გამოჯანმრთელდა, თუმცა მწვრთნელმა სასტარტოში არ დააყენა

ლიგა 1-ის მეთე ტურში „ლიონი“ გასვლაზე „ლილს“ დაუპირისპირდება. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც გუშინ 24 წლის გახდა, გამოჯანმრთელდა, თუმცა მწვრთნელმა პიერ საჟმა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და ალბათ, შეცვლაზე შეუშვებს. მიქაუტაძემ გასულ ტურში „ოსერთან“ დუბლი შეასრულა და დღეს გულშემატკივრების გახარებს ისევ შეეცდება. მატჩი „პიერ მორუაზე“ თბილისის დროით 00:0 საათზე დაიწყება.
„ქართუ ფონდმა“ „ჯორჯიან მანგანეზის“ ტრეიდერი კომპანიისგან ₾147 მილიონი ისესხა

ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ” 147 მილიონი ლარი ისესხა “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებული კომპანია “სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანისგან” – ამის შესახებ კომპანიის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2023 წლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. “სტიილ ინთერნეიშენალ თრეიდინგ კომპანი” არის საქართველოდან მანგანუმით და ნახშირით მოვაჭრე უმსხვილესი ჰოლდინგი, რომელიც “ჯორჯიან მანგანეზისა” და “საქნახშირის” მიერ წარმოებული პროდუქციით გლობალურ ბაზრებზე ვაჭრობს. აღნიშნული კომპანია თავის […]
საქართველოს ნაკრები ახლა ლიდერთა შორისაა და პროგრესირებს – ოლეგ ფედორჩუკი

ცნობილმა მწვრთნელმა, ოლეგ ფედორჩუკმა გამოცემა ukrfootball-თან ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების სამომავლო პერსპექტივები შეაფასა, სერგეი რებროვი გააკრიტიკა და თქვა, რას ელის გუნდისგან დარჩენილ შეხვედრებში. „ალბანეთი ევრო 2024-ზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ზოგადად, მათ ჩვენი ჯგუფის ფავორიტებად ვთვლიდი. მათთან თამაში ძალიან რთული იქნება. ქართველები თავდახრილები იყვნენ, მაგრამ ახლა უკვე ლიდერთა შორის არიან და პროგრესირებენ. ჩვენ კიდევ ერთხელ ზედმეტად […]
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი – „ქართული ოცნების“ არალიბერალური გადახრის გაგრძელება ზიანის მომტანი იქნება ევროპული პერსპექტივისთვის, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს

საქართველოს არჩევნებში თაღლითობა რუსეთის მიერ ევროკავშირის სამეზობლოში ჩარევის უფრო ფართო ჩარჩოს ნაწილია, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „დამკვირვებლებმა ძალიან ცხადად თქვეს: ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები… ძალიან ცხადად უნდა ვთქვათ, საქართველო გასული წლიდან არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ამას მოჰყვება მოთხოვნები და ვალდებულებები […]
“გთავაზობთ იდეას, ვინც ვთვლით, რომ ჩვენი ხმის ფარულობა დაირღვა…” – რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

გთავაზობთ იდეას, ვინც ვთვლით, რომ ჩვენი ხმის ფარულობა დაირღვა, წამოვიწყოთ სამართლებრივი დავა ინდივიდუალური სარჩელებით ან ერთი კოლექტიური სარჩელით. ერთია, რას ასაჩივრებენ პარტიები და არასამთავრობოები და დამკვირვებლები, და სხვა საკითხია რას ვიზამთ ჩვენ, როგორც მოქალაქეები. მგონი ვართ სათანადო მოსარჩელეები. დავეკითხოთ იურისტებს. შეიძლება ვიჩივლოთ ათასმა ადამიანმა, ან სულაც ხუთასი ათასმა. თქვით თქვენი აზრი.
გარდაიცვალა ზაალ სამადაშვილი

გარდაიცვალა ქართველი მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი. ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი, კობა სუბელიანი წერს. სამადაშვილი რამდენიმე წიგნის ავტორი იყო. 2008-13 წლებში იკავებდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას.
III კვარტალში Amazon-ის გაყიდვებმა პროგნოზს გადააჭარბა

Amazon-მა 31 ოქტომბერს მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელმა Wall Street-ის პროგნოზს გადააჭარბა, რასაც ხელი კომპანიის საცალო გაყიდვების ზრდამ შეუწყო და აქციებზე ფასი 5.7%-ით გაზარდა. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ სადღესასწაულო კვარტალში ჯანსაღ შედეგებს მოელის, რაც მიტანის სწრაფი დროითა და ხელმისაწვდომი პროდუქციის განთავსებით იქნება განპირობებული. თავის მხრივ, Amazon-ის გაუმჯობესებული შედეგები საცალო ვაჭრობის კომპანიებისთვისაც […]
ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას დამატებით $425 მილიონის დახმარება გამოუყო

1 ნოემბერს შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის თაობაზე გააკეთა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, დახმარებას კიევს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად აღმოუჩენენ. ეს 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, რიგით 69-ე ტრანშია, რომლითაც ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინა შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან უზრუნველყო. $425 მილიონის ღირებულების პაკეტი უკრაინის თავდაცვას დამატებით შესაძლებლობებს შესძენს. […]
აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს

აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი განცხადებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას დახმარება ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა. პაკეტში სხვა ყველაფერთან ერთად შედის NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტები, Stinger რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო c-UAS […]