წყალდიდობის შედეგად ვალენსიის მუნიციპალიტეტში დაკარგული ადამიანების მოსაძებნად, პოლიცია დრონებს იყენებს

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის განცხდებით, ვალენსიის რეგიონში გრძელდება დაკარგული ადამიანების ძებნა, რომლებიც ამ კვირის დასაწყისში წყალდიდობის შემდეგ გაუჩინარდნენ. უწყების ცნობით, ამ მიზნით უტიელის მუნიციპალიტეტში იყენებენ დრონებს, რათა „ყველა კუთხე-კუნჭული მოიჩხრიკოს“. ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 158 ადამიანი დაიღუპა (მსხვერპლის რაოდენობამ უკვე ორასს გადააჭარბა – რედ.). სტიქია თავს ესპანეთს წინა შაბათ-კვირას დაატყდა, […]

დაინტერესებული მხარეები გამოგონილი ბრალდებებით მიუთითებენ საარჩევნო ადმინისტრაციის და უშუალოდ მისი თავმჯდომარის კავშირებზე რუსეთთან – ცესკო

“გვინდა გამოვეხმაუროთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს მედიასა და სოციალური ქსელებში. დაინტერესებული მხარეები გამოგონილი ბრალდებებით მიუთითებენ საარჩევნო ადმინისტრაციის და უშუალოდ მისი თავმჯდომარის კავშირებზე რუსეთთან,” – ვკითხულობთ პრესრელიზში, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციამ “კომერსანტს მოაწოდა. პრესრელიზში ცესკო განმარტავს, რომ ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის […]

გია ვოლსკი – რა პრობლემაა, თუ სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში ვერ მივა, სასამართლოს მისცეს ჩვენება, ან ინფორმაცია საიდუმლო ფოსტით მიაწოდოს, იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზეა ლაპარაკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი განცხადებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს პროკურატურაში მისვლაზე, პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ მან სასამართლოს წარმომადგენელთან ერთად მისცეს ჩვენება. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რითაც ის პროკურატურაში გამოკითხვისთვის მისვლაზე უარს აცხადებს. „არათუ პროკურატურაში უნდა მივიდეს, არამედ მკაცრად და ხისტად უნდა ითხოვდეს პროკურატურისა, თუ უსაფრთხოების […]

ელენე ხოშტარია – ბრძოლის მთავარ ელემენტზე გადავდივართ, ეს არის ქუჩის პროტესტი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ამასთანავე ძალიან პრინციპული და მწვავე – დღეს აქტივისტებს ვხვდებით, რომ მათი აზრები მოვისმინოთ

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება, მათ მიერ შექმნილ შტაბში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ხოშტარიას თქმით, ისინი ყველა იმ იდეას მოისმენენ, რომელიც საპროტესტო აქციების წარმართავს და განვითარებას დაუკავშირდება. „ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციამ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ბრძოლის მთავარ ელემენტზე გადავდივართ, ეს არის ქუჩის პროტესტი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ამასთანავე ძალიან პრინციპული და ძალიან […]

ცესკოს სპიკერი – დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ სიმართლე, გიორგი კალანდარიშვილს ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს, მას არასოდეს უსწავლია რუსეთში და ამასთანავე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში

დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ სიმართლე, ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს, მას არასოდეს უსწავლია რუსეთში და ამასთანავე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა. მან ბრიფინგზე ასევე ისაუბრა რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენლის, ალექსანდრ მალკევიჩის აკრედიტაციას შესახებ. იოსელიანის თქმით, რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის […]

შალვა პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიენეს – როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ ტერიტორია

როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება. როგორც პაპუაშვილი წერს, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია იუკნევიჩიენეს განცხადება, სადაც მან აღნიშნა: „ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, იმათი ხელით, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა“. […]

ქსელზე მომხდარი ავარიის გამო სამგორის რაიონში 6600 აბონენტს ბუნებრივი გაზი დროებით შეუწყდა

ქსელზე მომხდარი ავარიის გამო სამგორის რაიონში 6600 აბონენტს ბუნებრივი გაზი დროებით შეუწყდა. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „ქსელზე მომხდარი ავარიის გამო, 2 ნოემბერს 14:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდა: მოსკოვის გამზირი 19, 33, 33-2, 33-3, 33-4, 33-5, 34, 35, 35-2, 35-3, 35-4, 36, 36ა, 36ბ, 36გ, 36დ, 36ე, 36ვ, 36ზ, 37-2, 37-3, 38ა, 39, 39-2, 39-3, 40, […]

პირველად საქართველოში! 9,10 ნოემბერს კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი “WINECAST“ , წინანდლის მამულში გაიმართება

პირველად საქართველოში! 9,10 ნოემბერს კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი „WINECAST“ , წინანდლის მამულში გაიმართება. ფესტივალის პირველი დღე, 8 ნოემბერს თბილისში, ღვინის მუზეუმსა და “თამადის” ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც საზეიმოდ გაიხსნება ქართული ვაზის ჯიშის, საფერავის მემორიალური დაფა და ამით საფუძველი ჩაეყრება “ვაზის ხეივნის” დაარსებას დედაქალაქის ისტორიულ უბანში. აღსანიშნავია, რომ აქვე შედგება ფილმის „ქვევრი“ ჩვენება და […]

ნახეთ ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 3 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: საბურთალოს და დიდუბის რაიონები ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ჯორჯ ბალანჩინის, ეთერ ბოცვაძის, დისევის, აკაკი ბელიაშვილის, ნოდარ ბოხუას და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი […]

ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და რუსული კამპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული

ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და რუსული კამპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და რუსული კამპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული”- განაცხადა ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა 2 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. “ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და რუსული კამპანიას […]