როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ ტერიტორია

როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს. როგორც პაპუაშვილი წერს, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია იუკნევიჩიენეს განცხადება, სადაც მან აღნიშნა: „ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, იმათი ხელით, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა“. […]

პირველად საქართველოში კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

პირველად საქართველოში! 9,10 ნოემბერს კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი „WINECAST“ , წინანდლის მამულში გაიმართება. ფესტივალის პირველი დღე, 8 ნოემბერს თბილისში, ღვინის მუზეუმსა და “თამადის” ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც საზეიმოდ გაიხსნება ქართული ვაზის ჯიშის, საფერავის მემორიალური დაფა და ამით საფუძველი ჩაეყრება “ვაზის ხეივნის” დაარსებას დედაქალაქის ისტორიულ უბანში. აქვე შედგება ფილმის „ქვევრი“ ჩვენება და საფერავის დეგუსტაცია. […]

შვედეთისა და დანიის პრემიერებმა კრიმინალთან ბრძოლის გზებზე იმსჯელეს

შვედეთის პრემიერმა ულფ კრისტერსონმა და მისმა დანიელმა კოლეგამ ორ ქვეყანაში მზარდ ჯგუფურ დანაშაულთან ბრძოლის გზებზე იმსჯელეს. გასული წლის განმავლობაში შვედეთში მკვეთრად გაიზარდა კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი. ქვეყანაში ხშირია სროლისა და აფეთქების შემთხვევები. ძალადობა უკვე მეზობელ ქვეყნებში – დანიასა და ნორვეგიაშიც გამოვლინდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შვედური დაჯგუფებები ემიგრანტებით დასახლებული ღარიბი უბნებიდან აგროვებენ ხალხს. […]

ვოლსკი: არ ვიცი მალკევიჩი, მალკოვიჩი ვიცი ამერიკელი მსახიობი

თუ ვინმეს ვინმე ეძებს ეს პროკურატურის ან შესაბამისი სტრუქტურების საქმეა, რომ დაიჭირონ და ჩააბარონ იქ, სადაც ჩასაბარებელია. მე არ ვიცი მალკევიჩი, მალკოვიჩი ვიცი მსახიობი ამერიკელი. ეს არ გამიგია, თქვენგან მესმის პირველად. ფაქტია, რომ საქართველოს არასდროს დაურღვევია არც ერთი კანონი და არც ერთი შეთანხმება არც ერთ ქვეყანასთან. არც რუსეთს გამოუყენებია საქართველოს ტერიტორია აქ სასეირნოდ, სანქციების გვერდის […]

Reuters – სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო

სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სერბეთის ტრანსპორტის მინისტრზე, გორან ვესიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა პარასკევს მოხდა, როდესაც სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურის შესასვლელთან გადახურვა ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. „გამოძიება დაადგენს ვინ მიიღო გადაწყვეტილებები, ვინ მოაწერა ხელი და ვინ […]

გია ვოლსკი – ვერანაირი სხვა გეგმა ვერ დაიდება, რადგან ყველანაირად გამტყუნდა ის მოსაზრებები, რითაც საზოგადოების გამოკვება უნდოდათ – არანაირი გაყალბება არ მომხდარა

ვერანაირი სხვა გეგმა ვერ დაიდება, რადგან ყველანაირად გამტყუნდა ის მოსაზრებები, რითაც საზოგადოების გამოკვება უნდოდათ – არანაირი გაყალბება არ მომხდარა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბარიერგადალახული ოპოზიციის გეგმებს გამოეხმაურა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებს სახელმწიფო გადატრიალების იდეა აქამდეც ჰქონდა და ახლა ამ საკითხის წინ წაწევა „კარვების ქალაქით“ უნდათ. „იყო ცალკეული […]

„ძლიერი საქართველო“ აცხადებს, რომ საოლქო კომისიებმა მათი საჩივრები არ დააკმაყოფილეს

ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მათ მიერ 73 საარჩევნო საოლქო კომისიაში შეტანილი საჩივრებიდან, ფაქტობრივად, არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ძლიერი საქართველო“ ითხოვდა ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიებისა და ე.წ. ქვითრების სიების გასაჯაროვებას. როგორს ის აღნიშნავს, ეს სიები საკვანძო ინფორმაციას ინახავს არჩევნებზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საოლქო კომისიები […]

„შეუძლებელია მსგავს არასერიოზულობაზე რაიმე ტიპის სერიოზული კომენტარის გაკეთება“ – სოფო ჯაფარიძე “ოცნების” ბრალდებებზე

ოპოზიციაში “ქართული ოცნების” ბრალდებებს უპასუხეს. კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს ბრალდებები “არასერიოზულია”. “შეუძლებელია მსგავს არასერიოზულობაზე რაიმე ტიპის სერიოზული კომენტარის გაკეთება. ეს არის დაცინვა, პირველ რიგში, ხალხის – იმ ხალხის, რომელსაც მოჰპარეს ხმები. ეს არის მართლაც წარმოუდგენელი რასაც ისინი კადრულობენ, სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ საერთაშორისო გამოძიებას,” – აცხადებს […]

ქართველ ხალხს კარგად ესმის, რა არის მშვიდობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების ფასი. ამიტომ ისინი მოითხოვენ, სწორედ ასეთი დასავლური ღირებულებებით მიიღონ ჩვენი ქვეყანა დასავლეთში და არა დაჩოქილი, ცალ ფეხზე მოხტუნავე და ყველა დავალებისა თუ ბრძანების შემსრულებელი

ქართველ ხალხს კარგად ესმის, რა არის მშვიდობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების ფასი. ამიტომ ისინი მოითხოვენ, სწორედ ასეთი დასავლური ღირებულებებით მიიღონ ჩვენი ქვეყანა დასავლეთში და არა დაჩოქილი, ცალ ფეხზე მოხტუნავე და ყველა დავალებისა თუ ბრძანების შემსრულებელი „არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ ტექნოლოგიური სიახლეებით ჩატარებულმა ამ დიდმა ღონისძიებამ საფუძველი გამოაცალა „გააყალბეს-გააყალბეს“ ყვირილს, რის გამოც ოპოზიციის მთავარმა იარაღმა „ისფედმა“ ვერც […]

“ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა” – მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები

პრესის თავისუფლების დამცველმა ექვსმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ღრმა შეშფოთება გამოხატა არჩევნებთან დაკავშირებული ინციდენტების, მათ შორის ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. განცხადებაში საუბარია მედიის თავისუფლების მხრივ სიტუაციის საერთო გაუარესებაზე, შეფასება საქართველოში ევროპის საბჭოს პრესის თავისუფლების ბოლო მისიის დასკვნებს ეყრდნობა. “მისიამ დაადგინა, რომ ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა. თავისუფალი და სამართლიანი […]