Baidu-ს ყოფილი AI-სპეციალისტი მილიარდერი გახდა

იუ ქაი, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, რომელიც Baidu-ს ავტონომიური მართვის პროექტის ფუძემდებელია, მილიარდერთა სიას შეუერთდა. იუს ქონებამ მილიარდიან ნიშნულს მის მიერვე დაარსებული სტარტაპის, Horizon Robotics-ის აქციების ღირებულების ზრდის გავლენთ გადააჭარბა. ოთხშაბათის მონაცემებით, Horizon Robotics-ის აქციების ფასი თითქმის 16%-ით გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ახალბედა მილიარდერი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, თავმჯდომარე და უმსხვილესი აქციონერია. Horizon Robotics-ში იუს […]
პრაღაში მეტროს გეოთერმულ ენერგიას აითვისებენ

პრაღაში აპირებენ გამოიყენონ გეოთერმული ენერგია მეტროდან სახლების გასათბობა-გაგრილებისთვის ნოვიე დვორის რაიონში. ამ მიზნით მშენებარე მეტროს ხაზზე სითბოს ტუმბოები დამონტაჟდება. საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებაზე პრაღაში მომავალი წლის ბოლომდე იქნება მიღებული. მეტროს გვირაბის ირგვლივ ნიადაგი აგროვებს სითბოს იმ ნაწილს, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება მატარებლების მოძრაობისას და მგზავრთნაკადით. სითბოს ტუმბოები ეფექტურობა ასეთია: ელექტროენერგიის ყოველ კილოვატ საათში მათ შეუძლიათ სამიდან […]
როგორ მოქმედებს უძრავის ქონების ფასზე ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები – უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია

ცნობილია, რომ ადამიანის მიერ ცხოვრების განმავლობაში დაგროვებული სიმდიდრის მნიშვნელოვან ნაწილს უძრავი ქონება წარმოადგენს. სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ამ მხრივ, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი საქართველოშია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 91%-ზე მეტი, ხოლო ქალაქის მოსახლეობის თითქმის 89%, მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობს. იმავე წლის მონაცემებით, საქართველოს უძრავი […]
ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიის რეგიონში დამატებით 5000 ჯარისკაცს და 5000 პოლიციელს გაგზავნის

ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიის რეგიონში დამატებით 5000 ჯარისკაცსა და 5000 პოლიციელს გაგზავნის, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. წყალდიდობიდან მეოთხე დღეს მაშველები ცხედრებს მანქანებსა და შენობებში ჯერ კიდევ ეძებენ. დაკარგულების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 2000 ჯარისკაცი, ათასობით მოხალისე, 2500 სამოქალაქო გვარდიის წევრი და 1800 პოლიციელია ჩართული. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში […]
კარვები საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი კოალიციის ლოჯისტიკური კამპანია – ნიკა გვარამია

კარვები საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი კოალიციის ლოჯისტიკური კამპანია – ნიკა გვარამია აქვს თუ არა რეალური გეგმა 3 ოპოზიციურ გაერთიანებას – მეშვიდე დღეა, ოპოზიციის ამომრჩეველი კონკრეტული გეგმის მოლოდინშია. ბარიერგადალახული პარტიები შეხვედრებს აგრძელებენ და ორშაბათს დაანონსებული აქციისთვის ემზადებიან სადაც, სავარაუდოდ, უნდა გაირკვეს, რას აპირებს ოპოზიცია. “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ კარვების გაშლის შესახებ გადაწყვეტილება […]
თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა

თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა თბილისში, კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა პირველ ნოემბერს საღამოს საათებში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონში მოხდა, სადაც ქალი მუშაობდა. დაჭრილია კიდევ ერთი ქალი, რომელიც თავდამსხმელის შეკავებას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით კაცი წარსულში ნასამართლევია და მან საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. დაჭრილი ქალები კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათი […]
ყოველ 3-4 ყლუპ წყალზე 20-25 გრამი პლასტმასი მოდის – საფრანგეთს მინი პლასტმასის ბოთლების აკრძალვა სურს

საფრანგეთი განიხილავს, აკრძალოს 0,5 ლიტრზე ნაკლები პლასტმასის ბოთლები. როგორც წესი, ასეთ მინი კონტეინერებში იყიდება მინერალური წყალი. კანონპროექტი განსახილველად გადაეცა ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატას. ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახლა საფრანგეთში წყალი იყიდება 0,33, 0,25 და 0,17 ლიტრიან ბოთლებშიც კი. ამრიგად, ყოველ 3-4 ყლუპ წყალზე 20-25 გრამი პლასტმასი მოდის. საფრანგეთში ყოველწლიურად 13 მილიარდი პლასტმასის ბოთლი იწარმოება. გარემოსდაცვითი […]
ცენტრალური ევროპის უდიდესი ტბა სულ უფრო მარილიანი ხდება

უნგრეთის ტბა ბალატონში, რომელიც ყველაზე დიდია ცენტრალურ ევროპაში, სულ უფრო მარილიანი ხდება. ამ დასკვნამდე ადგილობრივმა მკვლევარებმა ბოლო 130 წლის განმავლობაში ტბის ქიმიური შემადგენლობის შესახებ მონაცემების შესწავლის შემდეგ მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ წყლის შემადგენლობა მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე არ შეცვლილა. თუმცა, მას შემდეგ ტბაში გამუდმებით იმატებს მარილიანობა: ახლა მარილის კონცენტრაციამ ბალატონის ტბაში მიაღწია 620-690 […]
ელენე ხოშტარია – როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება

როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. დღეს, ოპოზიციური გაერთიანებები მათ მიერ შექმნილ შტაბში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. „იმ უდიდეს საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო – ეს არის ამ არჩევნების არ აღიარება, ამ კონკრეტულ, ძალიან კარგად გამოვლენილ ფაქტებთან […]
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელსა და აშშ-ს „დამანგრეველი პასუხით“ დაემუქრა

2 ნოემბერს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელსა და შეერთებულ შტატებს „დამანგრეველი პასუხით“ დაემუქრა ირანსა და მის მოკავშირეებზე თავდასხმებისთვის. ხამენეის გამოსვლის ფონია ირანის ოფიციალურ პირთა სულ უფრო გახშირებული მუქარები, რომ კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებენ ისრაელს მას შემდეგ, რაც მან 26 ოქტომბერს ირანზე განახორციელა თავდასხმა. ეს იერიში მიმართული იყო სამხედრო ბაზებისა და სხვა ობიექტების წინააღმდეგ […]