ხმა 100 ლარად, ოჯახი – 200 ლარად, მესაზღვრე – 200 ლარად – ფული, “კარუსელი” და ჩამორთმეული პირადობები – მედია

ტვ პირველის ცნობით, სოფელ ასპარაში, სადაც “ქართულ ოცნებას” ხმა ამომრჩეველთა 92% მისცა, თითქმის არავინ ცხოვრობს, შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში სულ 27 კაცი მონაწილეობადა, აქედან 25 ხმა “ქართული ოცნებას” მისცა, თუმცა, ჟურნალისტის ინფორმაციუთ, არა თუ 25 არამედ 5 ადამიანიც კი ვერ იპოვა, ვინც სოფელში იქნებოდა. ნინოწმინდის 30 უბანს რაც შეეხება, მწყემსი “შაბათის ეთერს” უყვება, რომ არჩევნების […]

მილიარდერები, რომლებიც ტრილიონერის სტატუსს ყველაზე მალე მიაღწევენ

მას შემდეგ, რაც მარკ ზაკბერგის ქონებამ $200 მილიარდს მიაღწია, Meta-ს დამფუძნებელი მილიარდერთა იმ ელიტარულ კლუბს შეუერთდა, სადაც, მის გარდა, მხოლოდ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და Tesla-ს CEO – ილონ მასკი არიან. 1 ნოემბრის მდგომარეობით, $200 მილიარდს აჭარბებს Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონის ქონებაც. გარდა იმისა, რომ ოთხივე მათგანის ქონება $200 მილიარდს აღწევს ან აჭარბებს, თითოეულს ტექნოლოგიების […]

ამერიკის ხმა: აშშ-ის ოფიციალური პირი საქართველოს მთავრობას საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი მექანიზმით გამოძიებისკენ მოუწოდებს

დასავლელი ლიდერები, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა გამოვლენილი დარღვევის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამასთან, მიუთითებენ, რომ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს არ უთქვამთ, რომ 26 ოქტომბერს გამართული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. კრიტიკული განცხადებები გააკეთეს, როგორც ევროკავშირის ლიდერებმა და წევრი ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა, ასევე ამერიკის პრეზიდენტმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. საქართველოში გამართულ […]

წელს, განვითარებად ქვეყნებში ცემენტზე მოთხოვნა შეიძლება კიდევ 5%-ით გაიზარდოს

წელს, განვითარებად ქვეყნებში ცემენტზე მოთხოვნა შეიძლება კიდევ 5%-ით გაიზარდოს, – ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ სამშენებლო მასალების მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საერთაშორისო ცემენტის მიმოხილვის მონაცემებს ეყრდნობა. „რეგიონების მიხედვით, ლათინური ამერიკა მზადაა 2.1%-იანი ზრდისთვის, მექსიკასა და ბრაზილიაში მდგრადი პირობების გათვალისწინებით, რომელიც პოტენციურად ანაზღაურებს არგენტინაში არსებულ კლებას. მოსალოდნელია, რომ აფრიკის მოხმარება 5%-ით გაიზრდება, მიუხედავად ცემენტის მაღალი ფასებისა […]

“სინამდვილეში ჩვენ და მიშამ წავაგეთ არჩევნები” – რა განცხადებას აკეთებს იაგო ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “რუსთავი 2“-ის ეთერში განცხადება გააკეთა: “წინასაარჩევნოდ ყვიროდნენ 4 პარტია ხმა არ დაიკარგოსო, ქარტიაო, რაღაც ასეთ გიჟობას იძახდნენ. გუშინ ამ 4 პარტიიდან უკვე 3 იყო დარჩენილი, თუმცა ამ ოთხივეს აერთიანებს ის, რომ ხალხი ყველამ აზეიმა, მიულოცეს გამარჯვება არარსებული, თავიანთი გაყალბებული ეგზიტპოლებით, ეგზიტპოლები გაყალბებული რომ იყო, ეს ცხადია. გუშინ შეიკრიბნენ, 7-ზე გეტყვით […]

ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა, ბაიოს პოკერი და “უოტფორდის” შესანიშნავი გამარჯვება შეფილდში [VIDEO]

ჩემპიოშიფის მეცამეტე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე „შეფილდ უენსდეი“ 6:2 დაამარცხა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი პასით ვაკუნ ბაიომ მეორე გოლი გაიტანა, რომელმაც პოკერი შეასრულა. ჩაკვეტაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. გიორგიმ დღევანდელ მატჩში შეუცვლელად ითამაშა. „უოტფორდმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 22 ქულით მეხუთე ადგილზეა და 6 ნოემბერს გასვლაზე […]

VOA: აშშ-ის ოფიციალური პირი ოცნებას დარღვევების დამოუკიდებელი მექანიზმით გამოძიებისკენ მოუწოდებს

ამერიკის ხმის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირი საქართველოს მთავრობას საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი მექანიზმით გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამერიკის ხმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს, ანონიმურობის პირობით ესაუბრა. “არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა უფრო მეტად გვაშფოთებს, ვიდრე იქამდე. იყო წინასაარჩევნო პერიოდში გადადგმული მთელი რიგი ნაბიჯები, რამაც გამოიწვია ჩვენი ძალიან დიდი შეშფოთება იმ მიმართულების გათვალისწინებით, რომლითაც ქვეყანა […]

თურქეთი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას გეგმავს

თურქეთი საგარეო გავლენის წინააღმდეგ ახალი კანონის შემოღებას აპირებს. სამოქალაქო საზოგადოება შიშობს, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება, რომლის ჟურნალისტები შესაბამის კანონპროექტს გაეცნენ. კანონმდებლობა, რომელიც უახლოეს დღეებში პარლამენტში განიხილება, მიზნად ისახავს შეზღუდოს იმ ადამიანების, ვინც უცხო ქვეყნის ან ორგანიზაციის გავლენით ან დავალებით მუშაობს “სახელმწიფოს უსაფრთხოების ან მისი შიდა თუ […]

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა ალბანეთთან საშინაო მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო. 14 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა საქართველოს სტადიონის საჯარო გასასვლელების ბლოკირების გამო. 12 ათასი ევრო დაეკისრა საქართველოს იმის გამო, რომ ქომაგები ფეხბურთელებსა და მსაჯს ლაზერს ანათებდნენ. 30 ათასი ევრო დაეკისრა საქართველოს იმის გამო, რომ თამაშზე ფანებმა პიროტექნიკა ისროლეს. ამავე დარღვევისთვის წესდება კიდევ ერთი სანქცია, რომლის […]

ნიდერლანდში მძარცველებმა გალერეიდან ენდი უორჰოლის ნამუშევრები წაიღეს

ნიდერლანდის სამხრეთში მდებარე ქალაქ ოისტერვეიკში, მძარცველებმა სამხატვრო გალერეის შესასვლელი ააფეთქეს და ამერიკელი ხელოვანის, ენდი უორჰოლის (06.08 1928 – 22.02.1987 წწ.) ორი ნახატი გაიტაცეს. კიდევ ორი ნახატი იქვე, შორიახლოს იპოვეს. გალერეის მფლობელმა, მარკ ვისერმა განაცხადა, რომ ქურდებმა სცადეს მოეპარათ უორჰოლის ოთხი ნამუშევარი “დედოფლის” სერიიდან, რომელიც “პოპ-არტის მეფედ” აღიარებულმა უორჰოლმა 1985 წელს შექმნა. ეს არის დიდი ბრიტანეთის, […]