“სინამდვილეში ჩვენ და მიშამ წავაგეთ არჩევნები” – რა განცხადებას აკეთებს იაგო ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “რუსთავი 2“-ის ეთერში განცხადება გააკეთა:

“წინასაარჩევნოდ ყვიროდნენ 4 პარტია ხმა არ დაიკარგოსო, ქარტიაო, რაღაც ასეთ გიჟობას იძახდნენ. გუშინ ამ 4 პარტიიდან უკვე 3 იყო დარჩენილი, თუმცა ამ ოთხივეს აერთიანებს ის, რომ ხალხი ყველამ აზეიმა, მიულოცეს გამარჯვება არარსებული, თავიანთი გაყალბებული ეგზიტპოლებით, ეგზიტპოლები გაყალბებული რომ იყო, ეს ცხადია.

გუშინ შეიკრიბნენ, 7-ზე გეტყვით გეგმასო, 7-ზე არაო, 8-ზეო იმიტომ, რომ გახარიას ველაპარაკებითო. მერე 8-ზე გამოვიდნენ და თქვეს, ორშაბათს შევიკრიბოთო და იქ გეტყვითო გეგმასო, რუსთაველზე თუ გამოივლითო; ახლა დღეს ეკითხებიან, კარვებზე არისო გამოსავალიო, არჩევნები გაყალბდაო, სპონტანურად რაღაცებს ისვრიან.

გეგმა აქვს პარლამენტში შესვლის (ოპოზიციას), ოღონდ ისე, რომ სხვას დაჰბრალდეს ეს, ეს არის გეგმა. ყველა ხვდება, რომ მიშა გაძარცვეს, სინამდვილეში ჩვენ და მიშამ წავაგეთ არჩევნები, მიშა გაძარცვეს, ყველას თავი მოგებული ჰგონია.

ახლა ფიქრობენ, როგორ შეძვრნენ პარლამენტში. უბრალოდ, იმდენი იყვირეს, მოვიგეთ, მოვიგეთო, რომ ახლა ფიზიკურად ვერაფერს ვერ შვრებიან, თორემ მართლა რა უნდა გეგმის თქმას ახლა” — თქვა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა