“გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ გადავშალოთ დონალდ ტრამპის ათწლეულის ფურცელი“ – კამალა ჰარისი

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავს და მათ აქტიურობისკენ მოუწოდებს კამალა ჰარისი. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს. “ნუ შეგეპარებათ ეჭვი იმაში, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ამ არჩევნებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ გადავშალოთ დონალდ ტრამპის ათწლეულის ფურცელი, რომელიც მთელ დროს ხარჯავს იმაზე, რომ დაგვყოს და ერთმანეთის გვეშინოდეს. ჩვენ მოვრჩით, ჩვენ დავიღალეთ ამით, […]
სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის სამხედროებმა ერთობლივი საჰაერო წვრთნა ჩაატარეს

სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის სამხედროებმა ჩაატარეს ერთობლივი საჰაერო წვრთნა, რომელშიც მონაწილეობდა მინიმუმ ერთი ამერიკული B-1B სტრატეგიული ბომბდამშენი. მანევრები იყო პასუხი ჩრდილოეთ კორეის მიერ გასულ კვირაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვებაზე. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი იუწყება შტაბების უფროსთა გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით. წვრთნები სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუდოს აღმოსავლეთით მდებარე წყლების თავზე გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, სამი […]
მაია სანდუ – ქურდებს სურთ, ჩვენი ხმები და ქვეყანა იყიდონ, მაგრამ ხალხის ძალა უფრო ძლიერია, ვიდრე მათი მაქინაციები

ხმა მივეცი მოლდოვას, მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ სწორ არჩევანს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, – მოლდოვური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ მას შემდეგ განაცხადა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არჩევანი დააფიქსირა. „დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი დამოუკიდებლობა. ქურდებს სურთ იყიდონ ჩვენი ხმა და ჩვენი ქვეყანა, […]
გიორგი სიორიძე – საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმ სქემების, მტკიცებულებების შესახებ, რომელიც ინტენსიური და ძალიან სერიოზული სამუშაოს შედეგად იქნა მიღებული

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შტაბში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მიმდინარეობდა. აღნიშნულის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი სიორიძის განმარტებით, ერთ-ერთ შეხვედრაზე განიხილებოდა საარჩევნო დღეს მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებული საკითხები. “არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე ძალიან სერიოზული მასალა არის შეგროვილი, დამუშავებული, დახარისხებული. მუშაობს ყველა ოპოზიციური პარტია, არასამთავრობო სექტორი, რომლებიც წერენ ყველა იმ დარღვევის შესახებ, […]
ლანა გალდავა – ბოლნისის სასამართლოში მტკიცებულებების სახით ორ დისკს წარვადგენ, მოვითხოვთ გაიხსნას ე.წ. სამაგიდო სიები და ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული ხელმოწერები

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, დღეს ბოლნისის სასამართლოში მტკიცებულებებს წარადგენს, რომელიც ეხება დარღვევებს, რომელიც ქვემო ქართლში არჩევნების დღეს მოხდა. გალდავას თქმით, სასამართლო პროცესზე მოითხოვს გაიხსნას ე.წ. სამაგიდო სიები და ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული ხელმოწერები. “ყოველდღიურად ჩვენ შტაბში სხვადასხვა კოალიციის წარმომადგენლები ვიკრიბებით. განსაკუთრებით, იურისტები ვმსჯელობთ საარჩევნო დარღვევებზე, უშალოდ არჩევნების დღეს და ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, იმ სისხლის […]
Tesla Cybertruck-ის გაყიდვები იზრდება, ჩინეთი ავტომწარმოებლებს ევროპაში ინვესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს – კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ “თეგეტა ჰოლდინგი” აშშ-ში Tesla Cybertruck-ის გაყიდვები იზრდება Tesla-ს ახალმა ელექტრო პიკაპმა, Cybertruck-მა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების ბაზარზე გაყიდვებით მესამე ადგილი დაიკავა. საანგარიშო პერიოდში, მასზე მაღალ პოზიციებზე მხოლოდ Tesla Model 3 და Y იყვნენ გაყიდვების მხრივ, ანუ ტოპ სამეულში ყველა ავტომობილი Tesla-ს მიერ იყო წარმოებული. Kelley Blue […]
ხამესი გუნდს კვლავ გამოიცვლის – როდრიგსესთვის “რაიო ვალეკანოში” თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა

ესპანური AS-ის ინფორმაციით, 33 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, რომელიც ამჟამად ლა ლიგის ბინადარ “რაიო ვალეკანოს” ღირსებას იცავს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს გამოიცვლის. გამოცდილ ფეხბურთელს გუნდის მთავარ მწვრთნელ ინიგო მარტინესთან კონფლიქტი აქვს. აღსანიშნავია, რომ როდრიგესი მადრიდულ გუნდში ამ შემოდგომაზე მოვიდა, ის ძირითადად შეცვლებზე შემოდის და ჯამში სულ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, […]
დღის წესრიგში ივანიშვილის დასანქცირების საკითხი დგება – სამადაშვილი

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ ივანიშვილის დასანქცირება გარდაუვალი იქნება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ოლიგარქს პარტნიორებმა ბოლო შანსი მისცეს, თუმცა მან ეს შანსი არ გამოიყენა. სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველოს წინსვლის და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი არ ექნება. ივანიშვილს ბოლო შანსს აძლევდნენ ამ არჩევნების სახით და როდესაც მან ეს შანსი არ გამოიყენა, ცხადია, დღის […]
ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის შემდეგ ქონებრივი დეკლარაცია პირველად შეავსო

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის შემდეგ ქონებრივი დეკლარაცია პირველად შეავსო – რადგანაც ის “ქართული ოცნების” #1 ნომერია და პარლამენტში შედის. ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია, ჯერჯერობით, საჯარო ფორმით ხელმისაწვდომი არაა, თუმცა ის ანტიკორუფციული ბიუროდან გამოითხოვა “რადიო თავისუფლებამ”. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილმა თავის დეკლარაციაში მიუთითა, არაერთი ოფშორული კომპანია და საბანკო ანგარიშები, რომლებზეც $153.9 მილიონი დოლარი არის განთავსებული, მათ […]
სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და “ქართული ოცნებაც” ამისთვის მომზადებულია – პაპუნა ჯანელიძე

“როგორც ჩანს, სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და ქართული ოცნებაც ამისთვის მომზადებულია. მე მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვთხოვო, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის!” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი მტკიცებით, მაშინ როდესაც სახელმწიფო სრულად მიტაცებული აქვს “ქართულ ოცნებას”, ეს მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს, დააცილებს რა […]