ჩინეთმა წარმოების სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის სრულად გახსნა

ჩინეთმა გააუქმა ყველა შეზღუდვა უცხოელი ინვესტორების წვდომაზე ქვეყნის წარმოების ინდუსტრიაზე, რაც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკისთვის გადამწყვეტი ნაბიჯია. 1-ელ ნოემბერს ძალაში შევიდა უცხოური ინვესტიციებისთვის აკრძალული ეკონომიკური სექტორების ნუსხა და მისგან გამოირიცხა წარმოებასთან დაკავშირებული ბოლო ორი პუნქტი. „დახურული“ ინდუსტრიების რაოდენობა 29-მდე შემცირდა. ახალი დოკუმენტი გულისხმობს, რომ ჩინეთის წარმოების ინდუსტრიამ მიაღწია ღიაობის მსოფლიოში წამყვან დონეებს. თითქმის ყველა განვითარებადი […]
საქართველოში ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება – თბილისის რომელ უბანშია ჰაერის ხარისხი ყველაზე ცუდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჰაერის ხარისხი ყველაზე ცუდი ამ ეტაპზე თბილისში დავით აღმაშენებლის #73-ზე არსებულ სადგურზე ფიქსირდება 126.34PM10 მკგ/მ3 (PM10 – ეს […]
ილონ მასკი: “საოცარია, მაგრამ ზოგიერთ შტატში ხმის მისაცემად არ არის საჭირო იდენტიფიცირება, ბიბლიოთეკის ბარათის წარდგენაც კი არ არის საჭირო“

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ზოგიერთ შტატში ხმის მისაცემად ამომრჩევლის იდენტიფიცირება არ არის საჭირო. “საოცარია, მაგრამ ზოგიერთ შტატში ხმის მისაცემად არ არის საჭირო იდენტიფიცირება, ბიბლიოთეკის ბარათის წარდგენაც კი არ არის საჭირო!“, – წერს ილონ მასკი. შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. წყარო: რუსთავი 2
შემოსავლის რა ნაწილს იკავებს საბინაო ხარჯები? – სტატისტიკა

საცხოვრისზე ნაკლები ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა კეთილდღეობისათვის. საქართველოში ბევრ მოქალაქეს არ ჰყოფნის ფინანსები ბინის შეძენის ან დაქირავებისთვის. ევროკომისიაზე დაყრდნობით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საბინაო ხარჯები შემოსავალთან მიმართებით საბერძნეთშია – 34% მას მოსდევს დანია 22%-ით და ნიდერლანდები 15%-ით. სახლების ფასებისა და ქირის ზრდის პირობებში, საცხოვრებლის ღირებულება შეიძლება იყოს ტვირთი. ეს შეიძლება გაიზომოს საბინაო ხარჯების გადატვირთვის […]
ოპოზიციონერ ლეონიდ ვოლკოვის თქმით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნის მოკავშირემ და ანტიკორუფციული ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლეონიდ ვოლკოვმა, კვირას განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ რუსეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელების მუხლებით. ამ მუხლების მიხედვით, რუსეთის ხელისუფლება დევნის მათ, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის ომს უკრაინაში. ვოლკოვმა ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადაწყვეტილების ფოტო. დოკუმენტის […]
რომელი დღეები იქნება 2024 წლის ნოემბერში ყველაზე წარმატებული და იღბლიანი

2024 წლის ნოემბერი სხვადასხვა სფეროში ცვლილებებისკენ და არასტანდარტული გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს არის ეტაპი, როდესაც თითოეულმა ადამიანმა წარსულის ტვირთსა და იმედგაცრუებებს საბოლოოდ უნდა დააღწიოს თავი და ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოს. გაგიჩნდებათ სურვილი, აქამდე არსებულ ურთიერთობებს, საქმეებს კრიტიკულად შეხედოთ და ობიექტური დასკვნები გამოიტანოთ. ის, რაც სექტემბერში დაიწყეთ, შესაძლოა, ახლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. იმოქმედეთ […]
მეუფე იაკობი მაია სანდუზე: გამოვიდა მოლდოვის პრეზიდენტი და ჩვენს არჩევნებზე რაღაც თქვა. შე გაჭირვებულო, შენი გაგჭირვებია

მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები?!- განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა. „ჩვენს არჩევნებზე რაღაც პრეტენზიები გაუჩნდათ შიგნით, თუ გარეთ. გამოვიდა მოლდოვის პრეზიდენტი და ჩვენს არჩევნებზე რაღაც თქვა. შე გაჭირვებულო, შენი გაგჭირვებია, როგორ ჩაატარე წინა დღეებში არჩევნები… გამოდის უკრაინის წარმომადგენელი და ჩვენზე საუბრობს. […]
ამერიკის და თქვენი კეთილდღეობისთვის, მე ყურში ტყვია მივიღე… – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს, ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენას ჰპირდება. მან ამის შესახებ ვირჯინიის შტატში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. “მე ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომელსაც ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა შეუძლია. ყველაფერს ვიზამ, რომ მას ძლიერება, თქვენ კი ნამდვილი სამსახურები დაგიბრუნოთ. მე ამისთვის დაუღალავად ვიმუშავებ. ამერიკის და თქვენი კეთილდღეობისთვის, მე ყურში ტყვია მივიღე“, – […]
4 ნოემბრიდან, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხვალიდან, 4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. მოქალაქეების იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. პროგრამის ფარგლებში, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდათ. ამ დროისთვის […]
2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინას, სულ მცირე, 36 „ორმაგი დარტყმა“ მიაყენა – Truth Hounds

2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინას, სულ მცირე, 36 „ორმაგი დარტყმა“ მიაყენა. ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-ის კვლევაშია შესული. კვლევის დროის გამოიყენეს მეთოდიკა, რომელიც ხუთი წუთიდან რამდენიმე საათამდე ინტერვალში ერთსა და იმავე ადგილზე დარტყმების მიყენების დადგენის საშუალებას იძლეოდა. ამ მეთოდიკით ასევე ადგენდა, რამდენად სწრაფად რეაგირებდნენ მომხდარზე სამაშველო სამსახურები. აღსანიშნავია, რომ 36 „ორმაგი […]