ხვალიდან გრიპის ვაქცინაციას უფასოდ შეძლებთ

საქართველოში 4 ნოემბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო […]

დონალდ ტრამპი ამერიკელებს, ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენას ჰპირდება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს, ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენას ჰპირდება. მან ამის შესახებ ვირჯინიის შტატში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. “მე ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომელსაც ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა შეუძლია. ყველაფერს ვიზამ, რომ მას ძლიერება, თქვენ კი ნამდვილი სამსახურები დაგიბრუნოთ. მე ამისთვის დაუღალავად ვიმუშავებ. ამერიკის და თქვენი კეთილდღეობისთვის, მე ყურში ტყვია მივიღე“, – […]

აშშ-ში, სოციალურ ქსელში პოპულარულ ციყვს და ენოტს ევთანაზია ჩაუტარეს – მეპატრონე ხელისუფლებას უჩივის

აშშ-ში, ხელისუფლებამ სოციალურ ქსელში პოპულარული ციყვი და ენოტი, ცხოველთა უფლებების დამცველების საჩივრების გამო, ევთანაზიის მეშვეობით დააძინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნიუ-იორკის შტატის მცხოვრებმა, მარკ ლონგომ ობოლი ციყვი გადაარჩინა და გაზარდა. რვა თვის შემდეგ, მამაკაცმა ციყვი ველურ ბუნებაში გაუშვა, თუმცა ცხოველი ველურ ბუნებაში საცხოვრებლად ადაპტირებული არ იყო და პატრონს დაუბრუნდა. ციყვი სახელად “არაქისი“ სოციალურ ქსელის ვარსკვლავი გახდა. […]

პაპუნა (მიხეილ) ჯანელიძე: „მინდა ვთხოვო ჩვენს ევროპელ მეგობრებს, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის“

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პაპუნა ჯანელიძემ სოციალური ქსელით მიმართა საქართველოს ევროპელ მეგორებს, რომ არ შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებს. “როგორც ჩანს, სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და ქართული ოცნებაც ამისთვის მომზადებულია. მე მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვთხოვო, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის! 2016 წელს, როდესაც ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, მაშინაც […]

დიმიტრი მედვედევი – დონალდ ტრამპი ომს ვერ შეაჩერებს და თუ ნამდვილად ეცდება შეიძლება ახალი ჯონ კენედი გახდეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომს ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს. მისი მტკიცებით, თუ დონალდ ტრამპი ომის შეჩერებას შეეცდება, შესაძლოა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ბედი გაიზიაროს, რომელიც 1963 წელს მოკლეს. “დაღლილი ტრამპი, რომელიც შემდეგნაირ ბანალურ აზრებს გამოთქვამს […]

საქართველოში 4 ნოემბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება

4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის […]

კადიროვმა მამამისის სახელობის მედლით დააჯილდოვა თავისი ქალიშვილი აიშატი

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსმა ქალიშვილმა და რეგიონული მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ აიშატ კადიროვამ ინსტაგრამზე დაწერა, რომ მიიღო „ახმატ-ჰაჯი კადიროვის ხსოვნის“ მედალი. დაჯილდოების ცერემონიალზე გადაღებულ ფოტოს წარწერაში აიშატ კადიროვამ აღნიშნა, რომ მისთვის „დიდი პატივი და პასუხისმგებლობა“ იყო მედლის მიღება ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ხელიდან. სურათზე აიშატი მამასთან, რამზან კადიროვთან ერთად არის გადაღებული. ტელეკომპანია „გროზნოს“ მიხედვით, კადიროვამ მედალი მიიღო […]

საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია

საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყვლა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. „ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე […]

მიხეილ ჯანელიძე – როგორც ჩანს, სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და „ქართული ოცნებაც“ ამისთვის მომზადებულია – მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვთხოვო, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის

როგორც ჩანს, სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და „ქართული ოცნებაც“ ამისთვის მომზადებულია. მე მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვთხოვო, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის!,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს, რადგან ევროპას დააცილებს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამ საკითხს, […]

საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით 85% პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადის – მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ისევ რუსეთია

საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით 85% პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადის, მთავარი ექსპორტიორი კი ისევ რუსეთია – ინფორმაციას გამოცემა “კომერსანტი” ავრცელებს და წერს, რომ საქართველოდან, მიმდინარე წლის 9 თვეში 214.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინოები გავიდა, რაც 2023 წლის ექსპორტს 10.9%-ით აღემატება. 9 თვეში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ექსპორტზე 73.6 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა. ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ისევ […]