ბუკა პეტრიაშვილი: „ბოლო წლების ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში ერთად ვიყავით! დღესაც, საღამოს 7 საათზე რუსთაველზე ჩემთან და ჩვენთან ერთად იქნება შოთია!“

ანალიტიკოსი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ალექსი [ბუკა] პეტრიაშვილი დღეს ოპოზიციის ორგანიზებით დაანონსებულ აქციას ეხმაურება სოციალურ ქსელში: „ბოლო წლების ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში ერთად ვიყავით! დღესაც, საღამოს 7 საათზე რუსთაველზე ჩემთან და ჩვენთან ერთად იქნება შოთია!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჯავასთან იყო. მიწისძვრა თბილისის დროით 09:32 საათზე, დაბა ჯავასთან, დასავლეთით 11 კმ-ში, სოფელ აბანოსთან მოხდა და მისი სიმძლავრე 3,9 (ML) მაგნიტუდა იყო.

ზურაბიშვილი: მოლდოვის არჩევნები იმის „მტკიცებულებაა“, რომ საქართველოში არჩევნები „მოპარულია”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის არჩევნებს მიიჩნევს საქართველოში „მოპარული არჩევნების საუკეთესო მტკიცებულებად“. „თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა“, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 4 ნოემბერს, სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, პროევროპელი მაია სანდუს გამარჯვების შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა მეორე პოსტიც იმის შესახებ, რომ რუსეთის მსგავსი ჩარევის და მასობრივი გაყალბების […]

“თავისუფლება აფხაზეთს” – სოხუმში რუსეთთან მორიგი შეთანხმების შემდეგ წარწერები გაჩნდა

ტელეგრამ არხის “RESPUBLICA-ს” ინფორმაციით, სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ, გაჩნდა წარწერები: “ხალხის მოღალატეები”, “თავისუფლება აფხაზეთს” და ა.შ. წარწერების მაპროვოცირებელი მიზეზი, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შეთანხმების ხელმოწერა გახდა, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს. ფოტოები: RESPUBLICA რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების […]

საინფორმაციო ბრიფინგი დეზინფორმაციაზე თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციას და თავმჯდომარეს კავშირი აქვს რუსეთთან

გვინდა გამოვეხმაუროთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს მედიასა და სოციალური ქსელებში. დაინტერესებული მხარეები გამოგონილი ბრალდებებით მიუთითებენ საარჩევნო ადმინისტრაციის და უშუალოდ მისი თავმჯდომარის კავშირებზე რუსეთთან. გვინდა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული და ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. […]

ის პარასკევები, რომელიც სალომე ზურაბიშვილს დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე, სულ უფრო მცირდება – შალვა პაპუაშვილი

ის პარასკევები, რომელიც მას დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე სულ უფრო მცირდება და მე მგონი, უბრალოდ მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე და ღირსეული, ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართველი დიპლომატების მისამართით დაწერილ პოსტს ეხებოდა. „ქალბატონი სალომეს დამოკიდებულება დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით დიდი ხანია ცნობილია, […]

შაქრის ფასი იზრდება

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე შაქრის ფასი იზრდება. საერთო ჯამში, გასულ წელთან შედარებით ნედლეული 7.5%-ითაა გაძვირებული. ზემოხსენებული საქონლის გაძვირება, ცხადია, შოკოლადის, ნამცხვრების და ტკბილეულის ფასების ზრდას უწყობს ხელს. ბაზარზე არსებული ტენდენციის განმაპირობებელ მიზეზად ექსპერტები კლიმატურ ცვლილებას და ტემპერატურის ზრდას ასახელებენ. აზიისა და აფრიკის რეგიონში რეკორდული უნალექობისა და სიცხის ფონზე, შაქრისა და კაკაოს პლანტაციები ნადგურდება, მოსავლის დაზიანება კი […]

მოლდოველი ემიგრანტები გახდნენ ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი – ქვეყნის არჩევნების შედეგის განმკარგველები, საქართველოში ეს სქემა ვერ აამუშავეს, თუმცა, შეეცდებიან აქ თავიანთი აგენტურის გამარჯვებას მიაღწიონ, ოპოზიციის მიტინგებზე დიდი ფსონი იქნება დადებული

მოლდოველი ემიგრანტები გახდნენ ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი – ქვეყნის არჩევნების შედეგის განმკარგველები, საქართველოში ეს სქემა ვერ აამუშავეს, თუმცა, შეეცდებიან აქ თავიანთი აგენტურის გამარჯვებას მიაღწიონ, ოპოზიციის მიტინგებზე დიდი ფსონი იქნება დადებული მოლდოვაში სანდუს გამარჯვება იყო სრულიად პროგნოზირებადი შედეგი. დასავლეთი სანდუს არ დათმობდა. დაფიქსირდა საინტერესო ფენომენი – ევროპაში მცხოვრები მოლდოველი ემიგრანტები გახდნენ ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი – ფაქტობრივად ქვეყნის […]

ირაკლი კუპრაძე – ვემზადებით მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს წინააღმდეგობა არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას

ახლა კოალიციურ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს საკოორდინაციო შეხვედრა. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავლილია, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან 3 ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ისინი ემზადებიან მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს წინააღმდეგობა არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას. „ახლა კოალიციურ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს საკოორდინაციო შეხვედრა. […]

„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს – გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. პროექტში კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე განახლდა 8.5 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, 2.6 კმ-ზე […]