ზურაბ ბატიაშვილი – მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვება აჩვენებს, რომ რუსეთი საკუთარი გავლენის აღდგენას ვერ ახერხებს

მიუხედავად იმისა, რომ მილიარდობით დოლარი დახარჯა რუსეთმა, მან ვერ შეძლო მოლდოვაში პრორუსული ძალების მოყვანა ხელისუფლებაში ანუ რუსეთის პროექტს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი ახალი ფორმით, მოლდოვამ უარი უთხრა და ეს არის სერიოზული დარტყმა იმიტომ, რომ ზოგადად თუ ვინმე წინააღმდეგობას უწევს ახლა რუსეთის ამ პროექტის აღდგენას, ეს არის კიევი, ეს არის კიშინიოვი და ვერც ერთგან რუსეთი ვერ არის […]
საბა ბუაძე – პროტესტი გაგრძელდება იმდენ ხანს და ისეთი ფორმით, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს

პროტესტი უნდა იყოს განგრძობადი, მას უნდა ჰქონდეს ძალიან კონკრეტული ამოცანები და უნდა ვიცოდეთ, რა ძალასთან გვაქვს საქმე – ეს პროტესტი გაგრძელდება იმდენ ხანს და ისეთი ფორმით, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მათ ერთი ძალიან მკაფიო გეგმა აქვთ – „წინააღმდეგობა იმ რუსულ სპეცოპერაციასთან, რომელიც […]
თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – დღეს ტარდება მნიშვნელოვანი პროცესი – მოხდება ხმის მიცემის იმიტაცია, რათა გადამოწმდეს, 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო თუ არა ხმის მიცემის ფარულობა დაცული

თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში, დღევანდელ სხდომაზე, 26 ოქტომბრის არჩევნების დღის საჩივრების განხილვა გაგრძელდება, სადაც ცესკო-დან გამოთხოვილი ხმის მთვლელი აპარატის, ბიულეტენის, ჩარჩო კონვერტისა და მარკერის გამოკვლევა მოხდება, რათა გაირკვეს, იყო თუ არა არჩევნების დღეს ფარულობა დარღვეული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ განუცხადა, თუ დამტკიცდა რომ ფარულობა დარღვეული იყო, შეიძლება თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტის არჩევნების […]
ფოთის საქალაქო სასამართლომ ხობის ერთ-ერთი უბნის შედეგების გაუქმების შესახებ 3 არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ფოთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც სამ არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ღია სივრცე კავკასია“ და „საქართველოს მომავლის აკადემია“ ხობის 66- ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-3 უბნის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. სხდომას მომჩივანი მხარეები არ დასწრებია. ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობდა და საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო […]
რატი იონათამიშვილი – ობიექტური დამკვირვებლების, მათ შორის საერთაშორისო შემფასებლების არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველოში არჩევნები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ვიდრე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში

ობიექტური დამკვირვებლების, მათ შორის საერთაშორისო შემფასებლების არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველოში არჩევნები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ვიდრე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში – ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ერთი არგუმენტიც ვერ დადო! – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განუცხადა. იონათამიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტი არა აქვს, ჭორაობას მიმართავს. „მთელი მათი […]
TI: ცესკოს თავმჯდომარემ, სხვა პირებმა პასუხი უნდა აგონ გაყალბებაში თანამონაწილეობისთვის

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ზოგიერთი სქემის იმპლემენტაცია შეუძლებელი იქნებოდა სხვადასხვა უწყებების ჩართულობის გარეშე. ორგანიზაცია ამას კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ მრავალრიცხოვან და განმეორებით ხასიათის დარღვევებზე დაყრდნობით წერს, რომელთა შესახებაც როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლები იუწყებოდნენ. TI-ის თანახმად, გაყალბების სქემის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საარჩევნო ადმინისტრაციამ – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7257 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:30 საათისთვის ერთი დოლარი 2.7257 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7243 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 1-ლი ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7264 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9595 ლარია.
როგორც ევროპელი პოლიტიკოსები მოისურვებენ, რომ ევროპული ღირებულებებით იხელმძღვანელონ და არა რაღაც გაუგებარი პოლიტიკური თუ კლანური მიზნებით, ზუსტად იმ მომენტში გადაიტვირთება ყველაფერი და იქნება ჩვეულებრივი ურთიერთობები

როგორც ევროპელი პოლიტიკოსები მოისურვებენ, რომ ევროპული ღირებულებებით იხელმძღვანელონ და არა რაღაც გაუგებარი პოლიტიკური თუ კლანური მიზნებით, ზუსტად იმ მომენტში გადაიტვირთება ყველაფერი და იქნება ჩვეულებრივი ურთიერთობები როგორც ერთ ცნობილ გამონათქვამშია, „ჩვენ დავიწყეთ?“ – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგების შესახებ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს არაფერი დაუწყია და […]
სინამდვილეში, „ქართულმა ოცნებამ“ და ხალხმა თავის არაესკალაციის პოლიტიკით, გადაარჩინეს არა მხოლოდ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას, არამედ, ევროპაც ეკონომიკურ პრობლემებს

სინამდვილეში, „ქართულმა ოცნებამ“ და ხალხმა თავის არაესკალაციის პოლიტიკით, გადაარჩინეს არა მხოლოდ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას, არამედ, ევროპაც ეკონომიკურ პრობლემებს გავიხედოთ გარშემო, ფაქტობრივად ცეცხლის რკალში ვართ და მოვახერხეთ ის, რომ საქართველო, თან იმ პირობებში, როდესაც მისი ორი ტერიტორია ოკუპირებულია, არის ფაქტობრივად მშვიდობის ოაზისი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის […]
რა მადლია ამათთვის – შემოაკავო, გადატიხრო, ყველას თავისი ბაგა მისცე, ჭრელი ბრეზენტი გადააფარო და აუნთო შუქები

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს, კერძოდ კარვების გაშლის თემას ეხმიანება. როგორც ქადაგიძე წერს, ოპოზიციისათვის მადლი იქნება მათ მოქმედების არეალი მოუხაზო და სახელმოფოობანას თამაშის უფლება მისცე. ექსპერტის აზრით, ამის შესაძლებლობა მათ ბედნიერს გახდის. „რა მადლია ამათთვის – შემოაკავო, გადატიხრო, ყველას თავისი ბაგა მისცე, ჭრელი ბრეზენტი გადააფარო და აუნთო შუქები. […]