,,პროკურატურიდან დამირეკეს… ტყუილად გგონიათ, რომ გამაჩერებთ“ – ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარცხად გამოძიება რომ დავიწყეთ მაგაზე გიბარებთ, რადგან თქვენ გაყალბების მტკიცებულებებზე და სქემებზე საუბრობთო. 1. კარგია, რომ გაყლბების მტკიცებულებებმა და სქემებმა შეგაშინათ; 2. ჩვენ დაკვეთილ, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და არჩევნების მოპარვის გაფორმების მიზნით წარმოებულ გამოძიებებში არ დავდივარ; 3. უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ […]

ოპოზიცია დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

სამი ოპოზოციური კოალიცია დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,დღეს 19.00 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაიმართება საპროტესტო აქცია. აქციამდე, 5 საათზე, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები შეიკრიბებიან ვაგზლის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე. საიდანაც მოეწყობა მსვლელობა – საპროტესტო მარში. ოპოზიციური პროდასავლური კოალიციების გაერთიანება მოუწოდებს მხარდამჭერებს და საქართველოს მოქალაქეებს, აქციამდე შეიკრიბონ ვაგზლის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე […]

დღეს 17:00 საათზე, ვაგზლის მოედნიდან, პოლიტიკური პარტიის ლიდერები რუსთაველის გამზირისკენ სხვადასხვა მარშრუტით გავემართებით – ნიკა მელია

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან 3 ოპოზიციური გაერთიანების საერთო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა: „მომდევნო დღეებში ძალიან ბევრი ღონისძიება გაიმართება ყოველდღიურად თბილისში, მაგრამ დღეს 17:00 საათზე, ვაგზლის მოედნიდან, პოლიტიკური პარტიის ლიდერები რუსთაველის გამზირისკენ სხვადასხვა მარშრუტით გავემართებით. მეტროსადგურის ამოსასვლელთან შევიკრიბებით და პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით იქ, სადაც დასაცავია ღირსება და სიმართლე. „ქართულ ოცნებაში“ ნურავის ექნება ილუზია, რომ […]

მესი “ბარსელონაში” დაბრუნდება? – შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალამდე დიდი ამბავი მოხდეს…

Gol Digital-მა დღეს გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია და დაწერა, რომ ლიონელ მესი შესაძლოა, “ბარსელონაში” დაბრუნდეს. აღნიშნული წყაროს ცნობით, არგენტინელი ვარსკვლავი მაიამის “ინტერში” დარჩენას 2025 წლის დეკემბრამდე გეგმავს, მისი კონტრაქტის ამოუწურვიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ 6 თვე იქნება. მას უნდა, რომ კონკურენტუნარიან გარემოში მოხვდეს, მოემზადოს მისთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატისთვის და შესაძლოა, “ბლაუგრანაშიც” დაბრუნდეს. მესი თვლის, რომ […]

პაპუაშვილმა განმარტა, პრეზენტაციაზე გამოყენებულ საქართველოს რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მკვეთრად რატომ არ ჩანდა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ დელეგატების მონაწილეობის შესახებ საუბრისას, მან პრეზენტაციაზე ელექტრონულად აჩვენა საქართველოს რუკა და თქვა, რომ ოცდაათივე საარჩევნო ოლქში ჰყავდათ დელეგატები, რომლებმაც მოსახლეობასთან შეხვედრები ჩაატარეს. ამ ინფორმაციის ვიზუალურად გადმოსაცემად, პაპუაშვილმა „სლაიდზე“ აჩვენა საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული […]

ბადრი ჯაფარიძე – მტკიცებულებები გროვდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში და შეჯამებულია, გავაცანით ჩვენს პარტნიორებს, ვაცნობთ საზოგადოებას – გეგმა უკვე ხორციელდება

მტკიცებულებები გროვდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში და შეჯამებულია, გავაცანით ჩვენს პარტნიორებს, ვაცნობთ საზოგადოებას – გეგმა უკვე ხორციელდება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ცივილიზებული სამყაროს არცერთი წარმომადგენელი არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას. „გეგმა უკვე ხორციელდება. გეგმა შემდგომ ნაბიჯებს მოიცავს: შეგროვებული იქნა მტკიცებულებები არჩევნების გაყალბების თაობაზე; ის, რომ არჩევნების პროცესი […]

შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი

კომპანია „კარფური,“ რომელიც საქართველოში წარმოდგენილია „მაჯიდ ალ ფუტაიმის“ მიერ, ყოველთვის მოწინავე იყო მომხმარებლებზე ზრუნვისა და მათი ცხოვრების გამარტივების თვალსაზრისით. ციფრულ ზრდაზე ფოკუსირებით, ფრანგული ბრენდი მიზნად ისახავს, მოსახერხებელი და უსაფრთხო მომსახურება შესთავაზოს თავის მომხმარებლებს. დღეიდან, Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციებში მინიმუმ 100 ლარის ოდენობის პროდუქციის შეძენისას, მომხმარებლები უფასო მიტანის სერვისითა და 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. კარფურის ონლაინ მაღაზიაში […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „TAM მენეჯმენტს“ შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე, კომპანიამ სტუდენტებისთვის სტიპენდია დააწესა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის კომპანიამ – „TAM მენეჯმენტი“ (თბილავიამშენი), სტიპენდია დააწესა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები TAM მენეჯმენტის გენერალური დირექტორის მოადგილეს […]

რა როლი ჰქონდა ცესკოს არჩევნების გაყალბების სქემაში – საერთაშორისო გამჭვირვალობა

,,26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ მრავალრიცხოვან და განმეორებითი ხასიათის დარღვევებთანდაკავშირებით, რომელთა შესახებაც იუწყებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ გაყალბების ზოგიერთი სქემის იმპლემენტაცია შეუძლებელი იქნებოდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობის გარეშე ” – ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობის დასკვნაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, გაყალბების სქემის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საარჩევნო ადმინისტრაციამ – ცენტრალურმა საარჩევნო […]

მადრიდის „სინემატიკაში“ სერგო ფარაჯანოვის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა

ოქტომბრის ბოლოს, ესპანეთის დედაქალაქში სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა მოეწყო. მადრიდის კინოარქივის, ესპანეთის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით მადრიდის „სინემატიკაში“ უჩვენეს კინოცენტრის მიერ აღდგენილი სერგო ფარაჯანოვის ორი ფილმი _ „ამბავი სურამის ციხისა“ და „აშიკ-ქერიბი“. ესპანეთში სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრები წარადგინა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსმა მანანა […]