ეკატერინე მიქაბაძე – საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები ძლიერია

ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები ძლიერია საქართველოში და სწორედ ეს განსაზღვრავს იმ ეკონომიკურ ვითარებას, რომელიც დღეს გვაქვს, – ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ქვეყანაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ ნარჩუნდება და ოქტომბერში 0.3%-ს შეადგენს. მისივე თქმით, ფასების სტაბილურობის მიღწევა სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, როგორც დროული გამკაცრების, ასევე ეტაპობრივი ნორმალიზების მიმართულებით. „დავიწყებ ფასების […]

DIB სკოლაში თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი გაიხსნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, პროგრამის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. უწყების განცხადებით, მინისტრის მოადგილემ პროგრამის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე 2 წელია კურსი სრულად ქართული […]

ლევან სანიკიძე – ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია ავტორი სიძულვილის ენის, რომელიც ტროლ-ბოტებით იწყება და მთავრდება საჯარო მოხელეების იძულებით, რომ უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის აგინონ

ამ ქვეყანაში სიძულვილის ენის ავტორია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 12 წელია ამ მეთოდით მართავს ქვეყანას. მან შექმნა ამ ქვეყანაში სიძულვილის ენა, რომელიც იწყება ტროლ-ბოტებით და მთავრდება საჯარო მოხელეების იძულებით, რომ აგინონ უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მათი ამომრჩევლების წინააღმდეგაც მიდის, […]

“სალიასთვის ბრძოლაში ტოპ კლუბები დავამარცხეთ” – “ნიუკასლის” სპორტულმა დირექტორმა ქართველ ახალწვეულზე ისაუბრა

“ნიუკასლის” სპორტულმა დირექტორმა პოლ მიჩელმა გუნდის ახალწვეულზე ვახტანგ სალიაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, თბილისის “დინამოს” 17 წლის ფეხბურთელი “კაჭკაჭებს” 2025 წლის აგვისტოში შეუერთდება, როდესაც 18 წლის გახდება. “მოხარულები ვართ, რომ სალიასთვის ბრძოლაში ტოპ კლუბები დავამარცხეთ და ფეხბურთელი კარიერას ჩვენთან გააგრძელებს. განვითარებადი ნიჭის სკაუტირება და ახალგაზრდა ტალანტების მოძიება მდგრადი მომავლის აშენების არსებითი ნაწილია, ბაზარი კი სასტიკი და კონკურენტუნარიანია. […]

კახა კალაძე ოპოზიციაზე – განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?!

განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?! – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ თბილისში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დღეს აქცია გაიმართება. მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ამომრჩევლები არ დაკარგონ და სისულელეებს მიედ-მოედებიან. „არაერთი კვლევა ვიხილეთ კამპანიის ფარგლებში. 2012 წლიდან მოყოლებული […]

გია ვოლსკი საქართველოს რუკაზე – დიზაინერების მიმართ პრეტენზია გამოსათქმელია, ტექნიკური გაუმართაობა შეიძლება მკაცრ შენიშვნას იმსახურებს, მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი გააკეთებდა ამას განზრახ?!

რასაკვირველია, მე რუკის ვიზუალი დავიწუნე – პირადად ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისთვის მისაღები არ არის, როდესაც პროპაგანდისტული გამოსვლა გაქვს, რეალურ ფაქტებს ეყრდნობი და ამ დროს რუკაზე ნათლად არ ჩანს, რომ საქართველოს ტერიტორია მთლიანად არის მოხაზული, – ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის დროს, “სლაიდზე“ ნაჩვენებ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით, […]

ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინელებს მანამ, სანამ დასჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ანალენა ბერბოკი უკრაინაში მერვედ ჩავიდა რუსეთის შეჭრის შემდეგ.

კახა კალაძე – არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა – რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მობილიზებაში პარტიაც ჩართულია

არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა – რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მობილიზებაში პარტიაც ჩართულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ უკვე ყველანაირი რესურსი ამოწურა. „სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით და აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ნახეთ, რამხელა სხვაობაა „ქართულ ოცნებასა“ და მეორე ადგილზე […]

როგორია ზამთრის სეზონზე ნაყინზე მოთხოვნა?

ნაყინი ცხელ დღეებში გემრიელად გაგრილებასთან ასოცირდება. უკვე ნოემბერია და ტემპერატურაც ნელ-ნელა დაბლა იწევს. ამ პერიოდში ადამიანები საყვარელ ტკბილეულზე გაციების შიშით უარს ამბობენ. სანაყინეს უფრო გაბედული ადამიანები აკითხავენ, რომლებსაც ყელის ტკივილის შიში ნაყინზე უარს ვერ ათქმევინებს. მესამე წელია ბაზარზე სანაყინე ,,ბურატინო’’ გამოჩნდა. სანაყინე საქართველოში პირველია, რომელიც მომხმარებელს ტაილანდური ტექნოლოგიით დამზადებულ ტკბილეულს სთავაზობს. არჩევანი მრავალფეროვანია. ცოცხალი ხილით, […]

ლონდა თოლორაია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა უწყებაში მისვლას არ აპირებს

სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია პროკურატურაში 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ თოლორაია სოციალურ ქსელში წერს. მისივე განმარტებით, საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს. „წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული დღემდე, პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებას ვთხოვდით: პირადობის მოწმობების ჩამორთმევის გზით ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე; პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების ფაქტებზე; ხმის […]