კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე, ვინ არის, რას წარმოადგენს, საიდან იმართება, სახე დაკარგა – ჩვეულებრივი მავნებელია, სხვას არაფერს ვიტყვი, გვარამია გეტყვით მაგასთან დაკავშირებით

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე, ვინ არის, რას წარმოადგენს, საიდან იმართება – სახე დაკარგა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქართველი დიპლომატების მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყველანაირ ჩარჩოს გასცდა და ქვეყნისთვის ზიანის მიყენებით არის დაკავებული. „ეს ადამიანი საერთოდ გასცდა ყველანაირ ჩარჩოს. არ […]

კახა კალაძე რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე – ვიდეოკამერამ ვერ აღიქვა ის, რაც იყო – ამ ადამიანებს უფლება არ აქვთ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთონ განცხადებები, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რაც დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს

ვიდეოკამერამ ვერ აღიქვა ის, რაც იყო – ამ ადამიანებს უფლება არ აქვთ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთონ განცხადებები, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, ის რაც დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, […]

კახა კალაძე გახარიას განცხადებაზე – კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები, მაგრამ რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?

ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ბრალდებების საპასუხოდ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და ამის შესაბამისი დასკვნებიც არსებობს. „ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია. აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენონ. რეალურად არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში […]

,, ახლა მითხარით – ვის გჯერათ, რომ ФСБ-მ და სუს-მა ეს არ იკადრეს?!” – გია ხუხაშვილი

ანალიტოკოსი გია ხუხაშვილი: ,,როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პირადობის მოწმობებით და საერთოდ პირადი მონაცემებით მანიპულირებაზე, მგონი ყურადღების მიღმა გვრჩება ამ ტიპის ქმედების ყველაზე დიდი გარანტირებული სეგმენტი, ნამდვილი საარჩევნო ბეღელი, რომელიც ძალიან მარტივი ასათვისებელი იყო. ეს გახლავთ, რუსეთში ლეგალურად, ნახევრად ლეგალურად, თუ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ჯამური რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით თითქმის 500.000 ადამიანს უახლოვდება. მოლდოვისგან განსხვავებით ФСБ-ს […]

განსაცვიფრებელია რომ აშშ-ის გარკვეულ შტატებში ხმის მისაცემად არ გჭირდებათ პირადობის მოწმობა, ბიბლიოთეკის ბარათიც კი

SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში “რესპუბლიკელების” კანდიდატ დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, სხვადასხვა შტატში, პიროვნების საიდენტიფიკაციო ბარათის გარეშე ხმის მიცემას განსაცვიფრებელს უწოდებს. როგორც მასკი აღნიშნავს, კონკრეტულ შტატებში, ამომრჩეველს არათუ პირადობის მოწმობა, ბიბლიოთეკის ბარათიც კი არ სჭირდება იმისთვის, რომ ხმა მისცეს. “ყველაზე განსაცვიფრებელი ის არის, რომ ნაცრისფერ შტატებში არსად ხმის მისაცემად არ გჭირდებათ პირადობის […]

Amnesty მოუწოდებს ირანს, გაათავისუფლონ ირანელი ქალი, რომელიც პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტთან თითქმის სულ გაშიშვლდა

საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია Amnesty International-ი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ახალგაზრდა ქალი, რომელიც თეირანის უნივერსიტეტის შენობასთან თითქმის მთლიანად გაშიშვლდა შევიწროების წინააღმდეგ აშკარა პროტესტის ნიშნად. ირანის ხელისუფლებამ სტუდენტი ქალი დააკავა 2 ნოემბერს, როცა მან ქვედა საცვლებამდე ყველაფერი გაიხადა უნივერსიტეტთან, ქუჩაში. ვიდეოჩანაწერი პირველად გამოაქვეყნა სტუდენტურმა არხმა Amir Kabir-მა, შემდეგ კი უფლებადამცავმა ჯგუფმა Hengaw-მ, Amnesty International-მა და სხვებმა. „გათავისუფლებამდე […]

მეზვრიშვილი: ბაზებზე არპასუხი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში კალანდარიშვილის ჩართვას ნიშნავს

გახარია საქართველოსთვის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ცესკო ამ დრომდე მალავს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებებს, კერძოდ, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა. მეზვრიშვილის თქმით, ბაზების გახსნასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, ცესკოს თავმჯდომარე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და არ აქვს კონკრეტული პასუხი, რაც მისივე თქმით, მიუთითებს, რომ გიორგი კალანდარიშვილი პირდაპირ არის […]

ნათია თურნავას ქმედების გამო გვაქვს სტაბილური საფინანსო გარემო – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას საქმიანობას დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პაპუაშვილმა უპასუხა BMG-ის კითხვას ეროვნული ბანკის საქმიანობასთან, მათ შორის წინასაარჩევნოდ რეკორდულ ინტერვენციებთან დაკავშირებით. ის მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი ძალიან გამართულად მუშაობს. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ ნათია თურნავას სახელს უკავშირდება სანქციების აღსრულების წესთან დაკავშირებით სადავო […]

„თქვით მისი სახელი, დაანახეთ მსოფლიოს მისი უშიშრობა“ — ირანელი სტუდენტი ქალის მდგომარეობა უცნობია

მესამე დღეა, რაც სოციალური ქსელები ირანელი ქალი სტუდენტის ამბავმა მოიცვა. ვიდეომ, სადაც ჩანს როგორ გამოდის ახალგაზრდა ირანელი ქალი, საცვლებში და გაშლილი თმით, უნივერსიტეტის კამპუსის წინ, როგორ გადადის მოგვიანებით გზაზე და მიუყვება ტრასას, სადაც ცოტა ხანში მანქანა უჩერდება და მამაკაცების ჯგუფი ქალს მანქანაში ტენის. სტუდენტი ქალის ვინაობა ოფიციალურ წყაროებს არ დაუდასტურებიათ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის […]

“ჩემი ხმა” პროკურატურას სთხოვს, დაიწყოს გამოძიება ცესკოს ხელმძღვანელი პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე

სამოქალაქო ორგანიზაციების გაერთიანებული სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” პროკურატურისგან მოითხოვს, დაიწყონ გამოძიება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების მიერ სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. საუბარია სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელშეშლა; ხმის ფარულობის დარღვევა; ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობა; არჩევნების გაყალბება; ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა და ა.შ. კოალიციის სპიკერმა, […]