თინა ბოკუჩავა – გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები, შეუპოვარი ბრძოლა – ვნახეთ, რა გეგმა აქვს ივანიშვილს, მოღალატე პაპუაშვილის მიერ ნაჩვენებ საქართველოს რუკაზე, სადაც ოკუპირებული რეგიონები უკვე გამქრალია

გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები. გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვების დაბრუნებისთვის , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის გეგმა კარგად გამოჩნდა დღეს. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი იმისთვის იხდიდა წინასაარჩევნოდ ბოდიშს, რომ საქართველოს რუკიდან ოკუპირებული ტერიტორიები გაექრო. […]

ზურაბ ჯაფარიძე – მალე პარლამენტის შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია ცნონ, ეს არ უნდა დავუშვათ! – თქვენ ქვეყანაში თავისუფლების ბოლო ბასტიონი ხართ, ქუჩაში ბრძოლა მოგვიწევს, მზად იყავით!

10-დღიანი ვადაა კონსტიტუციით განსაზღვრული, როდესაც ამ შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია უნდა ცნონ. ეს არ უნდა დავუშვათ!, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „სახე უნდა აეხეს ყველას“, ვინც გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას. „რეალობაა, რომ თქვენ გაიმარჯვეთ, პარტიებმა კი არ გაიმარჯვეს, […]

გრეტა თუნბერგი – აღმაშფოთებელი, ავტორიტარული განვითარებაა, რაც ახლა საქართველოში ხდება – აქ ვიმყოფები, რათა გამოვხატო მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად გამოდიან

აქ ვიმყოფები, რათა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად გამოდიან, მხარდაჭერა გამოვხატო , – ამის შესახებ შვედმა აქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა თბილისში აქციაზე, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება “აღმაშფოთებელია”. „აქ ვიმყოფები, რათა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა თავისუფლება, […]

გრეტა ტუნბერგი რუსთაველზე, აქციაზეა

შვედი გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი თბილისშია. უფლებადამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა. ფოტო – სოციალური ქსელიდან

ოპოზიციის 8-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა

ოპოზიციურმა კოალიციებმა აქციის მონაწილეებს 8-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნეს: · ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას 2. არ ვაღიარებთ მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას 3 ვიწყებთ წინააღმდეგობის ფრონტს, ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში 4. ყოველი შემდეგი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე, შედეგზე ორიენტირებული 5. ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დოკუმენტაციის შეგროვებას, რათა ყველა დამნაშავე […]

ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ სამი ოპოიზიციური პარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან ერთად დემონსტრანტებმა სადგურის მოედნიდან რუსაველის გამზირამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტები პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს პირველმა სიტყვით მიმართა „ძლიერი საქართველოს“ წევრმა […]

აშშ ევროპას რუსეთთან თვითმკვლელი პირდაპირი კონფლიქტისთვის ამზადებს – სერგეი ლავროვი

აშშ ევროპას რუსეთთან თვითმკვლელი პირდაპირი კონფლიქტისთვის ამზადებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვს უარი არ უთქვამს დასავლეთთან დიალოგზე და განიხილავს წინადადებებს კონტაქტების აღდგენის შესახებ, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. „როგორც სარეზერვო ვარიანტი ზელენსკის რეჟიმის ჩავარდნის შემთხვევაში, ისინი ამზადებენ კონტინენტურ ევროპას თვითმკვლელობის ავანტურასა და რუსეთთან პირდაპირ სამხედრო […]

ბაიდენი: მოლდოვაში სანდუს ხელახალი არჩევა რუსეთის მარცხის ნიშანია

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო წინასწარი შედეგების თანახმად მეორე ვადა მოიპოვა მოქმედმა, პროდასავლელმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ – რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის გზაზე ევროკავშირში გასაწევრიანებლად, და რასაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უწოდა უწოდა რუსეთის ჩარევის “მარცხი”. დათვლილია ყველა ბიულეტენი და ცენტრალური საარჩევნო კომისია (CEC) აცხადებს, რომ სანდუმ მოიპოვა ხმათა 55,33 პროცენტი, მაშინ, […]

ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით – ნიკა მელია

“კოლიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეიდან არცერთი დღე აქციის გარეშე არ ჩაივლის: „ჩვენ ყოველ დღე ვიქნებით თბილისში. ზოგჯერ ვიქნებით ძალიან ბევრნი, ზოგჯერ იმაზე ბევრნი, მაგრამ ერთ რიგით კალენდარულ დღეს, უახლოეს პერიოდში, იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ [პარლამენტში] ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველის გამზირზე დგომა არ იქნება საკმარისი. ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ. ყველა მოედანზე და ყველა […]