ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს – მადლობა, რომ გვაკრიტიკებდით და წკეპლები შემოგვცხეთ, კოჭები გვეწვოდა ოპოზიციას – ასე ანგარიშვალდებულები უნდა ვიყოთ, ახლა გვამეცადინებენ კოალიციურ მმართველობაში

მადლობა, რომ ეს დღეები გვაკრიტიკებდით და წკეპლები შემოგვცხეთ, კოჭები გვეწვოდა ოპოზიციას – აბა რა, ასე ანგარიშვალდებულები უნდა ვიყოთ, რომ ყოველთვის ვიყოთ ფორმაში , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სამი ოპოზიციური გაერთიანება ახლა სცენაზე ერთად დგას და „მეცადინეობენ ბრძოლაში, ერთად დგომაში და ერთობლივ-ეროვნულ […]

ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ დაიძრნენ, სადაც „გამაფრთხილებელი პიკეტირება“ მოეწყობა

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები მსვლელობით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით დაიძრნენ. მსვლელობის ინიციატივით აქციის მონაწილეებს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიმართა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბარათაშვილის ხიდზე „გამაფრთხილებელი პიკეტირება მოეწყობა“. “თავიდანვე გითხარით, რომ ვართ გრძელვადიან ბრძოლაში და ხელისუფლებას უნდა ვანახოთ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი. მოგმართავთ, რომ დავიძრათ და გამაფრთხილებელი პიკეტირება გავაკეთოთ ბარათაშვილის მხარეს, […]

სოფო ჯაფარიძე – ბიძინა ივანიშვილის ოცნება იყო, არის და იქნება საქართველო ქართველი ხალხის გარეშე, მაგრამ ის ამას ვერასდროს შეძლებს, მისი ოცნება ვერასდროს ახდება

ბიძინა ივანიშვილის ოცნება იყო, არის და იქნება საქართველო ქართველი ხალხის გარეშე, მაგრამ ის ამას ვერასდროს შეძლებს, მისი ოცნება ვერასდროს ახდება, – ასე მიმართა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს. ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილს სწორედ ქართველი ხალხის ეშინია. “ბიძინა ივანიშვილის ოცნება იყო, არის და იქნება საქართველო ქართველი ხალხის გარეშე, მაგრამ ის ამას ვერასდროს შეძლებს, […]

,, სიტყვით გამოსვლისას ან რამე შინაარსიანი უნდა თქვა ან…” – ბორის ჩელე ყურუა

გირჩელი ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში რუსთაველზე აქციას ეხმაურება: ,,აღარ არის მეცხრამეტე ან მეოცე საუკუნე, რომ ქარიზმატულმა ლიდერმა სიტყვით გამოსვლით მასა აანთოს და ვინმე სახლიდან გამოიყვანოს ან რამე შინაარსიანი უნდა თქვა ან მიხვდე რომ სადღეგრძელოა რასაც ლაპარაკობ და შედეგი საპირისპირო ექნება გაგვიმარჯოს”

რა იქნება ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები?

ოპოზიციურმა გაერთიანებებმა თავიანთი შემდგომი ნაბიჯები გაახმოვანეს. სცენაზე დღეს წარმოდგენილნი იყვნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“. ლევან ცუცქირიძემ [„ძლიერი საქართველო“] დაასახელა ოპოზიციის სამი სტრატეგია: · ყველას უნდა ვაჩვენოთ და გავაგებინოთ გაყალბებები, რომლებიც შეასრულა მთავრობამ · დემოკრატიულმა სამყარომ არ უნდა აღიაროს ცესკოს შედეგები · წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა „იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება […]

ინტერნეტის გადასახადი წლიურად 40%-ით გაიაფდა – რომელია ტოპ გაიაფებული საქონელი?

ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფებულ პროდუქტებს და მომსახურებებს შორის არის ინტერნეტის გადასახადი, მეორე ადგილზე 31%-ით საზამთროა, მესამეზე კი ანტიბიოტიკები. 2024 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტად გაიაფებული პროდუქტები:

ლაშა ბაქრაძე აქციის მონაწილეებს – პროტესტი ყოველდღიურად, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, მაგრამ ორშაბათობით ცენტრალურ გამზირზე მთავარი აქციები მოეწყობა – მზად ხართ ორშაბათობისთვის?

რას ფიქრობთ იმაზე, რომ ორშაბათობით აქ მოეწყოს დიდი დემონსტრაცია, სადაც ჩვენ გაგაცნობთ შემდგომ გეგმებს? – ასე მიმართა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე მდგომ აქციის მონაწილეებს. როგორც ბაქრაძემ განმარტა, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, მაგრამ ორშაბათობით ცენტრალურ გამზირზე მთავარი აქციები მოეწყობა. „რას ფიქრობთ იმაზე, რომ ორშაბათობით აქ მოეწყოს დიდი დემონსტრაცია, სადაც […]

მაკა ბოჭორიშვილი – ამომრჩეველთა 53%-ზე მეტმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ თავიანთ ევროპულ მომავალს მმართველ პარტიას ანდობენ – საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირთან

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ, მაკა ბოჭორიშვილის, ვიქტორ სანიკიძის და გიორგი ხახუბიას შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XX საიუბილეო კონფერენციაში (COSAP), რომელიც სერბეთში, ბელგრადში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა […]

ლიდერების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე „გაზი გაუშვეს“

რუსთაველის გამზირზე, სადაც ოპოზიციური ჯგუფების ლიდერები არიან შეკრებილი, გაზი გაუშვეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერებმა სცენიდან განაცხადეს. „გაზი გამოუშვა ვიღაცამ აქ, ზემოთ, საშინელი გაზის სუნია, მხუთავი გაზის,” – თქვა ლაშა ბაქრაძემ. „გაზი რომ არაფერია ჩვენთვის, ამათმა კი იციან, ასე რომ, წინ გამარჯვებისკენ“, – თავის მხრივ მიმართა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს.

გიორგი ვაშაძე – ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას, არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში

დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომელზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. „1. ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას. 2. არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. 3. დავიწყეთ […]