გოჩოლეიშვილის საგოლე გადაცემა – “კოპენჰაგენმა” გამარჯვება და გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა

დანიის სუპერლიგის მეთოთხმეტე ტურის დასკვნით მატჩში „კოპენჰაგენი“ საკუთარ მოედანზე „სილკებორგთან“ ფრეს დასჯერდა (2:2) და გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა. მასპინძელები დებიუტში გიორგი გოჩოლეიშვილის პასით ანდრეას კორნელიუსმა დააწინაურა, მაგრამ პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში სტუმრებმა პენალტით ანგარიში გაათანაბრეს. „კოპენჰაგენი“ შესვენების შემდეგ ბევრს უტევდა და წინ გასვლაც მოახერხა, თუმცა ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გოლი გაუშვა. გოჩოლეიშვილმა ჩემპიონატზე მეთორმეტე […]
ISFED -ის იურისტი – გორის სასამართლომ ISFED-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა, თავიდან დათვალოს 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა

გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა, რატი თინიკაშვილმა განუცხადა, სასამართლომ გორის საოლქო საარჩევნო კომისას დაავალა თავიდან დათვალოს 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. „საკითხი უკავშირდებოდა იმას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრებული გვქონდა 15 საარჩევნო უბანი, რომლის წინასწარი მონაცემები და შემაჯამებელი ოქმები არ იყო იდენტური. […]
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – მინდა, ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული

სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა , – ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების დროს განაცხადა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს […]
“საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა” – პრეზიდენტი ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე

პრეზიდენტის სიტყვებით, საქართველოში არაფერი გამოლევს “ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს”. “საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი – ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, […]
“ემპოლიმ” მოიგო – დააბრუნებს გოგლიჩიძეს მწვრთნელი სასტარტოში?

სერია A-ს მეთერთმეტე ტურში „ემპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კომო“ 1:0 დაამარცხა. ერთი მატჩით დისკვალიფიცირებული საბა გოგლიჩიძის ნაცვლად 32 წლის მატია დე შილიომ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 7.3, whoscored 7.1, flashscore 7.1. „ემპოლი“ 14 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა, 8 ნოემბერს სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდება და საინტერესოა დააბრუნებს თუ არა მწვრთნელი რობერტო დ’ავერსა ქართველს ძირითად […]
პოზიტიური მშვიდობის ინდექსით საქართველო 49-ე ადგილზეა

ევროკომისია პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ინდექსის საერთაშორისო რეიტინგს აქვეყნებს, რომელსაც საერთაშორისო შემფასებელი ავტორიტეტული ორგანიზაცია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP) აწარმოებს. 2024 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ექვსი ადგილით დაწინაურდა, 49 პოზიციაზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის და სამომავლო მშვიდობის ტრაექტორიის აღმწერ საკვანძო მიგნებებში საქართველო მდგომარეობის ისტორიული გაუმჯობესებით […]
„საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებას არჩევნებში ელექტრონულ უბნებზე შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საქართველო გადარჩება. „საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უვნობი გმირი – ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეებთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც […]
,,მეგობრებო, გეგმაო რომ იძახით, საჭიროა მხოლოდ ეს…” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ,,მეგობრებო, გეგმაო რომ იძახით, ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ არ საჭიროებს გეგმას. საჭიროა მხოლოდ ეს: – არ შევეგუოთ – არ ვაღიაროთ – არ დავემორჩილოთ – შევაწუხოთ და შევუქმნათ დისკომფორტი სხვადასხვა წერტილებში, “დავხაკოთ” სისტემა ჩვენი დაუმორჩილებლობით – ვაჩვენოთ მსოფლიოს რა მოხდა 26 ოქტომბერს არ არსებობს ამაზე სწორი გეგმა. სანდუს 5 წუთში მოულოცა მთელმა დასავლეთმა, ივანიშვილს […]
,,სასწაულებიც თურმე ხდება… მთლად ბოლომდე განწირული არ ვართ!“ – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი: ,,სასწაულებიც თურმე ხდება. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკამაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი და გააუქმა წალკასა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტბში ჩატრებული ელექტრონული არჩევნების შედეგები ყველა 30-ვე უბანზე! მოსამართლე ხუჭუამ მოატანინა ბიულეტენები, ხმის მიცემის აპარატები, ჩაატარა ექსპერიმენტი სასამართლოს დარბაზში, სადაც მოდელირებული იქნა ელქტრონული აპარატების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესი და დაადგინა, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული […]
როგორ უნდა მიხვდე, ადამიანი ქოცია თუ არა – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,ელემენტარული გრამატიკა თუ იცი და ოჯახში ზრდილობა გასწავლეს, ე.ი. ოპოზიციაში ხარ ხელისუფლებასთან. არ არსებობს ქოცი, რომელიც მინიმუმ ერთ შეცდომას არ უშვებს პოსტის დაწერის დროს და ამასთანავე არ ილანძღება…”