ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, წალკის და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 30 საარჩევნო უბნის შედეგი ბათილად იქნა ცნობილი იმ მოტივით, რომ შესაძლოა, ამომრჩევლის […]

საია-ს თავმჯდომარე – არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების სააპელაციო განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი კი ერთ საქმედ გაერთიანდება

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვის განრიგი „მოულოდნელად შეიცვალა“. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქურდოვანიძე წერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყველა საჩივარი ერთ საქმედ გააერთიანა, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან პასუხი არ აქვთ. როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, საქმეების გაერთიანება, გუშინ, თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის […]

მამუკა ხაზარაძე, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს, პროკურატურაში მისვლას გეგმავს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ის აპირებს, რომ პროკურატურაში მივიდეს და არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები წარადგინოს. „დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა. ყველგან გავიმარჯვებთ!!“, – წერს ხაზარაძე.

სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმის“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს დანიშნული მათი საჩივრების განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო

სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმის“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს დანიშნული მათი საჩივრების განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც კოალიციაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი მათთვის უცნობია. „ჩემი ხმის“ საჩივრების განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრების განხილვაც იყო ჩანიშნული, თუმცა, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, აღნიშნულიც გაურკვეველი ვადით […]

გურამ მაჭარაშვილი – ხმის ფარულობის დარღვევის ერთი მტკიცებულება არ არსებობს – თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე პოლიტიზებული სასამართლოს გადმონაშთი და საკუთარი ოჯახით „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია!

ხმის ფარულობის დარღვევის ერთი მტკიცებულება არ არსებობს – თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე პოლიტიზებული სასამართლოს გადმონაშთი და საკუთარი ოჯახით „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია! – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ორი ოლქის შედეგები ბათილად ცნო. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტილებებს იღებს აღქმებით და არა მტკიცებულებებით და […]

ირაკლი კუპრაძე – მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა, ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა დავიცვათ, ჩვენი საარჩევნო უფლება – სააპელაციო სასამართლოს მაინც მოუწევს ამ საქმეების განხილვა, სამოქალაქო პროტესტისა და წინააღმდეგობის ფონზე

სააპელაციო სასამართლოს მაინც მოუწევს ამ საქმეების განხილვა, სამოქალაქო პროტესტისა და წინააღმდეგობის ფონზე – მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა, ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა დავიცვათ, ჩვენი საარჩევნო უფლება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აქციის სააპელაციო სასამართლოსთან გადატანა, მათი მხრიდან ერთგვარი ტაქტიკური სვლაა, რომ „ქართულ ოცნებას“ საპასუხო პროპაგანდისტული ნაბიჯების გადადგმის საშუალება არ ჰქონდეს. […]

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტი შეიკრიბება და 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს, რითაც ახალი პარლამენტი შედგება – ქალბატონი სალომე არჩევნების საბოტაჟის გზაზეა

მას შემდეგ, რაც შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდება, მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალბატონი სალომე [ზურაბიშვილი], არაუგვიანეს მე-10 დღისა, პარლამენტი შეიკრიბება. ვხედავთ, რომ ის არჩევნების საბოტაჟის გზაზეა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი ახალი მოწვევის პარლამენტში ოპოზიცია არ იქნება, ვინაიდან „ქართული ოცნების“ 89 მანდატი საკმარისია იმისათვის, რომ […]

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. „იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა, ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, განისაზღვრება. „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – თავად ითხოვენ, გამოძიება დაიწყოს, გამოძიება იწყება და ნაცვლად იმისა, მივიდნენ, ითანამშრომლონ, კვლავ პოლიტიკური განცხადებები გვესმის – ამ მხრივ სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა

თავად [ოპოზიციის წარმომადგენლები] ითხოვენ, რომ გამოძიება დაიწყოს, გამოძიება იწყება და ნაცვლად იმისა, რომ მივიდნენ, ითანამშრომლონ, კვლავ პოლიტიკური განცხადებები გვესმის – ამ მხრივ სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა, რომელიც ვერ გაერკვა, როგორ ხდება სისხლის სამართლის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში ოპოზიციას არანაირი მტკიცებულებები არ აქვს. „ესეც ამ დეზინფორმაციების ნაწილია, რაც […]

პაკისტანში სროლის შედეგად, ჩინეთის ორი მოქალაქე დაშავდა

პაკისტანში სროლის შედეგად, ჩინეთის ორი მოქალაქე დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიციის უფროსის, ფაიზან ალის ცნობით, შემთხვევა პაკისტანის ქალაქ კარაჩიში მოხდა. კარაჩის Liaquat-ის ეროვნული საავადმყოფოს სპიკერის განცხადებით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ცნობისთვის, გასულ თვეში კარაჩის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად აფეთქებას ჩინეთის ორი მოქალაქე ემსხვერპლა. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ბელუჯის განმათავისუფლებელმა არმიამ“ […]