უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა 48 რუსული დრონის და 2 რაკეტის ჩამოგდებას იუწყება

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს რაკეტებით, დრონებით და მართვადი საავიაციო ბომბებით. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 5 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 4 ნოემბრის საღამოდან საოკუპაციო ძალებმა შავი ზღვის აკვატორიიდან ორი მართვადი საავიაციო რაკეტით შეუტიეს ოდესის ოლქს და მართვადი ავიაბომბებით – ხარკოვის ოლქს. რუსეთის ბრიანსკის, კურსკის და ორიოლის ოლქებიდან შეტევა იყო 79 დრონით. უკრაინის […]

მამუკა ხაზარაძე, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს, პროკურატურაში მისვლას გეგმავს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ის აპირებს, რომ პროკურატურაში მივიდეს და არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები წარადგინოს. „დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა. ყველგან გავიმარჯვებთ!!“, – წერს ხაზარაძე.

გრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია – ცესკო განცხადებას ავრცელებს

გრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია. დაინტერესებული მხარეები უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით.”- ამის შესახებ განცხადებას ცესკო ავრცელებს. “მას შემდეგ რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ პასუხი გასცა […]

სამწუხაროა, რომ ადეიშვილისა და გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი ვლადიმერ ხუჭუა, დღემდე მოსამართლეა – ვატო შაქარიშვილი

ყველას გვახსოვს აშშ-ის საელჩოში დაბარებული მოსამართლეები. ასევე კანონიერი განაჩენის გამო(მათ შორის ისეთი განაჩენის, რომელიც სტრასბურგმაც დაადასტურა) დასჯილი და დასანქცირებული მოსამართლეები. ასევე, ვნახეთ USAID-ის თუ სხვა ევრო-ამერიკული ფონდების მიერ წახალისებული მოსამართლეები, რომლებიც სისტემაში ჰყავთ ჩანერგილი და საჭირო მომენტში აამოქმედებენ ხოლმე, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში. იგი ეხმიანება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას […]

სამკერვალო „იმერმა“ „მონკლერთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა

ქუთაისში მდებარე სამკერვალო „იმერმა“ იტალიურ ბრენდ „მონკლერთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა. სამკერვალომ ბრენდთან მუშაობა ზაფხულში გაწყვიტა. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რა გახდა თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზი. ,,იმერის“ დირექტორი მაია სიმონიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მას არ შეუძლია დეტალებზე საუბარი, რადგან ,,მონკლერისგან“ საჭირო თანხმობა არ აქვს. ,,მათგან არ მაქვს თანხმობა, რომ ვილაპარაკო ამ თანამშრომლობაზე. პირდაპირ აკრძალული მქონდა და ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7277 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:30 საათისთვის ერთი დოლარი 2.7277 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7350 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 5 ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7280 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9738 ლარია.

მესამე კვარტალში კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 170 ბიზნესოპერატორს – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5854 ინსპექტირება ჩაატარა, მათ შორის, 2347 გეგმური და არაგეგმური, 3507 გადამოწმება; ზედამხედველობა განხორციელდა 128 ბიზნესოპერატორთან; დოკუმენტურად შემოწმდა 1657. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 170 ბიზნესოპერატორს, რაც დარღვევის საერთო მაჩვენებლის 2,9%-ს შეადგენს. შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოება-გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესის, […]

ხაზარაძე პროკურატურაში დაიბარეს

ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე მოწმის სახით პროკურატურაში დაიბარეს. ხაზარაძის თქმით, გამოკითხვაზე მივა. “დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა. ყველგან გავიმარჯვებთ!!! დღეს სააპელაციო სასამართლოსთან ვიკრიბებით 3 სთ-ზე, ბრძოლა გრძელდება”, – წერს ის.

“ზედაზენის” მფლობელი იცვლება

ქართული ლუდის და არაალკოჰოლური სასმელების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშის, “ზედაზენის”, ანუ “ქართული ლუდის კომპანიის” მფლობელი იცვლება, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. კონკურენციის სააგენტოს თანახმად, “ზედაზენის” მფლობელი გახდება შპს “დეილი”, რომელიც ქართული სუპერმარკეტების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჯგუფია და რომელმაც 2024 წლის ზაფხულში კონკურენციის სააგენტოსგან “ფუდმარტის”, ანუ “სპარის” და “იოლის” ქსელებთან […]

GCCA-მ FMCG და სასმელების წარმოების ბაზარზე კონცენტრაციებზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) FMCG და სასმელების წარმოების ბაზარზე კონცენტრაციებზე თანხმობა გასცა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება – შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“100%-იანი წილის შეძენას, ხოლო მეორე მეორე შემთხვევაში – შპს „დეილის“ მიერ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ აქციების 100%-ის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას. კონკურენციის სააგენტოს განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ: “შპს „დეილის“ […]