ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები კომისიის სხდომის სასწრაფოდ ჩატარებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ცესკო-ს კომისიის სხდომის სასწრაფოდ ჩატარებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. როგორც მათ დღევანდელ ერთობლივ ბრიფინგზე განმარტეს, ამის მიზეზი არის ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. „არჩევნებიდან 10 დღე გავიდა და ამ 10 დღის განმავლობაში ჩართული მხარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რაც მთავარია, ქართველი ამომრჩეველი აპროტესტებდა კონსტიტუციის ძირითადი პრინციპის-ფარულობის […]

შალვა პაპუაშვილი – როგორი გაღიმებულიც დავტოვეთ ოპოზიცია 2020, 2021, 2022 წლებში, ასევე, გაღიმებული დარჩებიან იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც პარლამენტი მიიღებს – იდგენენ და იმარჩიელონ, შევუწყვეტთ თუ არა მანდატს

როგორც გაღიმებული დავტოვეთ ოპოზიცია სხვადასხვა გადაწყვეტილებით 2020, 2021, 2022 წლებში, ასევე, გაღიმებული დარჩებიან იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც პარლამენტი მიიღებს სხვადასხვა დროს, იდგენენ ახლა და იმარჩიელონ, შევუწყვეტთ თუ არ შევუწყვეტთ [მანდატს] და ვნახოთ, როგორ ხასიათზე დადგებიან და რა ბზარები გაჩნდება ან არ გაჩნდება მათ შორის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, […]

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გამოკითხვაზე არა პროკურატურაში, არამედ სასამართლოში მივა და არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს მაგისტრანტ მოსამართლესთან წარადგენს

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. როგორც ხაზარაძე ამჯერად ჟურნალისტებთან აცხადებს, გამოკითხვაზე არა პროკურატურაში, არამედ სასამართლოში მივა და „არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს მაგისტრანტ მოსამართლესთან“ წარადგენს. „არჩევნები სასტიკად იქნა მიტაცებული ბიძინა ივანიშვილის რუსული სპეცოპერაციით. ახლა უნდათ, რომ საბჭოთა პროკურატურით შიში დანერგონ ადამიანებში. მე მინდა მათ განვუცხადო, რომ ეს […]

შალვა პაპუაშვილი – გეგმა ვერ ექნება იმ ხალხს, რომლებიც სხვებისგან იმართებიან – ჩემთვის მნიშვნელოვანია არა ხაზარაძის, გვარამიას, გახარიას გეგმები, არამედ რა გეგმები ექნებათ მათ პატრონებს

გეგმა ვერ ექნება იმ ხალხს, რომლებიც სხვებისგან იმართებიან – ჩემთვის მნიშვნელოვანია არა ხაზარაძის, გვარამიას, გახარიას გეგმები, არამედ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა გეგმები ექნებათ მათ პატრონებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან სამი ოპოზიციური კოალიციის მიერ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციონერებს ვერანაირი გეგმა ვერ ექნებათ, ვინაიდან მათი ღირებულებები ქართველი ერის შესაბამისი არ არის. […]

გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ53-კმ59 (კორშა-გუდანი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

თამარ კორძაია – ყველა მოსამართლე და ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ზუსტად, იმ სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს, რომლითაც ხელმძღვანელობს თეთრიწყაროს მოსამართლე

ქვეყანაში მხოლოდ ერთი მოსამართლე გვყავს თავისუფალი. ყველა მოსამართლე და ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ზუსტად, იმ სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს, რომლითაც ხელმძღვანელობს თეთრიწყაროს მოსამართლე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. მისივე მტკიცებით, ყველა ვიდეოში ჩანს, რომ ჩარჩო-კონვერტი ვერ უზრუნველყოფდა ფარულობას. „ბედნიერება არაა ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი მოსამართლე გვყავს თავისუფალი?! […]

“გვარდიოლამ ფეხბურთი მოკლა, მისი ბრალია, რომ დღეს რობოტებს ვუყურებთ” – ევრამ პეპი გააკრიტიკა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ, რიო ფერდინანდის პოდკასტში “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანელი სპეციალისტი გააკრიტიკა. “მიხარია, რომ მას არასდროს გავუწვრთნივარ. პეპ გვარდიოლამ ფეხბურთი მოკლა, მისი ბრალია, რომ დღეს რობოტებს ვუყურებთ. ფეხბურთელებისგან კრეატივს საერთოდ ვეღარ ვხედავთ, გენიოსები აღარ გვყავს, თქვენ ვეღარასდროს ნახავთ ისეთ მოთამაშეს, როგორიც რონალდინიო იყო”, – […]

ირანის პრეზიდენტი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ირანის პრეზიდენტის მიმართვას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს: “მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია ქართული ოცნების გამარჯვება. იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა […]

“მამუს” “სან ანტონიო” მწვრთნელის გარეშეა – გრეგ პოპოვიჩი გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა

“სან ანტონიო სპურსი” გაურკვეველი დროით მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, ამის შესახებ ინფორმაცია ტეხასელებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. “სპურსის” ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა “მინესოტასთან” (113:103) მატჩამდე თავი შეუძლოდ იგრძნო. ამჟამად გუნდს მისი ასისტენტი მიჩ ჯონსონი ხელმძღვანელობს. კლუბი პოპოვიჩის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობისთვის, პოპოვიჩი “სპურსს” 1996 წლიდან წვრთნის. შეგახსენებთ, “სან ანტონიოს” რიგებში საქართველოს ნაკრების […]

შალვა პაპუაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი საუბრობდა, თითქოს პრეზიდენტის მოწვევის გარეშე, პარლამენტი ვერ შეიკრიბება – ან უარყოს თავად ეს დეზინფორმაცია, ან მივმართავ შვედეთის საელჩოს, მათ გააკეთონ განცხადება

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს პრეზიდენტის მოწვევის გარეშე, პარლამენტი ვერ შეიკრიბება – ან უარყოს თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ეს დეზინფორმაცია, ან მივმართავ შვედეთის საელჩოს, რომ მათ გააკეთონ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება და უარყონ დეზინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ისინი ახლა ელოდებიან […]