,, რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე“ – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი მოკრივე ავთანდილ ხურციძეს პასუხობს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს რომ მერაბი ნაციონალია, პატიმრებს აცემინებდნენ და დვალიშვილს კისრის მოტეხითაც დაემუქრა: ,,მეგობრებო რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს ტიკ ტოკ ვიდეო მიმართვებით ჩემს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე. ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა […]
ვაჟა სირაძე – სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებულია აქცია, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოს

სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებულია აქცია, შესაბამისად ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოს, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კანონმდებლობით აკრძალულია სასამართლოს ბლოკირება და მისი ფუნქციონირების შეფერხება, შესაბამისად, თუ მსგავსი რამ მოხდება პოლიცია აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისაკენ მოუწოდებს. „სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებულია აქცია, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა საზოგადოებრივი წესრიგი […]
პაატა ბურჭულაძე – გუშინ „პირველი მერცხალი გამოჩნდა“ მოსამართლეებში, ვინც სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა – ერთი მოსამართლე გამოჩნდა?! მეორე, მესამე გამოჩნდება – ერთ მუშტად შეკრულები უნდა ვიყოთ

გუშინ „პირველი მერცხალი გამოჩნდა“ მოსამართლეებში, ვინც სამართლიანად გადახედა საქმეს და განაჩენი გამოიტანა. ერთ მუშტად შეკრულები უნდა ვიყოთ. ერთი მოსამართლე გამოჩნდა?! მეორე, მესამე გამოჩნდება, – ამის შესახებ საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება. როგორც ბურჭულაძემ განმარტა, სასამართლო სამართლიანი უნდა იყოს და არა მიკერძოებული. „გუშინ „პირველი მერცხალი გამოჩნდა“ მოსამართლეებში, […]
ზურაბ ჯაფარიძე – საჯაროდ ვაჩვენებთ მტკიცებულებებს, როგორ გაყალბდა არჩევნები ფარულობის დარღვევებით – თუ ამის სურვილი არ აქვთ, მაშინ მაგისტრატ მოსამართლესთან მივალ

პროკურატურაში გამოკითხვაზე დამიბარეს. პროკურატურამ, რომლის საქმეა თვითონ ამტკიცოს არჩევნები რომ გაყალბდა, მე იქით უნდა ვუმტკიცო, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯაფარიძის თქმით, მზადაა წარადგინოს მტკიცებულებები, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები. „პრობლემა არ მაქვს. ვუთხარი, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან მოვალ და დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. მაგისტრატი მოსამართლის გარეშეც გავაკეთებ, ოღონდ საჯაროდ გააკეთონ, […]
ანა დოლიძე – სააპელაციო სასამართლომ კონსტიტუცია დაარღვია, მოსამართლეთა შეუცვლელობა გარანტირებულია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეები გაერთიანა, ანუ მოსამართლეებს წაართვა და ერთად მოუყარა თავი, რაც კონსტიტუციის დარღვევაა, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს 15:00 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან გამართული აქციით წნეხი იქნება სასამართლოზე, იმისთვის, რომ ნორმალური გადაწყვეტილება მიიღოს. „სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულია პროცესები, რომელიც დაკავშირებულია […]
,,[დასავლელი პარტნიორები] ახალი პროექტების წამოწყებას ერიდებიან, ინვესტორები ძალიან ფრთხილობენ“ – ირმა დაუშვილი

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, იმ ფონზე, როცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების აღიარება ჯერჯერობით საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან არ მომხდარა, ბიზნესის ნაწილი უკვე საუბრობს საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე. მათი თქმით, ინვესტორებმა არა მარტო ახალი პროექტების გააჩერეს არამედ მიმდინარე პროექტებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. „კომერსტანტის დილასთან“ ინტერვიუში კომპანია „დიოს“ დამფუძნებელმა, ირმა დაუშვილმა ბიზნესგარემო შეაფასა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, […]
გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ბაზისბანკი ‘რთველისის’ სტაბილური ფინანსური პარტნიორია

რთველისის ისტორია 1920 წლიდან იწყება. სწორედ ამ პერიოდში დაარსებული მამა-პაპისეული მარანი განახლდა კომპანიის მიერ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ზუსტად ამ მარანში იწარმოება დღეს რთველისის ქვევრის ღვინო. რთველისი დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებით და თანამედროვე ლაბორატორიით, რის შედეგადაც იწარმოება უმაღლესი ხარისხის ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელი. ბაზისბანკის მხრიდან ინდივიდუალურმა მიდგომამ და მომსახურების უმაღლესმა ხარისხმა […]
ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 7 ნოემბერს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. “სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ […]
გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.