კახეთში ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის მთავრობა საერთაშორისო ინვესტორს ეძებს

ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ეკონომიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ტენდერი დედოფლისწყაროში მდებარე XII ბლოკზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2025 წლის 27 იანვარს 17:00 საათზე დასრულდება და იმავე დღის 18:00 საათზე გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდება. „საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო […]
სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებულია აქცია, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოს – ვაჟა სირაძე

სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებულია აქცია, შესაბამისად ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოს, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კანონმდებლობით აკრძალულია სასამართლოს ბლოკირება და მისი ფუნქციონირების შეფერხება, შესაბამისად, თუ მსგავსი რამ მოხდება პოლიცია აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისაკენ მოუწოდებს. „სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებულია აქცია, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა საზოგადოებრივი წესრიგი […]
საქართველოს ბანკის გათამაშებაში ინდ. მეწარმეებმა 1 000 000-მდე ბილეთი დააგროვეს – პირველი ეტაპის გამარჯვებული 6 ნოემბერს გამოვლინდება

საქართველოს ბანკის გათამაშებაში ინდ. მეწარმეებმა ციფრული ტრანზაქციების შესრულებით უკვე მილონამდე ბილეთი დააგროვეს. გათამაშება 1 ოქტომბერს დაიწყო და სამ ეტაპად, 13 იანვრამდე ხორციელდება. პირველი ეტაპი 31 ოქტომბერს დასრულდა და მისი გამარჯვებულების ვინაობა 6 ნოემბერს გახდება ცნობილი. ინდ. მეწარმეებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში ციფრულ ბილეთებს აგროვებდნენ, ექნებათ შესაძლებლობა, სხვადასხვა ფულადი პრიზიდან ერთ-ერთი მიიღონ. 6 ნოემბერს გამოვლინდება როგორც […]
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტი ერთ წელზე მეტია რაც ხორციელდება და ამ ეტაპზე 21 პარტნიორ უნივერსიტეტს და 160-ზე მეტ სტიპენდიატს ითვლის. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებისთვის განათლება რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გახადოს. ამიტომ, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
ამერიკის საელჩო ფულბრაიტის სპეციალისტთა პროგრამას აცხადებს – დეტალები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის ფულბრაიტის სპეციალისტთა პროგრამას აცხადებს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში მოქმედ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის სასურველ დარგში მოქმედი ამერიკელი სპეციალისტები მოიწვიონ – ინფორმაციას ამის შესახებ საელჩო ავრცელებს. პროგრამა 2025 ფისკალური წლის განმავლობაში ჩატარდება, მონაწილეობის მსურველებმა კი პროგრამის აღწერა და აპლიკაცია წინასწარ უნდა წარადგინონ პორტალზე: Fulbright Specialist Program Portal განცხადებების მიღება 31 […]
აშშ არ მოერიდება დამატებით ზომებს — მეთიუ მილერი საქართველოზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მზადაა დამატებითი ზომებისთვის. ამის შესახებ მეთიუ მილერმა 4 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, როდესაც მას საქართველოში არჩევნების გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს მოსახლეობის მოლოდინებზე ჰკითხეს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ეს მკაფიოდ გამოვხატეთ. ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ […]
„რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“ წარწერის გამოფენის გამო ორგანიზაცია 1500 ლარით დააჯარიმეს

ოზურგეთში ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საპროტესტო ბანერის გადმოფენის გამო 1500 ლარით დააჯარიმეს. მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ ეს იყო „არასათანადო რეკლამა“. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ არასათანადო რეკლამის განთავსება ისჯება ჯარიმით. „რეკლამის შესახებ“ კანონით არასათანადო რეკლამაა: არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
უკრაინა აცხადებს, რომ კურსკის ოლქში პირველი შეტაკება მოხდა ჩრდილოკორეელ სამხედროებთან

კურსკის ოლქში უკრაინელ სამხედროებსა და ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს შორის პირველი სამხედრო შეტაკება მოხდა. პირველად ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და ეროვნული თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის (CPD) ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ, განაცხადა, “კორეის სახალხო რესპუბლიკის სამხედროების პირველი ჯგუფი უკვე ცეცხლის ქვეშ იმყოფება კურსკის ოლქში,”- წერს ტელეგრამის არხში კოვალენკო, რომელსაც სხვა დეტალები არ დაუზუსტებია. ამის შემდეგ გამოცემა […]
კობახიძე ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე 7 ნოემბერს ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაგეგმილია კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა. “ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, […]
,,პროკურატურამ ცსკო-ს უბრძანა…” – რას წერს გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,პროკურატურამ ცსკო-ს უბრძანა – ხელი არ წაგცდეს და ვერიფიკაციის აპარატებში შენახული ამომრჩევლის სიები კარგად შეინახე, არავის აჩვენოო… ახლა ცესკო პროკურატურასთან გადაგამისამართებს, ის კი გეტყვის გამოძიება მიმდინარეობს 2030-მდეო…”