თბილისში, დადიანის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობას, სავარაუდოდ, ხელს უშლის ამინდი – მთელი დღეა, თბილისში ძლიერი ქარია.

გიორგი რურუა სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას ის Facebook-ზე ავრცელებს და აცხადებს, რომ სუს-დან უწყება მიიღო, რომლის თანახმადაც საქმე აღძრულია და გამოძიება ორი – სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის მუხლებით მიმდინარეობს. უწყების თანახმად, გიორგი რურუა მოწმის სახით გამოკითხვაზე 6 ნოემბერს, 12:00 საათზეა დაბარებული. “საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს […]

ნინო დოლიძე – ცესკოს მათემატიკაში პრობლემა არ ქონია, მაგრამ ბევრი სერიოზული დარღვევა იყო – „სამართლიან არჩევნებს“ პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ლეგიტიმაციის საფუძველი ყოფილიყო რიცხვებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ

პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოგვექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ყოფილიყო ლეგიტიმაციის საფუძველი რიცხვებზე, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ , – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, „რატომ არ აქვეყნებენ პარალელური დათვლის შედეგებს სამართლიანი არჩევნები“. როგორც ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ცესკომ კარგად დააჯამა ოქმები, „მათემატიკაში პრობლემა არ ჰქონია“, მაგრამ შემაჯამებელი […]

პრემიერი – ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი – აბსოლუტურად ღია ვართ, რაც უნდათ ის ნახონ, გამოძიების ფარგლებში, თუ რა ფორმატშიც იქნება, ყველაფერში შეუძლიათ ჩაიხედონ, დასამალი არავის არაფერი აქვს

არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზიებს „არანაირი საფუძველი“ არ აქვს. „ხარვეზები ყოველთვის არის საარჩევნო პროცესში. გამოძიებაც დაიწყო. თუ რაიმე არის შესასწავლი, ყველაფერს […]

ირაკლი კობახიძე – მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ ძალიან მყარი ნდობა გამოგვიცხადა – ქართველმა ხალხმა ჩვენი გზავნილი ზუსტად მიიღო

ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით იყო რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ არჩევნებმა პრინციპულად განსაზღვრა ქვეყნის განვითარების ბედი. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს იმისათვის, რომ გამოგვიცხადა ძალიან მყარი ნდობა. ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა ამ […]

ბელგიის პრემიერი – ბელგია მყარად დგას ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან – საარჩევნო დარღვევებს მალე უნდა გაეცეს პასუხი

ბელგია მყარად დგას ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან, საარჩევნო დარღვევებს მალე უნდა გაეცეს პასუხი, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ დე კროო X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ამ წამს ვესაუბრე ტელეფონით საქართველო პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ბელგია მყარად დგას ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან. საარჩევნო დარღვევებს მალე უნდა გაეცეს პასუხი. ხაზს ვუსვამთ დიალოგის საჭიროებას რეგიონში […]

“ქვეყნის ბედსა და ისტორიულ შანსზე ხუმრობა არ შეიძლება” – თამაზ დაუშვილი

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორის თამაზ დაუშვილის აზრით, „ქვეყანაში რთული სიტუაციაა, მაგრამ იმედია, გამოსავალი მოიძებნება“. ამის შესახებ ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ვითარების და ეკონომიკაზე მისი შესაძლო გავლენის კომენტირებისას განაცხადა. „სიტუაცია, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ სურვილი იყო, ეს არჩევნები პოლარიზაციის დასრულების და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის […]

სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა

„ზედაზენი ჯგუფისა“ და „დეილი ჯგუფის“ ერთობლივი ოფიციალური განცხადებით, მათ შორის დადებული გარიგების თანახმად, შეიქმნა უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება, რომლის აქციონერებიც გახდნენ „დეილი ჯგუფისა“ და „ზედაზენი ჯგუფის“ პარტნიორები. აღნიშნული გაერთიანებით წარმოქმნილი კომპანია ერთბაშად გადაიქცა ლიდერად საცალო ვაჭრობისა და ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების წარმოების ბაზრებზე, ხოლო წარმოქმნილმა სინერგიამ უდიდესი პოტენციალი გააჩინა ლოგისტიკის მიმართულებით. „დეილი ჯგუფი“ საცალო ვაჭრობის ბიზნესში უდავოდ […]

ამერიკულ კომპანიას რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტში ადანაშაულებენ

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ამერიკული კომპანია Eleview International Inc-ის ორი ხელმძღვანელი დაადანაშაულა სანქციების გვერდის ავლით მილიონობით დოლარის ღირებულების ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტის გამო. ბრალდებულები, 54 წლის ოლეგ ნაიანდინი და 39 წლის ვიტალი ბორისენკო ვირჯინიის სასამართლოს წინაშე წარდგნენ. ბრალდების მხარის განცხადებით, ბრალდებულებმა სამი სქემა გამოიყენეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის საპასუხოდ. რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციების გვერდის ავლით. გამოძიებამ დაადგინა, […]

მზად ვართ, დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის – 1 120 000 ადამიანის ხმა, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, მშვიდ გარემოში, იყო სამართლიანი და კონკურენტული და პოლიტიკურ ძალებს ვერ მივცემთ რაიმე სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას

მზად ვართ, დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის – 1 120 000 ადამიანის ხმა, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, მშვიდ გარემოში, იყო სამართლიანი და კონკურენტული და პოლიტიკურ ძალებს ვერ მივცემთ რაიმე სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას ჩვენ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია აუცილებლად გააპროტესტებდა არჩევნების შედეგებს, შეეცდებოდნენ აქციების ორგანიზებას, თუმცა იქვე ვამბობდით, რომ მათ არავითარი რესურსი არ ჰქონდათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა […]