პრემიერი ოპოზიციაზე – მათი რესურსი, რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქუჩაში, ნულის ტოლია – ახლა არც იმის რესურსი აქვთ, ხელისუფლება აიძულონ, შევიდეს „აპრილის შეთანხმების“ ტიპის მოლაპარაკებებში

ჩვენ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია აუცილებლად გააპროტესტებდა არჩევნების შედეგებს, შეეცდებოდნენ აქციების ორგანიზებას, თუმცა იქვე ვამბობდით, რომ მათ არავითარი რესურსი არ ჰქონდათ , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ვერც ქუჩაში მიაღწევს წარმატებას. „ქუჩას და არჩევნების მოგებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი და ეს არის საზოგადოების […]

თბილისში დადიანის ქუჩაზე სპორტულ კომპლექსში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი გავრცელებული იყო სპორტული კომპლექსის მეორე-მესამე სართულებზე და ასევე სასხვენო გადახურვაზე, დამწვარია სპორტული მეორადი ინვენტარი, – ამის შესახებ თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებთან დადიანის ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მუსელიანმა აღნიშნა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. “ოპერატიული მართვის ცენტრიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ხანძრის […]

საღი აზრის მქონე ადამიანმა, შეუძლებელია თქვას, რომ მე მივიღე უკანონო გადაწყვეტილება – ვლადიმერ ხუჭუა

“არანაირი ზეწოლა, ამის მცდელობაც არ ყოფილა, ბევრი მეკითხება ამას, ოჯახის წევრებიც, შეშინებულები მირეკავენ- ხომ მშვიდობაა. ყველას ერთიდაიგივეს ვეუბნები – არავითარი საშიშროება და არაფერი საშიში არ ხდება“, – ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ გადაცემა “რეაქციის“ წამყვანის ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ამასთან, მოსამართლე ამბობს, რომ ეს შედეგი ვისთვის მოსაწონია და ვისთვის არა, რომელი […]

საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სახლმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა – გიორგი რურუა სუს-ში დაიბარეს

გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს: ,,საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სახლმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა. აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა,ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი,მისამართს ხომ შემახსენებთ ამ კაცის ?! მგონი ბიძინა ქვია და გვარი – ი ასოზე იწყება. საქართველო იქნება ევროპული და […]

პრემიერი – ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ამოცანაა, ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას

ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანაა, არა მარტო ვისაუბროთ, არამედ ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და იმ ამბიციური პროგრამის შესრულებას, რომელიც წარვადგინეთ ქართული საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა სამთავრობო გუნდის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა. „მარტო ინფრასტრუქტურა […]

პრემიერი – ცა და დედამიწაა არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ჩვენთან და მოლდოვაში – საქართველოს და მოლდოვის არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები ცალსახა უსამართლობაა

ცა და დედამიწაა არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ჩვენთან და მოლდოვაში, კონკურენტულობის, თავისუფალი არჩევნების, მანიპულაციებისგან თავისუფლების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის შეფასებით, საქართველოსა და მოლდოვას შედარებისას სახეზეა „მკაფიო უსამართლობა“, ისევე, როგორც ეს იყო მაშინ, როდესაც მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს – არა. „მოლდოვაში იყვნენ საკმაოდ გავლენიანი კანდიდატები, რომლებსაც ხელოვნური საბაბით უარი […]

გიორგი რურუა სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა

ტელეკომპანია “მთავარი არხის” მეწილე, გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე მოწმის სახით დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას და უწყების ფოტო ასლს რურუა ფეისბუქზე ავრცელებს. “საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სახლმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა. აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა, ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში […]

„რეაგირება უნდა მოხდეს დარღვევებზე“ – ბელგიის პრემიერი

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრუ ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე რეაგირება უნდა მოხდეს დარღვევებზე. „ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების გვერდით. საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს. [პრეზიდენტ ზურაბიშვილთან] საუბარში ხაზი გავუსვით დიალოგის საჭიროებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – წერს იგი. გარეკანის ფოტო: EPA

გიორგი რურუა სუს-მა „სახელმწიფო გადატრიალების“ საქმეზე მოწმის სტატუსით დაიბარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი რურუა გამოკითხვაზე დაიბარა – მოწმის სახით. როგორც თავად რურუა წერს, „სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე“. რურუამ უწყებიდან მიღებული ოქმიც გამოაქვეყნა. რურუას გაკეთებული კომენტარის თანახმად, იგი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აპირებს ჩვენების მიცემას. „აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა,ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი,მისამართს ხომ შემახსენებთ ამ კაცის. ცირკია, რა არი“, […]

ჰარისმა და ტრამპმა უკანასკნელი მიტინგები მერყევ შტატებში გამართეს

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა კამალა ჰარისმა, არჩევნებამდე უკანასკნელი მიტინგი გამართა პენსილვანიაში – ერთ-ერთ მთავარ მერყევ შტატში, რომელშიც რამდენიმე სხვა მსგავს შტატთან ერთად გადაწყდება არჩევნების ბედი. „ჩვენი ბრძოლა არის არა რაღაცის წინააღმდეგ, არამედ რაღაცისთვის… დღეს ვასრულებთ ისე, როგორც დავიწყეთ: ენერგიით, ოპტიმიზმით, სიხარულით,“ თქვა მან. მან მიმართა ახალგაზრდებს და იმათ, ვინც პირველად მონაწილეობს კენჭისყრაში: „ვხედავ თქვენს ძალას და […]