ხუჭუა: გადაწყვეტილება მივიღე საქართველოს სახელით, ჩემი სამოსამართლეო ფიცის ფარგლებში

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა, რომ მან ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება საკუთარი სამოსამართლეო ფიცის, კანონის უზენაესობასა და არსებულ მასალებზე დაყრდნობით მიიღო. მან ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. “მე მივიღე ჩემი გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს სახელით, მივიღე ჩემი სამოსამართლეო ფიცის, ჩემი სინდისის ფარგლებში, მივიღე კანონის უზენაესობის, სამართლიანობის […]

მიმდინარე წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების 2-ჯერ ნაკლები შემთხვევა გვაქვს – ივანე ჩხაიძე

ახლა ძირითადად რინოვირუსია ქვეყანაში გავრცელებული. რა თქმა უნდა, შემთხვევების მატება აღინიშნება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების 2-ჯერ ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს 2022 წელს იყო. „ახლა ძირითადად რინოვირუსია ქვეყანაში გავრცელებული. პარაგრიპის ვირუსიც არის გავრცელებული, ძველი კორონავირუსი […]

რა გეგმები აქვს სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანებას? – დეტალები

„ზედაზენი ჯგუფისა“ და „დეილი ჯგუფის“ ერთობლივი ოფიციალური განცხადებით, მათ შორის დადებული გარიგების თანახმად, შეიქმნა უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება, რომლის აქციონერებიც გახდნენ „დეილი ჯგუფისა“ და „ზედაზენი ჯგუფის“ პარტნიორები. აღნიშნული გაერთიანებით წარმოქმნილი კომპანია ერთბაშად გადაიქცა ლიდერად საცალო ვაჭრობისა და ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების წარმოების ბაზრებზე, ხოლო წარმოქმნილმა სინერგიამ უდიდესი პოტენციალი გააჩინა ლოგისტიკის მიმართულებით. „დეილი ჯგუფი“ საცალო ვაჭრობის ბიზნესში უდავოდ […]

ვინ გააკონტროლებს ამერიკის კონგრესს?

აშშ-ის კონგრესის კონტროლი, მნიშვნელოვანი საკითხია ამერიკის არჩევნებზე. არჩევნებმა შეიძლება შეცვალოს ძალთა ბალანსი, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში. თუმცა კაპიტოლიუმი შეიძლება კვლავ დარჩეს დონალდ ტრამპის რესპუბლიკელებსა და კამალა ჰარისის დემოკრატებს შორის გაყოფილი. შედეგი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად შეძლებს, სამშაბათის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული 2026 წლამდე საკუთარი პოლიტიკის გატარებას. დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რესპუბლიკელებს აქვთ […]

G7 შეშფოთებულია რუსეთში ჩრდ. კორეის ჯარისკაცების განთავსების გამო

სამშაბათს დიდი შვიდეულის საგარეო მინისტრებმა, სამ საკვანძო მოკავშირესთან ერთად, შეშფოთება გამოხატეს რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების განთავსებისა და უკრაინასთან ომში მათი შესაძლო გამოყენების შესახებ. “ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიმართ, გარდა რუსეთის სასოწრაკვეთისა, შეძლოს დანაკარგების კომპენსირება, კონფლიქტის სახიფათო გაფართოებას მოასწავებს” – ვკითხულობთ მინისტრების განცხადებაში. G7-ის ქვეყნების, შეერთებული შტატების, იაპონიის, იტალიის, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და […]

“სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას საარჩევნო დარღვევები” – ბელგიის პრემიერი ზურაბიშვილს ესაუბრა

ბელგიის პრემიერმინისტრი ალექსანდერ დე კრუ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ის X-ზე ავრცელებს და წერს, რომ ბელგია მტკიცედ უჭერს მხარს ქართველების ევროპულ მისწრაფებას. ის ამბობს, რომ საარჩევნო დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. “ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების უკან. საარჩევნო დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიალოგის აუცილებლობას რეგიონში […]

არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ

არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით […]

სალომე ზურაბიშვილის მიერ პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება, რომ მას გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს

პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ფაქტები და თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. „იყო ცარიელი ბრალდებები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. როდესაც მიდიხარ პროკურატურაში, გიწევს ფაქტებით საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი აქვს სასაუბრო […]

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ხსნის, რატომ ჩაატარა ექსპერიმენტი ხმის ფარულობაზე

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, რომელმაც თეთრიწყაროს ოლქში არჩევნების შედეგები ხმის ფარულობის დარღვევის გამო ბათილად ცნო, თავის გადაწყვეტილებაზე „ტვ პირველთან ისაუბრა“. „მივიღე გადაწყვეტილება სამოსამართლეო ფიცზე, სინდისზე, კანონის უზენაესობაზე, სამართლიანობაზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით“, – თქვა ხუჭუამ. ხუჭუამ აგრეთვე ახსნა, თუ რატომ ჩაატარა სასამართლო ექსპერიმენტი: „მიმაჩნია, რომ გამორიცხულია სიმართლის დადგენა, თუ სასამართლომ უშუალოდ არ შეაფასა კონკრეტული მტკიცებულებები. გასაგებად რომ […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 7 ნოემბერს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, […]