ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა – ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტს ისრაელ კაცი დაიკავებს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა და თავად ნეთანიაჰუმ გაავრცელეს. “სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა ნდობა და იყო ნაყოფიერი მუშაობა, ბოლო თვეებში ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის ეს ნდობა გაიბზარა”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში. ნეთანიაჰუს თქმით, ის და გალანტი ვერ თანხმდებოდნენ ომის მართვაზე, […]
გორის სასამართლომ უბნების ბათილობაზე კოალიცია ჩემი ხმის სარჩელი არ დააკმაყოფილა

გორის რაიონულმა სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გოგატიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მან არ დააკმაყოფილა სადამკვირვებლო კოალიცია ჩემი ხმის სარჩელი, რომლითაც კოალიცია გორის 32-ე საარჩევნო ოლქის 14 უბნის შედეგების ბათილობას ითხოვდა. ასევე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა ექსპერიმენტის ჩატარებაზე. ცოტა ხნის წინ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სადამკვირვებლო […]
ირაკლი კობახიძე – როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში – ვფიქრობთ, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომი დასრულდება უფრო ადრე

ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში, ურთიერთობების გადატვირთვა უზრუნველყოფილი იქნება. […]
სალომე სამადაშვილი – ვინმემ დამიდოს გეგმა და წამზომი ჩართოს, როგორ აპირებს პუტინის რეჟიმის დამარცხებას – ეს არის ბრძოლა, რომელიც მოითხოვს მოთმინებას, თუ ვინმეს აქვს იდეა, ჩვენ ღია ვართ

ეს არ არის ბრძოლა, რომლითაც ხვალვე ჩამოიშლება ივანიშვილი. ეს არის ბრძოლა, რომელიც მოითხოვს მიზანმიმართულ, სტრატეგიულ ბრძოლას და მოთმინებას – თუ ვინმეს აქვს იდეა თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ ნებისმიერი იდეისთვის ღია ვართ , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა. როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ საპარლამენტო არჩევნების […]
ნინო დოლიძე – ცესკოს მათემატიკაში პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ბევრი სერიოზული დარღვევა იყო – პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოგვექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ლეგიტიმაციის საფუძველი ყოფილიყო რიცხვებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ

პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოგვექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ყოფილიყო ლეგიტიმაციის საფუძველი რიცხვებზე, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ , – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, „რატომ არ აქვეყნებენ პარალელური დათვლის შედეგებს “სამართლიანი არჩევნები”“. როგორც ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ცესკომ კარგად დააჯამა ოქმები, „მათემატიკაში პრობლემა არ ჰქონია“, მაგრამ შემაჯამებელი […]
პრემიერი – მხოლოდ მაშინ შეიძლება შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ 4 პარტია ოპოზიციის რანგში ჯანსაღი ძალებით ჩანაცვლდება – ამოცანა რჩება ძალაში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი მაქსიმალურად დასუსტდნენ

„ახალი”, „ნაცმოძრაობა”, „ლელო” და გახარიას პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა. იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც გარედან ხელმძღვანელობენ ამ 4 პოლიტიკურ პარტიას, იყო სწორედ ის, რომ მომხდარიყო ე.წ. „რებრენდინგი”, ანუ 5 ნომრის მაგივრად წინ წამოწეულიყო სხვა დასახელების მქონე პარტია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ქვეყანაში შედგეს სრულფასოვანი და […]
მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი, მაია სანდუ მოლდოველების უმრავლესობას არ აურჩევია – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. რაც შეეხება არჩევნებში გამარჯვებულ მაია სანდუს, პესკოვის თქმით, ის არ არის ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან მოლდოველების უმრავლესობას არ აურჩევია. კრემლის წარმომადგენლის განმარტებით, რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას მოლდოველს არ მიეცა ხმის მიცემის საშუალება, განსხვავებით დასავლეთში მცხოვრები მოლდოველებისგან, რომელთა ხმები მისი გამარჯვებისთვის გადამწყვეტი […]
დასრულდება თუ არა უაზროდ დაგეგმილი სტადიონების მშენებლობის ეპოქა?

ბოლო დროს სამი ისეთი სტადიონის მშენებლობის ამბავი შევიტყვეთ, რამაც თან გაგვახარა და თან… დაგვაფიქრა. მივყვეთ თანამიმდევრობით… ფოთის “ფაზისის” სტადიონის მოწესრიგება დაიწყო, ბალახის საფარი შეიცვლება, რასაც არენაზე მეოთხე ტრიბუნის აშენებაც მოჰყვება და სავარაუდოდ ახალი სეზონიდან “კოლხეთი 1913” მშობლიურ ქალაქს დაბრუნდება – ეს სოციალურ ქსელში “კოლხეთის” გვერდზე გავრცელებული ვიდეოდან გახდა ცნობილი. ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძისა და პარლამენტარ […]
კომპანია Zarbazani Cosmetics საექსპორტო მოლაპარაკებებს ჩინეთთან აწარმოებს – როდის გამოჩნდება პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე?

ღვინის კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანია Zarbazani Cosmetics, საექსპორტო მოლაპარაკებებს ჩინეთთან აწარმოებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ალექსანდრე ბოლქვაძემ BM.GE-სთან განაცხადა. მისი განმარტებით, ნიმუშები 4 თვის წინ გაგზავნეს, რასაც დადებითი შეფასება მოჰყვა. ახლა მოლაპარაკებები ეტიკეტის შესახებაა, რათა მაქსიმალურად მიმზიდველი იყოს ჩინელი მომხმარებლისთვის. ამის შემდეგ კი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტზე გატანის ეტაპზე გადავლენ. „ახლა სერიოზული მოლაპარაკებები მიდის ჩინეთის […]
გიორგი რურუა – სუს-დან მივიღე უწყება, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა

გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გიორგი რურუა FACEBOOK-ზე წერს. გიორგი რურუას განცხადებით, გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის მუხლებით მიმდინარეობს. „საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა. აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა, ერთი კაცის ხელმძღვანელობით და […]