დღეიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება და ქარიც ჩადგება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ქარიც ჩადგება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ხოლო დღის საათებში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს: დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +10, +15 გრადუსამდე. „თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,+2, დღისით კი +12, […]
ამ დროის მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს

ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დათვლილია. ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში ამ დროისთვის 211 ხმა აქვს, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატ კამალა ჰარისს 165. „სიენენის“ მონაცემებით, კამალა ჰარისს საარჩევნო კოლეგიის 153 ხმა აქვს, ტრამპს კი 227. რაც შეეხება „ფოქსს ნიუსს“, როგორც მედია წერს, ტრამპს […]
ამერიკის მერყევ შტატებში საარჩევნო უბნებმა მიიღეს ცრუ შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ

ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ნოემბრის არჩევნების დღეს არაერთ უბანზე მიიღეს შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. შემოწმებამ დაადასტურა, რომ ყველა შეტყობინება ცრუ იყო. ელექტრონული ფოსტით მსგავსი შეტყობინებები მიიღეს საარჩევნო უბნებმა ე.წ. მერყევ შტატებში, მათ შორის არიზონასა და ჯორჯიაში, სადაც უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო. მერყევს უწოდებენ იმ შტატებს, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატებს გამარჯვების […]
CNN – ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 230 ხმა აქვს, კამალა ჰარისს – 182

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების დახურვის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 230 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს – 182, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს. ამასთან, CNN-ის პროგნოზით, წინასწარი […]
აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტო – ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებები რუსული ელ.ფოსტის დომენებიდან გამოიგზავნა

აშშ-ის მთავრობის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯენ ისტერლის განცხადებით, რამდენიმე შტატში ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ ელექტრონული წერილები რუსული ელ.ფოსტის დომენებიდან იყო გაგზავნილი, თუმცა ამ დროისთვის გაურკვეველია, იყვნენ თუ არა გამომგზავავნები რუსები, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ისტერლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკითხი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია და გამომგზავნის ვინაობა უცნობია. მანამდე, აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ განაცხადა, რომ […]
კრედო ბანკმა Global Alliance for Banking on Values (GABV)-ის 2024 წლის ევროპის რეგიონალურ შეკრებას უმასპინძლა

კრედო ბანკმა Global Alliance for Banking on Values (GABV)-ის 2024 წლის ევროპის რეგიონალურ შეკრებას საქართველოში, თბილისში უმასპინძლა. ღონისძიებაზე, გამოცდილებისა და საერთო გამოწვევების გასაზიარებლად, შეიკრიბა 17 ევროპული წევრი ბანკის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ლიდერები. მონაწილეებმა ისაუბრეს კაპიტალის სტრატეგიებისა და ფინანსური ჩართულობისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე, რაც მხარს უჭერს ღირებულებებზე დაფუძნებული საბანკო საქმიანობის გაძლიერებას. “როგორც GABV-ის ერთადერთ […]
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

ოპოზიციური კოალიციები მხარდამჭერებთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქციას გამართავენ. ოპოზიციონერი ლიდერები და მოქალაქეები სასამართლოსთან შეკრებას 11:00 საათიდან გეგმავენ. ამ დროისთვისაა ჩანიშნული სააპელაციო სასამართლოში, ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა. “სასამართლო პროცესი 6 ნოემბრისთვის გადაიდო. 12:00 საათზე არის ერთი პროცესი, ხოლო მეორე პროცესი არის 14:00 საათზე. 6 ნოემბერს, 11:00 საათზე გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ. დღეს, მათ […]
ბუნდესტაგში დღეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენენ

დღეს გერმანიის ფედერალური მთავრობა ბუნდესტაგში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენს. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის ანგარიშშია ნათქვამი. განრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განხილვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის შეკრების პირველად საკითხად არის დაგეგმილი. გერმანელი პარლამენტარები გერმანიის ფედერალური მთავრობისგან ანგარიშს მოისმენენ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე.
ნათია მეზვრიშვილი არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დღეს მაგისტრანტ მოსამართლესთან გამოიკითხება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 6 ნოემბერს, 12:00 საათზე, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი FACEBOOK-ზე წერს. მისივე განცხადებით, მაგისტრანტ მოსამართლეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარუდგენს. „6 ნოემბერს, 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრანტ მოსამართლესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით. პირველი, რაზეც პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა, არის – რატომ არ რეაგირებდა თვეების […]
BBC – პირველადი მონაცემებით, დონალდ ტრამპი მერყევი შტატების უმეტესობაში ლიდერობს, თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი სწრაფად შეიცვალის

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი ე.წ. მერყევი შტატების უმეტესობაში ლიდერობს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტრამპი ლიდერობს ჯორშიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და პენსილვანიაში, სადაც ხმების უმრავლესობა დათვლილია. არიზონასა და ვისკონსინში, სადაც ხმების ნახევარზე მეტი დათვლილია, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტრამპი უმნიშვნელოდ უსწრებს მეტოქეს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს. ამასთან, კამალა ჰარისი […]