CNN – კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს დაურეკა და გამარჯვება მიულოცა

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს დაურეკა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ჰარისის ერთ-ერთ უფროს მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს. “[ჰარისმა] პრეზიდენტად არჩეულ ტრამპს დაურეკა, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიელოცა. მან განიხილა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების მნიშვნელობა, ყველა ამერიკელისთვის პრეზიდენტად ყოფნა”, – განაცხადა წყარომ. მან ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით კამალა ჰარისი სიტყვით გამოვა […]

გოჩა ჯავახიშვილი: რა სიტუაციაშიც აღმოვჩნდით, მძიმე ფონს ქმნის პარტნიორების თვალში

საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ყოფილი ელჩის, დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს არსებული ვითარება ძალიან მძიმე ფონს ქმნის დასავლელი პარტნიორების თვალში. გადაცემაში გიორგი თარგამაძის ფორმულა გოჩა ჯავახიშვილმა 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ “ნათელი მოეფინება იმას, თუ რა მოხდა არჩევნების დღეს”. მისი თქმით, თავისუფლების მოყვარე ხალხი ვერ შეეგუება, რომ აბუჩად აიგდონ […]

საიას თავმჯდომარე – სააპელაციო სასამართლოში ექსპერიმენტის დროს ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე, თუმცა ამას არ აღიარებს

ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე FACEBOOK-ზე წერს, რითაც სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომას ეხმაურება. როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქურდოვანიძე წერს, სააპელაციო სარჩელის განხილვისას ექსპერიმენტის ჩატარებისას „ცესკოს დახელოვნებულმა სპეციალისტმა“, ბიულეტენი მოათავსა ყუთში […]

გურამიშვილის გამზირის N26-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N26-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. „ამ სივრცეში დაგეგმილია განათების სისტემის, საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების, სპორტული და საბავშვო მოედნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნის მოწყობა. ასევე, განთავსდება საპარკო ავეჯი და […]

ამერიკა კამალა ჰარისის მიმართვის მოლოდინში, ტრამპი კი გამარჯვებას ზეიმობს

დონალდ ტრამპი არჩეული 47-ე პრეზიდენტია. რესპუბლიკელებმა სენატზე კონტროლიც მოიპოვეს. ეკონომიკა და იმიგრაცია – ტრამპის კამპანიის უმთავრესი საკითხები იყო. რამ განაპირობა ყოფილი პრეზიდენტის წარმატება და რა როლი ითამაშა მერყევ შტატებში გამარჯვებამ?

გურამ მაჭარაშვილი – ჩვენ ილუზია არა გვაქვს, რომ ტრამპის შემთხვევაში ფეხს-ფეხზე გადავიდებთ და საქართველოსთან მიმართებაში პრობლემები არ იქნება, მაგრამ საუბარი იმაზეა, რომ გაცილებით უფრო ახლოსაა ღირებულებითი ნაწილი

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ გამოხატავდა ამერიკის უმრავლესობის ნებას და ეს დადასტურდა კიდეც, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია ახლა „ნირწამხდარია“, რადგან ისინი წლების განმავლობაში ტრამპს „რუს ოლიგარქად“ მოიხსენიებდნენ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ კარგად იცის. „მინდა ვუთხრა ოპოზიციას, არ გამოუვათ ახლა ტრამპისთვის გამარჯვების […]

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი – ნეთანიაჰუ ტრამპს ესაუბრა და „ისრაელის უსაფრთხოებისთვის ერთად მუშაობაზე შეთანხმდნენ” – განიხილეს “ირანული საფრთხე“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ განცხადებას თავად ნეთანიაჰუ და მისი ოფისი ავრცელებენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის თანახმად, ნეთანიაჰუ ერთ-ერთი პირველთაგან იყო, ვინც ტრამპს დაურეკა. განცხადების შესაბამისად, ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის “თბილი და გულითადი საუბრის” განმავლობაში ორი ლიდერი “შეთანხმდნენ ისრაელის უსაფრთხოებისთვის ერთად მუშაობაზე” და “ირანული საფრთხე განიხილეს”. მანამდე ნეთანიაჰუმ X-ის […]

მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებაში „ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს“

დონალდ ტრამპის გამარჯვებაში ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს. ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ჩვენს თანამოქალაქე კაცებისთვისა და ქალებისთვის, აქ მყოფი მათი ნათესავებისთვის, ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს… მექსიკა ყოველთვის წინ წავა, თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვართ და შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა გვექნება. ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა შეინბაუმმა. ცნობისთვის, იმიგრაცია დონალდ ტრამპის […]

„მოსამართლემ, არ აქვს მნიშვნელობა, რა დავინახეთო“ – იურისტი სააპელაციოში ხმის ფარულობის პროცესზე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი აბულაძე ამბობს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხმის ფარულობაზე ექსპერიმენტი ცესკოს ჩაატარობინა, ხოლო როცა სხდომის თავმჯდომარის მიერ შეცურებულ ბიულეტენში ხმის ფარულობა დაირღვა, მოსამართლემ განაცხადა, რომ ექსპერიმენტი დასრულებული იყო, როცა ის ცესკოს თანამშრომელმა ჩაატარა. როგორც აბულაძე ყვება, ცესკოს შუამდგომლობით, ექსპერიმენტი თავიდან ტარდება, რათა საქმეს თეთრიწყაროს სასამართლოს ანალოგიური ექსპერიმენტი არ დაერთოს. · […]

ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას. ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა

ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას. ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას სოციალურ ქსელში X ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას […]