ირანის რეაქცია ამერიკის არჩევნებზე

ირანელთა ცხოვრებაზე შეერთებული შტატების არჩევნები გავლენას არ იქონიებს. ეს განცხადება ირანის მთავრობის პრესსპიკერმა ფატიმე მოჰაჯერანიმ 6 ნოემბერს გააკეთა, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან, რამდენიმე საათში. როგორც არაბული სამყაროს, ისე დასავლეთის ოფიციალური პირები მოელიან, რომ ტრამპი ირანთან მკაცრ, “მაქსიმუმი ზეწოლის პოლიტიკას” აღადგენს. ისინი საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელია ირანულ საწვავზე სანქციების გამკაცრება […]

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენამ დონალდრ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. წყარომ, ასევე, აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, სიტყვით გამოსვლას გეგმავს. “პრეზიდეტმა ბაიდენმა გამოხატა თავისი მზადყოფნა უზრუნველყოს [ძალაუფლების] მშვიდად გადაცემა და ხაზი გაუსვა ქვეყნის გასაერთიანებლად მუშაობის მნიშვნელობას. მან, ასევე, […]

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი ხმის ფარულობის დარღვევაზე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საია-ს საჩივარი ხმის ფარულობის დარღვევაზე. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე წერს. საია-მ მსგავსი სარჩელები საქართველოს მასშტაბით ყველა სასამართლოში შეიტანა. ორგანიზაცია დავობდა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის მქონე უბნებზე ხილვადი იყო ბიულეტენზე მარკერით გაფერადებული ხაზი, რაც არღვევდა ხმის ფარულობას.

აშშ-ს და ევროპას ერთად ბევრად მეტის მიღწევა შეუძლიათ, ვიდრე ერთმანეთის წინააღმდეგ – შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპს აშშ-ში გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ აშშ-ს და ევროპას „ერთად ბევრად მეტის მიღწევა შეუძლიათ, ვიდრე ერთმანეთის წინააღმდეგ“. სატელევიზიო გამოსვლისას კანცლერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ბევრი რამ ნამდვილად შეიცვლება. „ამერიკელებმა არჩევანი გააკეთეს. დონალდ ტრამპმა ცხადად გაიმარჯვა არჩევნებში. ვულოცავ მას. პრეზიდენტ ტრამპი თანამდებობას დიდი გამოწვევებისა და კრიზისების პერიოდში დაიკავებს. […]

ქუთაისის სააპელაციომ უბნების ბათილობაზე NGO-ების სარჩელი არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. საუბარია სადამკვირვებლო კოალიცია ჩემი ხმისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელზე. სააპელაციო სასამართლომ რაიონული და საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებები უცვლელად დატოვა. კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა და კომისიის წევრების პასუხისმგებლობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო […]

ტრამპმა მიჩიგანშიც მოიპოვა გამარჯვება- ბოლო ცნობები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი შტატის კოლეგიის ხმები მიიღო და ახლა 292 ხმა აქვს. ბოლო სიახლეები და შეფასებები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჩართვა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.

აშშ-ის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე შტატების რეიტინგი

ამერიკის შეერთებული შტატები პლანეტის ყველაზე მდიდარი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომლის ეკონომიკის მოცულობა 30 ტრილიონ დოლარს აღწევს. ამ კოლოსალურ მთლიან შიდა პროდუქტს 50 შტატი ქმნის, რომელთა ერთიანობა დემოკრატიულ, ფედერალურ ზესახელმწიფოს ქმნის, სწორედ ამიტომ ჰქვია ამ ქვეყანას შეერთებული შტატები. ზოგიერთი შტატი ისეთი დიდი და ეკონომიკურად ძლიერია, რომ მისი მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა სხვა სახელმწიფოებს რომ შევადაროთ, მათ […]

რა არის საჭირო რაჭაში მეღვინეობის განვითარებისთვის? – აკაკი სირაძის მოსაზრება

მეღვინეობა “ამბრას” დამფუძნებელი, აკაკი სირაძე, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, რა სჭირდება რაჭის რეგიონს იმისთვის, რომ აქ მეღვინეობა/მევენახეობის დარგი განვითარდეს. როგორც “ამბრას” დამფუძნებელი მიიჩნევს, რაჭაში ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, ისედაც შეინიშნება წინსვლა, თუმცა დამატებითი საწარმოების გაჩენა რეგიონში უფრო მეტ სარგებელს გააჩენს. “წინა წლებთან, ბოლო რამდენიმე ათწლეულთან შედარებით, დღეს რაჭის მევენახეობა-მეღვინეობა განვითარდა. თუ რაჭაში ადრე […]

აშშ-ში ღიად ტრანსგენდერი ქალი პირველად აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში

აშშ-ში ღიად ტრანსგენდერი ქალი პირველად აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში – პარლამენტის ქვედა პალატაში. 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა დელავერის შტატის სენატის წევრმა, 34 წლის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, სარა მაკბრაიდმა. მაკბრაიდი ლგბტ+ თემის ცნობილი აქტივისტია, მან 2011 წელს შეასრულა „ქამინგ-აუთი“. 2020 წელს ის შტატის პარლამენტში აირჩიეს. ის მონაწილეობდა ანაზღაურებული ოჯახური და სამედიცინო შვებულების შესახებ კანონის შექმნაზე და […]

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: აზაროვი ისევ არ ათამაშეს – “შახტარმა” პირველად გაიმარჯვა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, მეორე სათამაშო დღეს ორი მატჩი ჩატარდა. „შახტარმა“ „იანგ ბოიზი 2:1 დაამარცხა“. დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი კვლავ სათადარიგო იყო. „შახტარმა“ მიმდინარე ტურნირზე პირველად გაიტანა გოლები, პირველად გაიმარჯვა, 4 ქულა აქვს და შემდეგ შეხვედრას 28 ნოემბერს ეინდჰოვენში პსვ-სთან გამართავს. „ბრიუგემ“ საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია „ასტონ ვილას“, რომელსაც აქამდე სამივე მატჩი ჰქონდა მოგებული. შახტარი […]